იეღოვას მოწმეების რისხვა, ბასილ მკალავიშვილი, დაპატიმრებულია, დაპატიმრებულია მისი რამდენიმე თანამებრძოლიც, სულ 9 პიროვნება. მკალავიშვილის დაკავების სპეცოპერაცია პარასკევს გამთენიისას
ჩატარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ძებნაში მყოფი და აქამდე მიმალული მკალავიშვილი გამოჩნდა და მართლმადიდებლობის დასაცავად ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება გამოაცხადა. ეკლესიისგან განკვეთილ ბასილ მკალავიშვილს სამართალდამცავებისგან მრევლი მთელი ღამის მანძილზე იცავდა. საქმეში სპეცრაზმი ჩაერია, მკალავიშვილის მომხრეებმა ძალოვანებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს, რაზეც სერიოზული აღმოჩნდა სპეცრაზმის რეაქციაც. არიან დაშავებულები.
[ხმაური, რომელიც სპეცოპერაციას ახლდა]
თუ ადრე ასეთი წივილ-კივილი ბასილ მკალავიშვილის მომხრეების მიერ იეღოვას მოწმეების დარბევას ახლდა, ახლა უკვე დარბეულები ეკლესიისგან განკვეთილი მღვდლის, ბასილ მკალავიშვილის, მომხრეები აღმოჩნდნენ. ისინი მთელი ღამის მანძილზე ცდილობდნენ არ მიეცათ სამართალდამცავებისთვის ბასილის დაპატიმრების საშუალება. ბასილ მკალავიშვილი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი გამთენიისას დააპატიმრეს.
[ბასილ მკალავიშვილის მხარდამჭერის ხმა] " მთელი ღამე ვიცავდით მამაოს, შემოვარდნენ. ამ ბავშვებმაც აქ გაათენეს. "
შეტაკება სპეცრაზმსა და ბასილ მკალავიშვილის მომხრეებს შორის კარგა ხანს მიმდინარეობდა. მკალავიშვილის მომხრეები ქვებს ისროდნენ, სპეცრაზმის წევრები კი მათ ხელკეტებს ურტყამდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მკალავიშვილის დაპატიმრებისას გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი შაშხანებიც, თუმცა ამ ფაქტს უარყოფს გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი. მკალავიშვილის მომხრეების დარბევის ფაქტს მან ასეთი კომენტარი გაუკეთა:
[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] "როგორ წარმოგიდგენიათ, როცა ქვების სროლა მიდის, შინაგანმა ჯარმა ხელები უნდა ასწიოს და დანებდეს? ფორმები ამ შემთხვევაში არ არსებობს. "
მკალავიშვილის დაპატიმრების ფორმა დაგმო საქართველოს საპატრიარქომ:
[გიორგი ანდრიაძის ხმა] " რაც შეეხება დაპატიმრების ასეთ ფორმას, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ იმდენი პროფესიონალიზმი, რომ ადამიანის აყვანა არ მოხდეს საზოგადოების მთელი ჯგუფის შეწუხებით. "
ეს იყო საპატრიარქოს წარმომადგენელი გიორგი ანდრიაძე. მისგან განსხვავებით, "გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების" ხელმძღვანელი ავთანდილ გურული იეღოველთა და არამარტო მათი დარბევებით სახელგანთქმული ჯგუფის ხელმძღვანელის დაპატიმრების ფორმაში აღმაშფოთებელს ვერაფერს ხედავს:
[ავთანდილ გურულის ხმა] " ჩემი აზრით, ეს თუ არ მოხდებოდა, უფრო გამწვავდებოდა რელიგიური დაპირისპირება. "
მართლაც, რა მოხდა მკალავიშვილის დაპატიმრებით - რელიგიური ნიშნით დაპირისპირების აღკვეთა თუ, პირიქით, ამ დაპირისპირების გამწვავება, ამის დაზუსტება ჯერ კიდევ ნაადრევია. გლდანის ეპარქიაში მუქარის ტონზე ლაპარაკს არ იშლიან:
[გლდანის ეპარქიის ერთ-ერთი წარმომადგენლის ხმა] " ახლა იწყება ბრძოლა, ახლა იკითხონ იეღოველებმა, აქამდე ჩვენ მათ არაფერს ვუშავებდით, ახლა დავუშავებთ! "
ირაკლი ოქრუაშვილის განმარტებით, ადამიანთა ცემისთვის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სხვა კანონდარღვევებისთვის ბასილ მკალავიშვილს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.