150 ხმით 6-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. მოწინააღმდეგეებში იყვნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, მათ შორის,
კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური. "მემარჯვენე ოპოზიციას" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ამით მემარჯვენეებმა უარი თქვეს იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც პარლამენტს მთავრობის მიმართ ნდობის გამოხატვისას ეკისრება. მათი შეხედულებით, მთავრობაში, განსაკუთრებით მის ეკონომიკურ ბლოკში, სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა და მთავრობა არ არის ერთიანი გუნდი. ასეა თუ ისე, მინისტრთა კაბინეტს, სადაც გარკვეული საკადრო გადაადგილებები მოხდა, ნდობის ახალი ვოტუმი აქვს. ამის შემდეგ, პრემიერის დაპირებით, მთავრობაში სტრუქტურული რეფორმების განხორციელება უნდა დაიწყოს.
სამინისტროებში სტრუქტურული რეფორმების და შემცირებების დაწყებამდე, რამდენიმე უწყების თანამშრომლებს ხელმძღვანელობის გამოცვლასთან შეგუება უწევთ. მინისტრთა კაბინეტში საკადრო გადაადგილებები უკვე მოხდა. 10 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობას, რომელშიც ეკონომიკის მინისტრის პოსტი რუსეთიდან ჩამოყვანილ ბიზნესმენს კახა ბენდუქიძეს უკავია, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი - ყოფილ გენერალურ პროკურორს ირაკლი ოქრუაშვილს, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე თავდაცვის მინისტრია, უშიშროების მინისტრი კი არის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ვანო მერაბიშვილი.
მერაბიშვილის წინამორბედი უშიშროების სამინისტროში ზურაბ ადეიშვილი 10 ივნისს პარლამენტმა გენერალურ პროკურორად დაამტკიცა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა კი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე გადაინაცვლა. მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებაში ფიგურების გადანაცვლება მოხდა. რატომ შეიქნა ეს საჭირო, ამის შესახებ გასაგები განმარტებები მთავრობაში არ გაკეთებულა და მაინცდამაინც არც პარლამენტს გამოუდვია თავი ვითარებაში გასარკვევად. ეს არის, რომ რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა - და, მათთან ერთად, "მემარჯვენე ოპოზიციამ" - 10 ივნისს დაიწუნა გამოსვლა პრემიერ-მინისტრისა, რომელმაც საქართველოში საბიუჯეტო კრიზისის დაძლევასა და ეკონომიკური ზრდის ტემპებზე ისაუბრა. ჯერ ლევან გაჩეჩილძემ, შემდეგ კი კობა დავითაშვილმა ზურაბ ჟვანიას გამოსვლა სადღეგრძელოს შეადარა.
იყო თუ არა მთავრობა და მისი მეთაური დღეგრძელობის ღირსი, გამომდინარე მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობიდან? ამ შეკითხვაზე პასუხი 150-მა დეპუტატმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით გასცა, 6 -მა დეპუტატმა - ხმის წინააღმდეგ მიცემით, "მემარჯვენე ოპოზიციამ" კი - კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმით.
როგორც მემარჯვენეების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი იაშვილმა ჩვეთან საუბრისას აღნიშნა, მინისტრებთან შეხვედრებმა მათ დაანახვა, რომ მთავრობაში არის სერიოზული აზრთა სხვადა სხვაობა, განსაკუთრებით ფინანსთა მინისტრ ნოღაიდელსა და ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძეს შორის. "ეს მთავრობა არ არის ერთიანი გუნდი," - თქვა ირაკლი იაშვილმა. მოკლედ, "მემარჯვენე ოპოზიციამ" არ გაიზიარა პასუხისმგებლობა ასეთ მთავრობაზე, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა.
საქართველოს მთავრობას ნდობის ახალი ვოტუმი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დეპუტატების, პირველ რიგში კი, კობა დავითაშვილის აზრით, ქართველი ერი პრემიერ-მინისტრს არ ენდობა.
ასეთ განცხადებებზე მეტად პრემიერი, და არამარტო ის, 10 ივნისს ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ფიფიას, გამოსვლამ გააღიზიანა. დეპუტატმა მთავრობის წევრებს მოსთხოვა განმარტება მათი და მათი მშობლების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ. პასუხი იყო ასეთი:
[ზურაბ ჟვანიას ხმა] "თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი დამოკიდებულება იმ ფაქტისადმი, რომ დედაჩემი წრამოშობით არის სომეხი, მე ამაზე ყოველთვის ვისაუბრებ სიამაყით და ყოველთვის შემრცხვება იმის გამო, რომ ქართულ პარლამენტში შესაძლებელი გახდა ასეთი შეკითხვის დასმა. "
პრემიერმა პარლამენტს მოსთხოვა იმ სამომავლო - აუცილებელი, მაგრამ მტკივნეული - ღონისძიებების მხარდაჭერაც, რომელთა განხორციელება მთავრობაში, მისი თქმით, მალე დაიწყება.