დღეს ფალუჯის მიდამოებში მოქმედი ამერიკელი ქვეითი ფეხოსნების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ერაყის ადგილობრივი უშიშროების

სამხედრო ძალა შეეცდება დაიჭიროს ან მოკლას ფალუჯაში ამერიკელების წინააღმდეგ მებრძოლი ამბოხებულები.
როგორც გენერალმა ჯეიმს კონვეიმ განაცხადა, ერაყის ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფების მეთაურს გენერალ ჯასიმ მოჰამედ სალეჰს ამერიკის სარდლობამ უკვე წარუდგინა ადგილობრივ მოიერიშეებთან კონფრონტაციის გეგმა.
რაც შეეხება ერაყის სხვა ქალაქებს, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ნაჯაფში რადიკალური შიიტური მოძრაობის ლიდერი მუყტადა ალ სადრი ერაყის გავლენიან პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებს შეხვდა. ალ სადრისა და კოალიციის ძალებს შორის დაპირისპირება კვლავაც გრძელდება.
დღესვე ერაყის ჩრდილოეთში ორი უცხოელი სამოქალაო პირი და ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
დღესვე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ყოველკვირეულ რადიო-ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს ერაყში ჯერაც რთული დრო უდგათ, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა ჰუსეინის რეჟიმის დამხობიდან დღემდე საგრძნობლად გაუმჯობესდა.