უკიდურესი დაძაბულობა ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობას შორის, გარკვეულწილად, განიმუხტა; გარკვეულწილად, რადგან,
თავად ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების აღიარებით, ცენტრსა და რეგიონს შორის სერიოზული პრობლემები მანამდე შენარჩუნდება, სანამ უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხი არ გადაწყდება. ამ საკითხის გადაწყვეტის წინააღმდეგ არავინ გამოდის, პირიქით. ცენტრალური ხელისუფლებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის უფლებამოსილებების კონსტიტუციური კანონით გამიჯვნის აუცილებლობას ყველა აღნიშნავს. ასე იყო ადრეც, თუმცა ამას არაფერი შეუცვლია. საქართველოს ახალი ხელისუფლება აჭარის ხელისუფლების პრობლემებს, ძველი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ნაკლები ლოიალობით უდგება. რამდენად შეძლებს ის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხის გადაწყვეტას, რთული სათქმელია.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მასა და აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის აუცილებლობას აღიარებს. ეს 17 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ აჭარის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურა. უკიდურესად კრიზისულ პერიოდში გამართულ მოლაპარაკებაზე ნინო ბურჯანაძე და ასლან აბაშიძე ცენტრსა და რეგიონს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის საკითხსაც შეეხნენ.
[ნინო ბურჯანაძის ხმა] "ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზეც, რომ ამ კრიზისის განმუხტვის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, რა შედის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში და რა შედის რეგიონის ხელმძღვანელობის კომპეტენციაში. ეს ბევრ პრობლემას მოხსნის. "
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ბათუმში ასლან აბაშიძესთან შესახვედრად პრეზიდენტი ჩავიდა. ამით პრობლემა შემსუბუქდა, თუმცა ის არ გადაწვეტილა.
აჭარის კონსტიტუცია მთელ რიგ საკითხებში წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. მაგალითად: იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს ან წარმომადგენლობითი ორგანოს დათხოვნას დააპირებს:
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "ავტონომიის ხელმძღვანელი უშუალოდ ახორციელებს სახელისუფლებო უფლებამოსილებას და მისი ნებართვის გარეშე იკრძალება ნებისმიერი შეიარაღებული ძალების გადაადგილება ავტონომიის ტერიტორიაზე. ეს აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. "
ჩვენთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძემ ავტონომიის კონსტიტუციისა და ქვეყნის კონსტიტუციის ერთმანეთთან შეუთავსებლობის სხვა რადენიმე მაგალითიც მოიყვანა. მათგან კიდევ ერთს აღვნიშნავთ : საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტისა და სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს ნიშნავს პრეზიდენტი კანონით დადგენილი წესით. აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, ადგილობრივ არჩევნებს, აგრეთვე, აჭარის პარლამენტის არჩევნებს ნიშნავს ავტონომიის მეთაური.
საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებებს.
[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] "მაგრამ რა შედის ცენტრისა და რეგიონის ერთობლივ გამგებლობაში, რა შედის რეგიონის ხელმძღვანელობის გამგებლობაში, განუსაზღვრელია. ამიტომ ჩვენ, სოციალისტებმა, მოვითხოვეთ კონსტიტუციური კანონპროექტის მომზადება. "
ეს იყო სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი. მისი თქმისა არ იყოს, ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გადანაწილება კონსტიტუციური კანონის მეშვეობით უნდა მოხდეს. კონსტიტუციური კანონი კი რანგით მეორე კანონია კონსტიტუციის შემდეგ. მისი საშუალებით ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის არსებული პერმანენტული პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის მომხრეა "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი ირაკლი იაშვილი და, აი, რატომ:
[ირაკლი იაშვილის ხმა] " თუ ჩვენ პირველი ნაბიჯები არ გადავდგით არსებული იურისდიქციის ფარგლებში და არ მოვაწესრიგეთ ურთიერთობა ცენტრსა და რეგიონს შორის, ძალიან გაგვიჭირდება აფხაზებთან დ ოსებთან საუბარი. ამიტომ ძალიან კონკრეტულად უნდა გაიმიჯნოს უფლებამოსილებები და მაქსიმალური დემოკრატია უნდა შევიტანოთ ადგილობრივ მმართველობაში."
ამისთვის წინა ხელისუფლება თითქოსდა შეეცადა გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. შექმნა სახელმწიფო კომისია, ჯონი ხეცურიანის მეთაურობით. მას ცენტრსა და რეგიონს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის საკითხებზე უნდა ემუშავა, მაგრამ ამას არაფერი მოუტანია. ძველი პრობლემა ახალ ხელისუფლებას გადაელოცა, ახალ ხელისუფლებაზე კი ასლან აბაშიძის "აღორძინებაში" ისეთი შეხედულება აქვთ, როგორიც ჩვენთან საუბრისას ანზორ აბრალავამ გამოთქვა:
[ანზორ აბრალავას ხმა] "არ გამოსდით ამათ საუბარი. ძალიან კარგი ურთიერობა იყო ცენტრსა და რეგიონს შორის. გამოვა ბოკერია და ამათი სახელით აკეთებს განცხადებებს, მერე გამოვა გივი თარგამაძე. ყველა სფეროში არის რევოლუციური განწყობები და ამ განწყობებით საკითხების გადაწყვეტის მცდელობები. ასეთ ვითარებაში ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობის მოწესრიგება ძნელი იქნება."
ანზორ აბრალავას ეეჭვება, ცენტრალურმა ხელისუფლებამ და აჭარის ხელმძღვანელობამ უფლებამოსილებათა გადანაწილებაზე შეთანხმება შეძლონ და, ალბათ, არა მარტო იმიტომ, რომ, მისი აზრით, ვინმეს საუბარი არ გამოსდის. ცხადია, აჭარის მეთაური ავტონომიის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების შენარჩუნებას მოითხოვს.