დღეს ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა

დღეს ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ გამოთქვა სურვილი კოალიციის ჯარებმა არ დატოვონ ერაყი.
დღეს ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ გამოთქვა სურვილი კოალიციის ჯარებმა არ დატოვონ ერაყი.
მისი თქმით, მრავალეროვნული ძალები საჭირონი არიან, რათა ტერორისტებმა და ექსტრემისტებმა ქვეყანაში პროგრესის შეჩერება ვერ შეძლონ. განცხადება ზებარმა გააკეთა კოპენჰაგენში, სადაც იგი დანიის ერაყის ომში მონაწილეობის შესახებ გამართულ საპარლამენტო მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.დანიის 410 ჯარისკაცი სამხრეთ ერაყშია დისლოცირებული. ზებარის კომენტარები კოპენჰაგენში გამოძახილი იყო ესპანეთის პრემიერ მისნისტრ ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროსა და პოლონეთის პრეზიდენტის ალექსანდრე კვაშნევსკის განცხადებებზე, სამხედრო ნაწილების ერაყიდან გამოყვანის შესახებ.