დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში. ორდღიანი ვიზიტის პროგრამა მეტად ინტენსიური იყო.
სტუმრობის პირველ დღეს მიხეილ სააკაშვილმა ცალ-ცალკე გამართა მოლაპარაკება ევროკომისიის პრეზიდენტთან რომანო პროდისთან და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროპის კავშირის კოორდინატორთან ხავიერ სოლანასთან; მეორე დღეს კი, ოთხშაბათს, შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვა წარმოთქვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
ვიზიტის მთავარი შედეგი ალბათ ის არის, რომ ევროპის კავშირის ხელმძღვანელებმა რეფორმების გზაზე შემდგარ საქართველოს კიდევ ერთხელ აღუთქვეს ყოველმხრივი დახმარება - როგორც მორალური, ისე ფინანსური. ევროკომისიის პრეზიდენტის, რომანო პროდის თქმით, გადაუდებელი ეკონომიკური დახმარების სახით კომისია საქართველოს 10 მილიონ ევროს გამოუყოფს, რასაც დაემატება 3,6 მილიონი ევრო საქართველოს სასამართლო სისტემაში რეფორმების გასატარებლად. თუმცა, ამით ფინანსური დახმარება არ ამოიწურება. როგორც პროდიმ აღნიშნა, ევროკომისია განიხილავს საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების განსახორციელებლად კიდევ 30 მილიონი ევროს გამოყოფის შესაძლებლობას.
ეს ყველაფერი მოულოდნელი არ ყოფილა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ეკონომიკური დახმარების გარეშე საქართველოში დაგეგმილი რეფორმები მარცხისთვის არის განწირული. მოულოდნელი ბევრისთვის, და უწინარესად საქართველოს პრეზიდენტის მასპინძლებისთვის, მიხეილ სააკაშვილის შემდეგი განცხადება გამოდგა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "თუ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როდის იქნება საქართველო მზად, რომ გახდეს ევროპის კავშირის წევრობის კრიტერიუმებისთვის მომზადებული, რა თქმა უნდა, ეს არის დამოკიდებული ჩვენს შიდა სიტუაციაზე, მაგრამ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ თუ მიმდინარე დადებითი ტენდენციები გაგრძელდა, თუ ჩვენ მოვახერხეთ საქართველოს ტერიტორიული კონსოლიდაცია და არსებული პრობლემების მოგვარება, მე ვფიქრობ, რომ სამ, მაქსიმუმ ოთხ წელიწადში საქართველო იქნება მზად ევროპის კავშირის წევრობისთვის. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება, ასევე, პროცედურები, მაგრამ ევროპის კავშირის წევრობა ნიშნავს ბევრად უფრო მაღალი ცხოვრების დონეს თითოეული ქართველისთვის, ნიშნავს საქართველოს სრულიად ახალ უსაფრთხოების და პოლიტიკურ გარანტიებს და ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა."
ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. მოგვიანებით მან დასძინა, რომ საქართველო შეეცდება დაეწიოს ბულგარეთსა და რუმინეთს, რომლებიც, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ევროკავშირში 2007 წელს უნდა გაწევრიანდნენ. უკიდურეს შემთხვევაში საქართველო 2010 წლისთვის მაინც უნდა იყოს მზად კავშირში შესასვლელადო, თქვა სააკაშვილმა.
მანამდე, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო "ევროპული ფასეულობების მქონე, ევროპული კულტურის" ქვეყანაა. პრეზიდენტმა ისაუბრა მის სახელმწიფოში მიმდინარე თუ დაგეგმილ რეფორმებზე, კორუფციასთან დაწყებულ უშეღავათო ბრძოლაზე, უცხოელ ინვესტორთა მოსაზიდად აუცილებელ ღონისძიებებზე და სხვა. მან თქვა, რომ საქართველო ხელს შეუწყობდა ევროკავშირის სტაბილურობის განმტკიცებას, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი და საიმედო პარტნიორი ბლოკის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
მაგრამ როგორც რადიო "თავისუფლების" ბრიუსელელი კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი იუწყება, ამ არგუმენტებს რომანო პროდი და ხავიერ სოლანა დიდად არ შთაუბეჭდავს. ამის დასტურია თუნდაც სოლანას განცხადება იმის შესახებ, რომ ევროპის კავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების დაწყებამდე საქართველომ უნდა მოაგვაროს მის წინაშე მდგარი უმწვავესი პრობლემები, როგორიცაა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული.
რომანო პროდიმ კი თავის კომენტარში არც კი მოისურვა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესაძლო ვადებზე საუბარი და ყურადღება "გაფართოებული ევროპის" ინიციატივაზე გადაიტანა.
[რომანო პროდის ხმა] "ვიწყებთ შეთანხმებით პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, რაც უდავოდ საკმარისად გვაძლევს ურთიერთობის გაღრმავების საშუალებას. ჩვენი სურვილია, ვიხილოთ პროგრესი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების განხორციელების საქმეში. მაგრამ 1 მაისისთვის დანიშნული გაფართოების შემდგომ, იმავე მაისის თვეში, კომისია აპირებს, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს რეკომენდაცია გაუწიოს ევროპის მეზობელთა პროგრამაში ჩართვის თაობაზე. ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურების საბჭო ამ საკითხს, იმედი მაქვს, ივნისში განიხილავს."