რევოლუციის შემდეგ საქართველოში, ბევრ რამესთან ერთად, სახელმწიფო სიმბოლოებიც იცვლება. 21 მაისს პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი სახელმწიფო ჰიმნის შესახებ,
რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ახალი სახელმწიფო ჰიმნი აქვს. პოეტ დავით მაღრაძის ტექსტი
ზაქარია ფალიაშვილისა და იოსებ კეჭაყმაძის მუსიკაზე საყოველთაოდ ასამღერებელია, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ეს. ახალ სახელმწიფო ჰიმნთან ერთად საქართველოს სულ მალე ახალი სახელმწიფო გერბი და დევიზიც ექნება. სპეციალურ კონკურსში გამარჯვებულია მამუკა გონგაძის მიერ შესრულებული გერბი. რაც შეეხება დევიზს - ახალი საქართველოს დევიზი ხდება "ძალა ერთობაშია". დევიზის ავტორები თამაზ ნანიტაშვილი და ვალერი ბახტაძე არიან.
ამიერიდან პარლამენტარები - და არამარტო ისინი - ფეხზე ზაქარია ფალიაშვილის მუსიკაზე დაწერილ ჰიმნს უნდა წამოუდგნენ. ამ მუსიკაზე დავით მაღრაძის ცნობილი ტექსტი ყველამ უნდა იმღეროს. რთულია თუ არა ეს, პარლამენტმა გადაწყვეტილება ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო. კანონპროექტს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ მეორე მოსმენისას 11 მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მომხრე -126, მესამე მოსმენისას - 5 მოწინააღმდეგე, მომხრე კი - 125. სახელმწიფო ჰომნი მიღებულია, რამდენიმე დღეში პარლამენტი ახალ სახელმწიფო გერბს და დევიზს დაამტკიცებს. მანამდე კონკურსში გამარჯვებული პროექტი პრეზიდენტს წარედგინება. წინასწარი ცნობებით, პრეზიდენტის განწყობა ამ პროექტისადმი დადებითია. მოკლედ, შეიძლება იმის თქმა, რომ 26 მაისს საქართველო ახალი სახელმწიფო ჰიმნით, გერბითა და დევიზით შეხვდება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ: სახელმწიფო გერბის კონკურსში მამუკა გონგაძის ნამუშევარმა გაიმარჯვა, დევიზის კონკურსში - ვალერი ბახტაძის და ვახტანგ ნანიტაშვილის მიერ შერჩეულმა ვარიანტმა - "ძალა ერთობაშია. "
[ ელდარ შენგელაიას ხმა] " ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ბატონები არიან ამ გამოთქმის ავტორები, ისინი არიან ავტორები მხოლოდ დევიზის. "
ეს ელდარ შენგელაია გახლდათ, სახელმწიფო ატრიბუტიკის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე. 21 მაისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას აი, რა დასძინა მის ნათქვამს თამაზ ნანიტაშვილმა (სხვათა შორის, მას საქართველოში იცნობენ, როგორც სამკურნალო ცენტრ "პირამიდის" ხელმძღვანელს):
[ვახტანგ ნანიტაშვილის ხმა] "ეს ხალხურია და - რატომ? ჩვენ არაფერი არ მიგვიტაცია, ჩვენ წამოვწიეთ წინ და მე ბედნიერი ვიქნები, თუ პარლამენტი ამას დაადასტურებს. ჩვენ პოლიტიკის რანგში უნდა წამოვწიოთ "ძალა ერთობაშია", - მაშინ ვიქნებით კარგები, ლამაზები და მაგრები. "
"ძალა ერთობაშია" საკონკურსოდ, თამაზ ნანიტაშვილის გარდა, ვალერი ბახტაძემაც წარადგინა, ამიტომ გამარჯვებული ვარიანტის ავტორებად ორი პიროვნება დასახელდა.
რაც შეეხება გამარჯვებულ გერბს, ის წარმოადგენს ოქროს არშიიან, ოქროს ჯვრით გადაკვეთილ-გადმოკვეთილ ფრანგულ ფარს, ცენტრში მცირე ჰერალდიკური ოქროს არშიიანი ფარით. მცირე ფარში გამოსახულია მაცხოვრის ვერცლის კვართი, პირველ და მეოთხე ნაწილებში ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი - წმინდა გიორგი, მეორე ნაწილში - ცეცხლისმფრქვევლი ოქროს მთა, მესამე ნაწილში ოქროს საწმისი. ფარს თავზე ადგას ქართული -ივერიული გვირგვინი, ფარისმტვირთველები - ოქროს ლომებია. გერბის ავტორი მამუკა გონგაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს გერბი არ ჰგავს იმ გერბს, რომელიც პრეზიდენტს სამუშაო კაბინეტში უკიდია.
[მამუკა გონგაძის ხმა] "ძირითადი პრინციპი, რითაც შეიქმნა ეს გერბი, არის მემევიდრეობა - რა სიმბოლოები გვქონდა ისტორიული და რისი გამოყენების უფლება გვაქვს დღეს. "
26 მაისამდე დღეები რჩება და ამ დღეებში საქართველოს ახალი გერბი და დევიზიც დამტკიცდება.