ჩეჩნეთში შინაგან საქმეთა მინისტრის, ალუ

ჩეჩნეთში შინაგან საქმეთა მინისტრის, ალუ ალხანოვის განცხადებით, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობას ეკისრება პასუხისმგებლობა
ჩეჩნეთში შინაგან საქმეთა მინისტრის, ალუ ალხანოვის განცხადებით, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელობას ეკისრება პასუხისმგებლობა
ადამიანის გატაცების ბევრ შემთხვევაში. ეს ალხანოვმა დღეს ჩეჩნეთის მთავრობის სხდომაზე თქვა. პრეზიდენტმა ახმად კადიროვმა კი აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩეჩნეთში 3 000-მდე ადამიანია უგზო უკვლოდ დაკარგული. რუსეთში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, "მემორიალის" ინფორმაციით, შარშან ჩეჩნეთში 480-მდე ადამიანი გაიტაცეს. "მემორიალი" რუს ჯარისკაცებსა და კადიროვის უშიშროების ძალებს აკისრებს გატაცებების უმრავლესობის პასუხისმგებლობას.