ესპანეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ხოსე ლუის

ესპანეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ პირობა დადო, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოლებს.
ესპანეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ პირობა დადო, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოლებს.
საპატერომ მადრიდში სოციალისტური პარტიის შეკრებაზე აღნიშნა: [საპატეროს ხმა] "ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია ბრძოლა ტერორიზმის ყველანაირი გამოვლინების წინააღმდეგ. ტერორისტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ყოველთვის დავუპირისპირდებით და ერთიანი ძალებით დავამარცხებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხში ყველა ესპანელის აზრს გამოვხატავ". საპატერო ფიქრობს, რომ უსამართლობაა ესპანელების დადანაშაულება იმაში, თითქოს ისინი ტერორისტებთან დათმობაზე წავიდნენ, როცა მადრიდში 11 მარტს მომხდარი აფეთქებების შემდეგ 3 დღეში გამართული საპარლამენტოს არჩევნების დროს სოციალ-დემოკრატები აირჩიეს - ანუ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ერაყში ომის წინააღმდეგ გამოდის.