პოლიტიკის თეორიის მიხედვით, სახელმწიფოს სრულფასოვნების ხარისხს, სულ მცირე, სამი ასპექტი განაპირობებს:
მართვა, პოლიტიკა და სამართალი. იმ სახელმწიფოში, რომელსაც ახალი ქართული ხელისუფლება აშენებს, პრიორიტეტი ენიჭება მართვას, შემდეგ მოდის სამართალი და, სულ ბოლოს, პოლიტიკა. რამ გამოიწვია პრიორიტეტების ამგვარი განლაგება და როგორ უნდა გაიფართოოს საარსებო სივრცე პოლიტიკურმა პროცესმა?
საიდუმლო არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი ძალისხმევა მიმართულია ქვეყანაში ერთიანი, ცენტრალიზებული მმართველობითი სისტემის აგებაზე. ამ გეგმის განუყოფელი ნაწილია აჭარის რევოლუცია და ის პროცესები, რომლებიც მომავალში განხორციელდება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფოს პრიორიტეტად მართვა, რომელმაც სამართალიც შეავიწროვა და პოლიტიკაც. ძველი ხელისუფლების პირობებში, იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ფორმალურად მართავდნენ, სინამდვილეში, სრულიად არ აღმოაჩნდათ სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის უნარი. სამაგიეროდ, მათ პოლიტიკით გააჯერეს ხელისუფლებაც, საინფორმაციო სივრცეც და ადამიანების ცნობიერებაც. დღეს შეიძლება ითქვას, რომ მომავლის ამოცანების განსაზღვრისა და მართვისთვის პრიორიტეტის მინიჭება ბუნებრივი რეაქციაა იმ ფსევდოპოლიტიკურ განუკითხაობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოში სუფევდა.
მაგრამ რამდენადაც მავნე აღმოჩნდა ქვეყნისთვის პოლიტიკით უზომო გატაცება, იმდენადვე მავნე შედეგს მოიტანს მართვისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ქვეყნისთვის სახიფათოა მაღალი ხარისხის თვითმმართველობაც და მრავალპარტიულობაც. პოლიტიკური პროცესი რომ დეგრადირებულია, ამაზე თვალნათლივ მეტყველებს პრესა და ტელევიზია: მათი ყურადღების ცენტრშია ხელისუფლება, ხოლო ალტერნატიული აზრი, ექსპერტების და პოლიტიკური ოპონენტების მოსაზრებები საინტერესო აღარ არის. სამართლებრივი თვალსაზრისითაც ბევრი პრობლემაა: მოქმედებს დევიზი, რომ “დასაჭერი უნდა დაიჭირო”; არა აქვს მნიშვნელობა - როგორ და რისთვის.
რა გზით არის შესაძლებელი სახელმწიფოს სამი უმთავრესი სფეროს: მართვის, პოლიტიკისა და სამართლის გათანაბრება? ნოემბრის რევოლუციამ მთელი პოლიტიკური სპექტრი გადაიყოლა. რეალური ოპოზიციის შექმნა ობიექტურადაც ძნელია და ხელისუფლებაც ამ პროცესს ხელოვნურად აბრკოლებს, რაც აჭარის არჩევნებმა დაადასტურა. არადა, თუ პოლიტიკა არ გამოცოცხლდა, მართვის პრიორიტეტმა, შესაძლოა, განუკითხაობის ზღვარს მიაღწიოს.
ახალი ხელისუფლება ბევრს საუბრობს რეფორმებზე, მაგრამ, სინამდვილეში, რეფორმები იგვიანებს. ეს ლოგიკურია, რადგან ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნას, ან ძველების გარდაქმნა-გამყარებას უზრუნველყოფს არა ცენტრალიზებული მართვა, არამედ, პირიქით, მეტი დემოკრატია. რაკი პარტიული ოპოზიცია არ არსებობს, მართვის, პოლიტიკისა და სამართლის გასაწონასწორებლად უმოკლესი გზა არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების გააქტიურებაა, რაც, სხვათა შორის, ხდება კიდეც. ის დისკუსია, რომელიც განათლების სფეროსთან დაკავშირებით მიმდინარეობს, სწორედ ამ პროცესის გამოხატულებაა. სკოლის, უმაღლესი სასწავლებლების და აკადემიის სისტემის რეფორმამ შესაბამის დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების მღელვარება და, გარკვეული თვალსაზრისით, პოლიტიკაში ჩაბმა გამოიწვია. რა მოელის მეცნიერებას? რა მოელის სკოლას, უნივერსიტეტებს? შეამცირებენ თუ არა ქართული ენისა და ლიტერატურის საათებს მაღალ კლასებში? შეზღუდავენ თუ არა საქართველოს ისტორიის სწავლებას? ამოიღებენ თუ არა სასწავლო პროგრამებიდან ჰაგიოგრაფიას ან “ვეფხისტყაოსანს”? ეს კითხვები დღეს აქტუალურია და არცთუ შემთხვევით. უკვე არსებული, ტრადიციულად ძლიერი ინსტიტუტები - საშუალო და უმაღლესი სკოლა, მეცნიერებათა აკადემია - ერთიან პოლიტიკურ პროცესში ერთვებიან. ეს მეტად დადებითი ტენდენციაა. ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დაკავშირებულია მემკვიდრეობითობასთან, ტრადიციების დაცვასა და, ზოგადად, სააზროვნო ველთან, გაცილებით მეტ სარგებლობას მოუტანენ ქვეყანას მიმდინარე პოლიტიკურ მომენტში, ვიდრე რამდენიმე სუსტი ოპოზიციური პარტია ერთად. ოღონდ, საჭიროა მეტი ვერბალიზაცია, მეტი მსჯელობა, თუნდაც, ანბანურ ჭეშმარიტებებზე. საჭიროა დისკუსია იმ თემაზე, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის მეცნიერება, ლიტერატურა, ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, ნაციონალური მეხსიერება. ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ღირებულებები თავიდან უნდა გადაისინჯოს და გაცოცხლდეს ახალ რეალობაში. თუ საქართველოში აღმოჩნდება საკმარისი შინაგანი რესურსი იმისათვის, რომ გამოცარიელებული პოლიტიკური ინტერიერი სააზროვნო ნაკადებით შეივსოს, მაშინ სახელმწიფო პრიორიტეტები ამ ნაკადების ზეწოლით თავისთავად გათანაბრდება. სხვა შემთხვევაში, ყველა ერთად უნდა დაველოდოთ ჯერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და შემდეგ ხელისუფლების კეთილ ნებას დემოკრატიის განვითარების კუთხით. შეძლებს კი ასიმეტრიული სახელმწიფო ამ ამოცანების გადაჭრას?