საქართველოს ახალი პარლამენტი მუშაობას 28 მარტის არჩევნებზე გამარჯვებული ძალების სიითი შემადგენლობით და 2 ნოემბერს არჩეული მაჟორიტარებით იწყებს.
დეპუტატებს ნარკოლოგიური შემოწმება გავლილი აქვთ, სესიის გახსნისთვის მომზადებულია პარლამენტის სხდომათა დარბაზი. 22 აპრილს საღამოს დანიშნულია პრეზიდენტის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობად წარმოსადგენ ძალასთან. პარლამენტის პირველი სხდომაც ამის შემდეგ დაინიშნება. როგორ აპირებს საქართველოს ახალი პარლამენტი მუშაობის დაწყებას?
საქართველოს ახლად არჩეული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მუშაობის დაწყებისთვის მომზადებულნი არიან. მომზადებაში მათ მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლაც უნდა ვიგულისხმოთ. შემოწმების შედეგები კი დადებითია. ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას აცნობებს, რომ საეჭვო ნიშნები არც ერთი დეპუტატის ანალიზში არ გამოვლენილა. გავრცლებული ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და სხვა საჭირო ფორმალობები ახლად არჩეულ დეპუტატებს 20 ლარი დაუჯდათ. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მათ ახალი მიკროფონები და ხმოვანი სიგნალი ელოდებათ. ის მიკროფონთან მდგომ დეპუტატს რეგლამენტის ამოწურვამდე 20 წამით ადრე შეახსენებს იმას, რომ მისი დრო იწურება. კიდევ ერთი სიახლე პარლამენტის შენობაში ახლად შეთეთრებული დერეფნებია; სხვა საკითხია, რა სიახლის მომტანი იქნება ქვეყნისთვის პარლამენტი, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ იშვა და რომელიც ასევე" ვარდების რევოლუციის" შემდეგ გატარებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა, ცოტა არ იყოს, დაასუსტა.
როგორც წესი, ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას უხუცესი დეპუტატი ხსნის. გავრცელებული ცნობით, ამ მისიის შესრულება ამჯერად ელდარ შენგელაიას მოუწევს. საქართველოს ხელისუფლების ასაკობრივი გაახალგაზრდავება პარლამენტშიც თვალსაჩინოა. პირველი, რაც მის პირველ სხდომაზე მოხდება, პარლამენტის სახელისუფლებო სტრუქტურების ჩამოყალიბება იქნება. პარლამენტის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძეს რომ აირჩევენ, ეჭვს არ იწვევს. დასადგენია ვიცე-სპიკერების კანდიდატურები. განსაკუთრებით ბუნდოვანია, ვის ერგება აჭარის ავტონომიისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის პოსტი, რადგან "აღორძინება" პარლამენტს გარეთაა, მისი მაჟორიტარები კი არ გამორიცხავენ უარი თქვან პარლამენტში შესვლაზე. სხვათა შორის, პირველი პოლიტიკური საკითხი, რაც ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე წამოიჭრება, აჭარასთან იქნება დაკავშირებული. როგორც "ნაციონალური მოძრაობა -დემოკრატების" წარმომადგენელი გიგა ბოკერია აცხადებს, პარლამენტი შეფასებას მისცემს აჭარაში განვითარებულ მოვლენებს და მიიღებს დადგენილებას, რომლითაც მთავრობას შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას დაავალებს.
პარლამენტის პირველ სხდომაზე რეგლამენტში ცვლილების შეტანას მოითხოვს "მემარჯვენე ოპოზიცია":
[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] "ვთავაზობთ უმრავლესობას რეგლამენტში შევიტანოთ განმარტება, რომ უმცირესობის ქვეშ უნდა იგულისხმებოდეს ძალა, რომელიც თავს აცხადებს ოპოზიციად."
შესაძლო ანეგდოტურ სიტუაციაში ფიქრია ჩიხრაძე გულისხმობს ხელისუფლების მხარდამჭერი მაჟორიტარების უმცირესობად გაფორმების შესაძლებლობას, რასაც გიგა ბოკერია გამორიცხავს. საპარლამენტო უმცირესობის ფორმირებისთვის 51 დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო. "მემარჯვენე ოპოზიციას" ამ რაოდენობის დეპუტატების შემოკრების პრობლემა აქვს, უმცირესობად ხელისუფლების მხარდამჭერი მაჟორიტარების გაფორმება კი სისულელე იქნებაო," - ამბობს გიგა ბოკერია და არ გამორიცხავს ახალ პარლამენტში საერთოდ არ გაფორმდეს საპარლამენტო უმცირესობა.