მოსკოვში გაიმართა კასპიისზღვისპირა ხუთი ქვეყნის

მოსკოვში გაიმართა კასპიისზღვისპირა ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
მოსკოვში გაიმართა კასპიისზღვისპირა ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ირანის, რუსეთისა და ყაზახეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ზღვის შელფი მდიდარია ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოებით. გახსნა რა შეხვედრა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: [ლავროვის ხმა] "კასპიის ზღვა მეტად შფოთიან რაიონში მდებარეობს - საერთაშორისო ტერორიზმის კერების უშუალო სიახლოვეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ურთიერთმოქმედებათა განვითარებისას, მოვილაპარაკოთ, როგორ უნდა აღვუდგეთ წინ საერთაშორისო ტერორიზმს და იმ ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომლებიც კასპიის რეგიონში იჩენს თავს." სიტყვა წარმოთქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმაც. [ხარაზის ხმა] "კასპიის ზღვა არ შეიძლება განვაცალკევოთ იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მას ეკვრის. რეგიონში მშვიდობა და მეგობრობა სუფევს. კასპიის ზღვა მშვიდობიანი თანაარსებობის სიმბოლოდ იქცა."