თამარ ჩიქოვანი, თბილისი
ქართული პრესა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ წერს. სხვადასხვა გაზეთი, კარგად ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება,
რომ სამიოდე თვის წინ ერთხმად დამტკიცებულ მინისტრთა კაბინეტიდან უახლოეს დღეებში 5 მინისტრი მაინც დაემშვიდობება თანამდებობას. რამდენად საფუძვლიანია ეს ხმები?
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "პრეზიდენტი გარკვეულ დისტანცირებას ახდენს ამ მთავრობისგან, თუმცა რჩება მთავარ პასუხისმგებელ პირად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ხელმძღვანელობას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას....პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, იღებს პრეზიდენტი, მაგრამ ყოველდღიურ საქმიანობაზე - პრემიერი, მთელ გუნდთან ერთად. ეს არის ერთიანი გუნდი. ერთად მოვა და, თუ ცუდად წაიყვანს საქმეს, ერთად გააგდებს პარლამენტი ან ერთად გაუშვებს პრეზიდენტი."
ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა თებერვლის დასაწყისში გააკეთა. თუმცა აპრილის ბოლოს სულ უფრო და უფრო აქტიურდება ხმები კონკრეტული მინისტრების შესაძლო დათხოვნის თაობაზე. სახელდება შესაძლო ცვლილების ვადაც - უახლოესი დღეები, სანამ ახლად არჩეულ პარლამენტში მთავრობისადმი ნდობის საკითხი დადგება: როგორც გახსოვთ, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ახლად არჩეულმა პარლამენტმა წინა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადოს.
მართალია, კონსტიტუცია ამ პროცედურის კონკრეტულ ვადებს არ აწესებს, მაგრამ, პარლამენტის კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარისა და კომიტეტების ხელმძღვანელობის დაკომპლექტებისთანავე, პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხი დადგება.
ასევე კულუარული ცნობებით, უახლოეს დღეებში თანამდებობას გამოემშვიდობება ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი - ირაკლი რეხვიაშვილი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობს. სხვათა შორის, თავის დროზე იგი პარლამენტმა საპროგრამო სიტყვის გარეშე ერთხმად დაამტკიცა მინისტრად. დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე ბუდაპეშტიდან თბილისში ჩამოსული ირაკლი რეხვიაშვილი საკმაოდ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდა ეკონომიკის სამინისტროს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა - რეალურად, ამ სამინისტროს არავითარი ფუნქცია არ შეუძენია, რაც რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევას, ბუნებრივია, შეუძლებელს ხდის. მართალია, ხმებს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე არავინ ადასტურებს, მაგრამ, კარგად ინფორმირებული პირის ცნობით, ირაკლი რეხვიაშვილის ბედი გადაწყვეტილია.
პარლამენტის პირველივე სხდომაზე გაირკვევა კიდევ ერთი მინისტრის საკითხი: ჯანდაცვის მინისტრმა და, პარალელურად, მთაწმინდის მაჟორიტატმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა არჩევანი უნდა გააკეთოს საკნონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ გიგი წერეთელმა, სხვა თავის კოლეგებთან ერთად, ამ დღეებში ნარკოტიკული ტესტირება გაიარა, რაც პარლამენტის წევრებისთვის აუცილებელი პროცედურაა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არჩევანი პარლამენტის სასარგებლოდ გაკეთდება. მით უფრო, რომ პრეზიდენტმა ბოლო დროს ჯანდაცვის მინისტრის კრიტიკას მოუხშირა.