ერაყიდან საზარელი ცნობების ნაკადი არ წყდება: ოთხშაბათს არაბულენოვანმა ტელეარხმა "ალ-ჯაზირამ" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერაყელმა ექსტრემისტებმა
თავი მოჰკვეთეს რამდენიმე დღით ადრე მძევლად აყვანილ სამხრეთი კორეის მოქალაქეს, კიმ სუნ ირს. ხუთშაბათს ეს ცნობა სეულის საგარეო უწყებამაც დაადასტურა და დასძინა, რომ 33 წლის სამხრეთკორეელის გვამი უკვე ნაპოვნია. [კიმ სუნ ირის ოჯახის წევრთა ხმები, ტირილი] აი, ასეთი ტირილითა და მოთქმით შეხვდნენ კიმ სუნ ირის ოჯახის წევრები მათი ახლობელი ადამიანის მკვლელობის ცნობას. რატომ დასაჯეს სიკვდილით სრულიად უდანაშაულო ადამიანი?
კიმ სუნ ირის გამტაცებლებმა მუქარა 21 ივნისს გამოთქვეს: თუ სამხრეთი კორეა ხელს არ აიღებს განზრახვაზე, ერაყში დამატებით გაგზავნოს სამიათასკაციანი სამხედრო შენაერთი და არ გაიყვანს იქ მყოფ 600 სამხრეთკორეელ სამხედრო მოსამსახურეს, მაშინ მძევალს თავს მოვკვეთთო.
როცა სეულმა ამ პირობის შესრულებაზე უარი განაცხადა, ექსტრემისტებმა სიტყვა შეასრულეს და ოთხშაბათს "ალ-ჯაზირას" ეთერით საზარელი კადრები გავრცელდა: ნიღბიანი გამტაცებელი კითხულობს განცხადებას, ხოლო მის ფეხებთან დაჩოქილი და თვალახვეული კიმ სუნ ირი განაჩენის სისრულეში მოყვანას ელოდება:
[გამტაცებლის ხმა] "ეს არის ჩვენი ჯგუფის, "მონოთეიზმი და ჯიჰადი", მიმართვა სამხრეთი კორეის ხალხისადმი. ჩვენ გაგაფრთხილეთ, მაგრამ თქვენ ყური არ გვათხოვეთ. აი, რა ჩაიდინეთ თქვენივე ხელებით. შეწყვიტეთ ცრუობა. თქვენი არმია აქ ერაყელთა სასიკეთოდ არ იმყოფება. ის აქ არის დაწყევლილი ამერიკის საკეთილდღეოდ."
მძევლის მკვლელობას, როგორც მოსალოდნელი იყო, მოჰყვა საპროტესტო ტალღა მთელი მსოფლიოს მთავრობებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ამავე დროს, სამხრეთმა კორეამაც და აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის სხვა წევრებმაც დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა, განაგრძონ ერაყის აღდგენის პროცესში მონაწილეობა; რადგან ექსტრემისტთა პირობების შესრულება მათს წინაშე კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა.
აი, რა განაცხადა სამშაბათს ნიუ იორკში სამხრეთი კორეის ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კიმ სამ ჰუნმა:
[კიმ სამ ჰუნის ხმა] "კორეის რესპუბლიკას მტკიცედ სწამს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია თავისუფალი და დემოკრატიული ერაყის მშენებლობისკენ, და კორეის რესპუბლიკა ამ კეთილშობილური მიზნის ერთგული რჩება."
სამხრეთი კორეის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ერაყში ამჟამად მომსახურე 600-კაციან შენაერთს (რომლის შემადგენლობაში ძირითადად სამხედრო ექიმები და ინჟინრები არიან) აგვისტოსთვის კიდევ სამიათასამდე სამხედრო მოსამსახურეს დაუმატებენ. ამასთანავე, სეულმა ერაყში მყოფ თანამემამულეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა, თუ მათი იქ ყოფნა სასიცოცხლოდ აუცილებელი არ არის.
გაეროს უშიშროების საბჭოს სახელით კიმ სუნ ირის მკვლელობა დაგმო საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრმა დელია დომინგო ალბერტმა. მან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ერთიანი ძალისხმევით შეებრძოლოს ტერორიზმის სასტიკ სენს. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ალბერტმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ ერაყში მომუშავე ათასობით ფილიპინელს მიმართა რეკომენდაციით, ერიდონ კონფლიქტების რაიონებს, თუმცა დასძინა, რომ უსაფრთხო რაიონი ერაყში დღეს თითქმის არ არსებობს.
მით უფრო იოლი წარმოსადგენია კოალიციის იმ 200 ქართველი წევრის ახლობელთა წუხილი, რომლებიც სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ თიქრითში გადიან სამსახურს, ანუ სწორედ იქ, სადაც ერაყის დამხობილი დიქტატორი დღესაც სარგებლობს მხარდაჭერითა და პოპულარობით.
დაბოლოს, კიდევ ერთი ცნობა, რომელიც თბილისიდან მივიღეთ: 25 ივნისს, 15 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “განათლების ეროვნული კავშირი” საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ოფისთან გამართავს საპროტესტო აქციას ერაყიდან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გამოყვანას მოთხოვნით.