შარშან, მარტში, როცა შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ერაყში ომის საწარმოებლად ემზადებოდნენ, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე,
რომ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან წელიწადზე მეტის შემდეგ ვითარება ასე ჩაიხლართებოდა. არა მხოლოდ სამხედრო წინააღმდეგობის მხრივ, ერაყში მოქმედი "მოსურნეთა კოალიცია" რომ აწყდება, არამედ უწინარესად იმ სკანდალის თვალსაზრისით, რომელიც ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მიერ ერაყელ ტყვეთა წამებისა და დამცირების ფაქტებს უკავშირდება.
სკანდალი აგორდა გასულ თვეში, როცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ბაღდადის მახლობლად მდებარე აბუ ღრაიბის ციხეში გადაღებული ფოტოსურათები. ამ ფოტოსურათებზე გამოსახული არიან უმეტესწილად შიშველი მამაკაცები, რომელთაც ამერიკელი ზედამხედველები ყოველმხრივ ამცირებენ და დასცინიან. ზოგიერთი ფოტო სექსუალური ხელყოფის ფაქტებსაც ასახავს. თავად ამერიკელი ჯარისკაცები (მათ შორის, სულ ცოტა, ერთი ქალი) ამ სურათებზე გამარჯვებულის პოზაში არიან აღბეჭდილი: მოღიმარი სახეებით, ზეაღმართული ცერა თითებით.
ოთხშაბათს ამერიკელ კანონმდებლებს საშუალება მიეცათ, დახურული სეანსის ფარგლებში ეხილათ ფოტოსურათები და ვიდეომასალა, რომელიც, გავრცელებული ცნობების თანახმად, ერაყელი ტყვეების დამცირების ახალ, კიდევ უფრო სასტიკ ფაქტებს ამზეურებს.
სკანდალმა იძულებული გახადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი დონალდ რამსფელდი, თავი ემართლებინათ. რამსფელდზე, რომელიც ხუთშაბათს მოულოდნელად ესტუმრა ბაღდადს, სულ უფრო ძლიერდება ზეწოლა, ჩვენებები მისცეს კონგრესის ცალკეულ კომიტეტებს. ოთხშაბათს პენტაგონის ხელმძღვანელმა სენატს დამატებით 25 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა ავღანეთსა და ერაყში სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად და იმედი გამოთქვა, რომ არსებული სიძნელეების მიუხედავად, ერაყში ყველაფერი ვაშინგტონისთვის სასიკეთოდ დასრულდება.
[დონალდ რამსფელდის ხმა] "ვაკვირდები ავღანეთს: 25 მილიონი ადამიანი გათავისუფლებულია, ქალები არჩევნებში მონაწილეობენ, ექიმთან წასვლა შეუძლიათ. მერე კი ვუყურებ ერაყს და მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება. და მჯერა კიდეც, რომ ასე იქნება."
დონალდ რამსფელდის ოპტიმიზმს თვით ვაშინგტონის მოკავშირეთა შორისაც კი ბევრი უსაფუძვლოდ მიიჩნევს. საერთოდ, ერაყელი ტყვეების დამცირებისა და წამების გახმაურებულმა ფაქტებმა კიდევ უფრო გააღრმავა უფსკრული, რომელიც იმთავითვე არსებობდა ერაყში აშშ-ის პოლიტიკის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.
რადიო "თავისუფლების" მიმომხილველი ჩარლზ რეკნაგელი ტელეფონით დაუკავშირდა ჯულიან ლინდლი-ფრენჩს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მოქმედი უშიშროების პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელს, რომლის აზრით, შეერთებულმა შტატებმა ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა სადამისშემდგომ ერაყში სტაბილური ვითარება დამყარდეს. ლინდლი-ფრენჩის თქმით, თუ კოალიციამ ერაყის დატოვება გადაწყვიტა, იქ სრული ქაოსი და განუკითხაობა გამეფდება.
[ჯულიან ლინდლი-ფრენჩის ხმა] "საუდის არაბეთი ყურის ძირშია, მთელი რეგიონი აირ-დაირევა. უკვე გამოჩნდნენ მეამბოხეები სირიაში, იორდანიაში. ეს რეგიონი ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებული ომის ნამდვილი ქვაკუთხედია. ხოლო ერაყში ამჟამად მიმდინარე ბრძოლა ტერორიზმთან გლობალური ომის ქვაკუთხედია."
ასეთია ჟენევის უშიშროების პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლის, ჯულიან ლინდლი-ფრენჩის მოსაზრება, რომელსაც კატეგორიულად არ ეთანხმება ლონდონის არაბულენოვანი გაზეთის, "ჰაიათის" პოლიტიკური მიმომხილველი ჰაზემ საღი. მისი თქმით, იმ არგუმენტებმა, რომლითაც ვაშინგტონი ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყებას ამართლებდა, ბოლო თვეების მანძილზე საბოლოოდ დაკარგა დამაჯერებლობა.
[ჰაზემ საღის ხმა] "გავიხსენოთ სამი მთავარი არგუმენტი, რომლითაც ერაყის ოკუპაციის გამართლებას ცდილობდნენ: მასობრივი განადგურების იარაღი, რაც არ გამართლდა; კავშირი "ალ-ყაიდასთან", რაც ასევე მცდარი გამოდგა; და მესამე: ერაყელების გათავისუფლება, რაც იმით დასრულდა, რაც აბუ ღრაიბში ვიხილეთ."
ჰაზემ საღი დასძენს, რომ ერაყში ვაშინგტონის ოკუპაციის ყოველი ახალი დღე ზრდის ანტიამერიკულ განწყობილებას არა მარტო ამ ქვეყანაში, არამედ მთელს არაბულ სამყაროში.