იმის შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ “დიდი პრივატიზაციის” პროცესი გამოაცხადა, დაიწყო საზოგადოების მცირე, მაგრამ აქტიური ნაწილის პროტესტი
მინისტრისა და მისი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. რას აპროტესტებენ პრივატიზაციის მოწინააღმდეგეები?
“იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით...” ეს გულმდუღარე სიტყვები, რომლებიც ნიკო ლორთქიფანიძემ 1910 წლის შობა ღამეს დაწერა, მხოლოდ ფორმალურად ეხმიანება თანამედროვე პრივატიზაციის მოწინააღმდეგეთა სულისკვეთებას.
რას აპროტესტებენ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეები, ლეიბორისტები და მათი მხარდამჭერები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ორი ასპექტის გათვალისწინება მოგვიხდება. პირველი მათგანი ანგარებას გულისხმობს, მეორე კი მსოფლმხედველობრივი ხასიათისაა.
კახა ბენდუქიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ მომიტინგეებს ყოველდღიურად ხუთ-ხუთ ლარს უხდიან; ზურაბ ჟვანიამ კი დააკონკრეტა, რომ ფულს იხდიან ის ადამიანები, რომლებმაც გასულ წლებში უკანონოდ მიითვისეს სახელმწიფო საკუთრება და ახლა ცდილობენ, საჯარო პროტესტით შეაჩერონ პრივატიზაციის პროცესი.
საყურადღებოა ერთი ფაქტორი: შევარდნაძის დროს ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი გახდა სერიოზული ქონების მფლობელი, მაგრამ არა მესაკუთრე. მათ შორის ის სხვაობაა, რომ ფლობას ოფიციალური დადასტურება არ ახლავს, საკუთრება კი სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული. სააკაშვილის ხელისუფლება ფაქტობრივ მფლობელებს ართმევს დაუსაბუთებელ ქონებას; სამაგიეროდ, აკანონებს პრივატიზაციის შედეგად შეძენილ საკუთრებას. შესაბამისად, რეალურ მფლობელებსა და პოტენციურ მესაკუთრეებს შორის კონფლიქტს სერიოზული საფუძველი აქვს. ესე იგი, პოლიტიკური ლოგიკა თავისთავად მიგვიყვანს საპროტესტო აქციების შესაძლო დაფინანსებამდეც და მძაფრი დაპირისპირების მიზეზსაც განგვიმარტავს.
რასაკვირველია, დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, უხდიან თუ არა ფულს მომიტინგეებს, რადგან ეს ფაქტი სასამართლოს არ დაუდგენია. მაგრამ პრივატიზაციის წინააღმდეგ გამართული აქციები დაფინანსებულიც რომ იყოს, მათ მაინც აქვთ მეორე სავარაუდო საფუძველი: არა ანგარებითი, არამედ - მსოფლმხედველობრივი. ფრანგი განმანათლებელი ჟან ჟაკ რუსო, რომლისთვისაც მეტად მნიშვნელოვანი იყო თანასწორობის იდეა, ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში წერდა: პირველი ადამიანი, რომელმაც მიწის ნაკვეთი შემოღობა და მოიფიქრა, გამოეცხადებინა - ეს ჩემი არისო! - იყო კიდეც სამოქალაქო საზოგადოების დამფუძნებელი. მაგრამ რამდენ დანაშაულს, ომს, მკვლელობას და უბედურებას აგვაცილებდა მეორე ადამიანი, თუკი იგი ღობეს მოარღვევდა და თავის მოძმეებს შეუძახებდა: ნუ მოუსმენთ ამ მატყუარას; მაშინ დაიღუპებით, როცა დაივიწყებთ, რომ მიწის ნაყოფი ყველასია, თავად მიწა კი - არავისი.
კაცობრიობის განვითარების ისტორია, გარკვეული აზრით, საკუთრების ჩამოყალიბების და განვითარების ისტორიაცაა. მრავალი საუკუნის განმავლობაში გრძელდება კამათი საკუთრების ავ-კარგის შესახებ. ვისთვის ის სტაბილურობის გარანტია, ვისთვის - დესტაბილიზაციის წყარო; ვისთვის - შრომის ნაყოფია, ვისთვის - მოსახვეჭელი; ვისთვის სიმდიდრის დაგროვების საშუალებაა, ვისთვის მოგების ჟინია; ვისთვის თვითდამკვიდრების გზაა, ვისთვის კი - სიხარბის მომაკვდინებელი სენი.
ასე რომ, თუ ეკონომიკის სამინისტროსთან შეკრებილი ქართველი ლეიბორისტები და სხვები ფიქრობენ, რომ მათთვის მსოფლმხედველობრივად მიუღებელია კერძო საკუთრება, ისინი ზოგადი ისტორიული კონტექსტიდან ამოვარდნილი არ არიან. ოღონდ, ნიკო ლორთქიფანიძე, თავისი გულწრფელი სევდით საქართველოს მომავალზე, მათ მოკავშირედ ვერ ჩაითვლება.
რა უფრო ღირებულია XXI საუკუნის საქართველოსთვის - ადამიანების თანასწორობა თუ პიროვნების თავისუფლება? რა უფრო მისაღებია - სახელმწიფო საკუთრების თუ კერძო საკუთრების წახალისება? - ხელისუფლება არც ამ თემაზე კამათს აპირებს და არც თავისი ეკონომიკური კურსის შეცვლას გეგმავს. პრივატიზაცია გარდუვალია და, ადრე თუ გვიან, მომიტინგეებს და სხვებსაც ამ რეალობასთან შეგუება მოუხდებათ.