დაახლოებით რვა წლის წინ ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ გამოაქვეყნა წერილი, სათაურით "კატასტროფების თეორია და პოსტკომუნისტური სამყარო". წერილში აღწერილია "ცუდი" სისტემის "კარგ" სისტემად
გარდაქმნის მექანიზმი. კატასტროფების თეორია განსაკუთრებით საინტერესოა დღეს - ახლო წარსულის გათვალისწინებით და ახლო მომავლის პერსპექტივით.
კატასტროფების თეორია მათემატიკის კუთვნილებაა და მისი არსი ამგვარად შეიძლება განიმარტოს: თუ ობიექტზე მოქმედი პარამეტრები თანაბრად და თანდათანობით იცვლება, ბოლოს და ბოლოს, ეს გამოიწვევს თავად ობიექტის ხარისხობრივ ცვლილებასაც. ოღონდ, რაც უფრო მყარია სისტემა, მით უფრო მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება მის შეცვლას. თავად კატასტროფა კი, მრისხანე ჟღერადობის მიუხედავად, ნიშნავს თვისებრივად ერთი მოდელისგან თვისებრივად სხვა მოდელის მიღებას.
90-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც გაგა ნიჟარაძე შეეცადა, მათემატიკური თეორიის საფუძველზე აეხსნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, საზოგადოება ჯერ კიდევ სერიოზულ იმედს უკავშირებდა ედუარდ შევარდნაძის ფაქტორს. მაშინ ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ, მართალია, ცხოვრება მეტისმეტად ჭირდა, მაგრამ პრეზიდენტი თანმიმდევრული, მუდმივი მცდელობით დაანგრევდა საბჭოთა სისტემას და საფუძველს ჩაუყრიდა ახალ სახელმწიფოს. ამ პროცესის გაჭიანურების მიზეზად ექსპერტები მრავალ ფაქტორს ასახელებდნენ; კატასტროფების თეორიის მიხედვით კი, აი, რა ხდებოდა მაშინდელ საქართველოში: თუ "ცუდი" სისტემა მყარია თავის სიცუდეში, მაგრამ ძალის ზემოქმედებით დაიწყებს მოძრაობას უკეთესი მდგომარეობისკენ, ეს ზემოქმედება, პირველ ეტაპზე, ვითარების გაუარესებას იწვევს; რადგან "ცუდ" სისტემას არ სურს გარდაქმნა და აქვს წინააღმდეგობის უნარი. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც წინააღმდეგობა დაძლეულია, მდგომარეობის გაუარესება ინერციით ერთხანს კიდევ გრძელდება. მხოლოდ მეორე ეტაპზე სისტემა ნელ-ნელა "მიიზიდება" უკეთესი მდგომარეობისკენ.
საბჭოთა სისტემას, თავისი მდგრადობის გამო, წინააღმდეგობის დიდი უნარი ჰქონდა და მისი გარდაქმნის მცდელობა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევდა ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას. ასე რომ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, გაჭიანურებული კრიზისის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო საბჭოთა სისტემის, როგორც მდგრადი სისტემის, წინააღმდეგობა გარდაქმნებისადმი.
თავისი სტატიით გაგა ნიჟარაძე მიანიშნებდა, რომ თუ ქართულ საზოგადოებას აღმოაჩნდებოდა თვითორგანიზაციის უნარი და ახლებურად ცხოვრების რეალური სურვილი, მას შეეძლო, მუდმივი, თანმიმდევრული წნეხით ბოლოს მაინც გაეტეხა მდგრადი საბჭოთა მოდელის წინააღმდეგობა და ხარისხობრივად შეეცვალა იგი. კატასტროფების თეორიის პოლიტიკური ვერსია ოპტიმისტურად ხსნიდა გარდამავალი პერიოდის გაჭიანურების მიზეზს და პროგრესის იმედსაც ტოვებდა.
მომდევნო წლებმა დაადასტურა, რომ საქართველოში არ არსებობდა ძალა, რომელიც მუდმივ ძალისხმევას გასწევდა საბჭოთა სისტემის გარდასაქმნელად. პირიქით, ძველი სისტემის ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალი, კორუფციული პირამიდების მმართველობითი სისტემა, რომელიც საერთოდ აღარ იძლეოდა მასზე თანდათანობითი ზემოქმედების საშუალებას. ამ სისტემას საკუთარ თავთან დაპირისპირების რესურსი არ გააჩნდა, გარედან წნეხი კი მასზე ვერანაირ კვალს ვერ ტოვებდა. სწორედ ამ ვითარებაში განხორციელდა ხელისუფლების რევოლუციური შეცვლა, რასაც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ახალი იმედები დაუკავშირა.
ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება კი დაემხო, მაგრამ ძველი სისტემა მეყსეულად ვერც შეიცვლებოდა და არც შეცვლილა.
და სწორედ ახლა, მიმდინარე პოლიტიკურ მომენტში, კიდევ ერთხელ შეიძლება კატასტროფების თეორიის მოშველიება პოლიტიკური პროცესის ასახსნელად. თუ ხელისუფლებას აღმოაჩნდება შესაბამისი პოლიტიკური ნება, მას შეუძლია, რომ თანდათანობითი, მუდმივი ზემოქმედების შედეგად, დაძლიოს ძველი სისტემის წინააღმდეგობა. ამ შემთხვევაში, თეორიის თანახმად, თავიდან საერთო ვითარება კიდევ მეტად დამძიმდება, ქვეყანა გადავა კრიზისულ ფაზაში, მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაიწყება წინსვლა.
რევოლუციის შემდგომ პერიოდში ბევრი ოჯახის მდგომარეობის გაუარესება, შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით აიხსნებოდეს. შევარდნაძის მმართველობითი სისტემა საკმაოდ მყარი იყო საიმისოდ, რომ წინააღმდეგობის უნარი გამოევლინა და ხავერდოვან გარდაქმნას არ დაქვემდებარებოდა. ამიტომ, შესაძლებელია, ვითარების გამწვავება დადებითი პროცესის მიმანიშნებელიც იყოს და უარყოფითი ტენდენციის გაგრძელებისაც. საბოლოო პასუხს საბოლოო შედეგი გამოავლენს. მაგრამ იმისათვის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ იცოდეს, რა ხდება მის ქვეყანაში, ალბათ, ხელისუფლებამ უნდა დაასახელოს ვადა, რომელიც მას სჭირდება ძირითადი წინააღმდეგობების დასაძლევად. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საზოგადოება თავად განსაზღვრავს ხელისუფლების არა მხოლოდ ეფექტურობას, არამედ, უფრო მთავარს - ეფექტიანობას.