დავით პაიჭაძე, თბილისი
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 6 დღე დარჩა და პოლიტიკური პარტიები, ბუნებრივია, სპურტს მიმართავენ:
ინტენსიურად წარმოადგენენ თავიანთ პრიორიტეტებს, უფრო ხშირად ხვდებიან ამომრჩევლებსა და მასმედიას, ოპოზიციური პარტიები აძლიერებენ ხელისუფლების კრიტიკას. უკანასკნელი წინასაარჩევნო კვირის პირველი დღე სწორედ ასეთი აქტივობით იყო გამორჩეული. გაგაცნობთ რამდენიმე ფრაგმენტს.
მართალია, ცნობილია, რომ ხმას აძლევენ არა პროგრამას, არამედ ადამიანებს, პოლიტიკურ პარტიებს მაინც საჭიროდ მიაჩნიათ, საზოგადოებას წარუდგინონ თუ მთელი პროგრამა არა, სამომავლო პოლიტიკის პრიორიტეტები მაინც. 22 მარტს ასე მოიქცა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია-ტრადიციონალისტების საარჩევნო ბლოკი. ბლოკის წევრმა ირაკლი მელაშვილმა თავიანთთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ასე ჩამოაყალიბა:
[მელაშვილის ხმა] "ჩვენი პირველი პრიორიტეტი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობაა. ძირითადი პრინციპია, ქვეყანა მოეწყოს, ცენტრალური ხელისუფლების გარდა, ორ დონედ: ესაა ადგილობრივი თვითმმართველობა და რეგიონი, ოლქი ან მხარე. ქვეყნის ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის რეგიონი, რომელიც არის ერთიანი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული, კულტურულ-ეთნოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური ერთეული."
რეგიონალიზაციისა და თვითმმართველობის კონცეფცია ედპ-ტრადიციონალისტებს საგულდაგულოდ აქვთ დამუშავებული და მოტივირებული. პროგრამული პრიორიტეტების წარდგენისას ბლოკის წევრებს ირაკლი მელაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს არც ერთ სხვა საკითხზე ასე სკრუპულოზურად არ უსაუბრიათ.
[მელაშვილის ხმა] "მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიკაა. ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას არ ვუყურებთ მხოლოდ საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით. მიგვაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ინვესტიციებისათვის ნორმალური გარემო. ვფიქრობთ, გადასახადები უნდა დაიყოს სამ ნაწილად: ცენტრალური, რეგიონული, ადგილობრივი. ამ უკანასკნელის ოდენობას დაადგენენ ადგილობრივი ორგანოები. რაც შეეხება ცენტრალურ გადასახადებს, ესენია დამატებული ღირებულების გადასახადი, საშემოსავლო, სოციალური გადასახადი და აქციზი."
ირაკლი მელაშვილმა განსაზღვრა თითოეული გადასახადის ოდენობა პროცენტებში, რითაც პოლიტიკური ბლოკის მემარჯვენე ორიენტაცია კიდევ ერთხელ დაადასტურა: ყველა გადასახადის საპროცენტო განაკვეთი ედპ-ტრადიციონალისტების პროექტში შემცირებულია.
ეროვნულ-დემოკრატებისა და ტრადიციონალისტების მემარჯვენეობა გულისხმობს კონსერვატიზმსაც. კონსერვატიზმი ამჯერად გამოიხატება საეკლესიო რეგისტრაციის აქტებისათვის სრულფასოვანი იურიდიული სტატუსის მინიჭებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლსიისათვის ქონების დაბრუნების მოთხოვნით.
ედპ-ტრადიციონალისტების პროგრამულ პრიორიტეტებზე კომენტარი გააკეთა იურისტმა დავით უსუფაშვილმა:
[უსუფაშვილის ხმა] "მოკლედ თუ ვიტყვი, ამ დოკუმენტის ავტორები საქართველოს ამომრჩეველს, მე მგონი, ეუბნებიან ორ რამეს: 1) არ გაბრიყვდეთ და იმდენი ხმა არ მოგვცეთ, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობაში აღმოვჩნდეთ, იმიტომ რომ ბევრ საკითხებზე მხოლოდ სურვილები გვაქვს და არა ჩამოყალიბებული პროგრამა და 2) ასევე არ გაბრიყვდეთ და იმდენად მცირე ხმა არ მოგვცეთ, რომ პარლამენტში სულ არ ვიყოთ წარმოდგენილი - ჩვენ გვაქვს რამდენიმე სერიოზული მიმართულების ხედვა, პროგრამა და, სულ ცოტა, შეგვიძლია ხელისუფლების ოპონირება ცალკეულ საკითხებზეო."
22 მარტს საქართველოს სოციალისტებმაც გაუგზავნეს საზოგადოებას შეტყობინება: ისინი განათლების რეფორმის, სახელდობრ, მისაღები გამოცდების გაუქმების წინააღმდეგ ილაშქრებენ. მდარე საარჩევნო კამპანია სოციალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, რამდენიმე მიზეზით ახსნა: ახლა ტარდება მხოლოდ პროპორციული არჩევნები, კამპანიისათვის ცოტა დროა დარჩენილი და ტელეარხებზე აღარ გადის პოლიტიკური დებატები. არის კიდევ ერთი, სუბიექტური, მიზეზი:
[ქუცნაშვილის ხმა] "ზოგ პარტიას აქვს ფული, ზოგს კი - არა. ჩვენ ეს ფული ვერ ვიშოვეთ. რა ვქნათ? არ გავჩერდებით. ჟურნალისტებთან და ამომრჩევლებთან შეხვედრებით შევეცდებით გავავრცელოთ ჩვენი შეხედულებები, დავიმსახუროთ მხარდაჭერა ან კრიტიკა."