აფხაზეთის უზენაეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე 10 მარტს უნდა აერჩია, მაგრამ პროცესი ერთი კვირით გადაიდო. ამის მიზეზი თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეუთანხმებლობა გახდა.
აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან თამაზ ნადარეიშვილის გადადგომის შემდეგ თავმჯდომარის პოსტზე პრეტენზიას უზენაესი საბჭოს 8 დეპუტატი აცხადებს და აქედან, როგორც აღნიშნავენ, რეალური შანსი 5-სა აქვს. რეალურ კანდიდატურებს შორის ჭიდილი სერიოზულ ხასიათს ატარებს, ამასობაში კი აფხაზეთის დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლება ხელმძღვანელის გარეშე რჩება. პრობლემის გადასაწყვეტად უზენაესი საბჭოს წევრები ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციების გამართვას აპირებენ, თუმცა თავმჯდომარე მათი ასარჩევია და არა ვინმე სხვისი.
ის, რაც 10 მარტს უნდა მომხდარიყო ( ვგულისხმობთ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევას), არ მოხდა. პროცესი ერთი კვირით გადაიდო.
[გია გვაზავას ხმა] "ძირითადი მიზეზი ის იყო გადადების, რომ კიდევ გრძელდება კონსულტაციები ცენტრალურ ხელისუფლებასთან თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე. თავის დროზე იქიდან კარგი მესიჯი გამოგვიგზავნეს - თქვენი გადასაწყვეტიაო, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, შევაჯერებთ პოზიციებს. "
ეს გახლდათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ერთ-ერთი დეპუტატი, გია გვაზავა. ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატურად განიხილება, რამდენიმე სხვა კანდიდატურასთან ერთად. თავად გია გვაზავას თქმით, ისინი - რეალური კანდიდატურები - არიან: ნაპოლეონ მესხია, დავით გვაძაბია, თემურ მჟავია და ზურაბ ჯგუბურია. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დაკავების სურვილი კიდევ რამდენიმე დეპუტატს ამოძრავებს, უზენაეს საბჭოში კი სულ 29 დეპუტატია. თავმჯდომარეობისთვის მებრძოლს, ვინც არ უნდა იყოს ის, უზენაეს საბჭოში თავისი წილი მხარდამჭერები მოეძებნება. ამდენად, თავმჯომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით შეთანხმება თუ არ მოხდა, აფხაზეთის უზენაესი საბჭო ხელმძღვანელის გარეშე კიდევ კარგა ხანს დარჩება.
ამიტომაც ხდება საჭირო ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების გამართვა, თუმცა საკითხი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს გადასაწყვეტია. ამ ორგანოში ვის დაასახელებს ცენტრალური ხელისუფლება თავის ფავორიტად, მნიშვნელოვანია და ირკვევა რომ მნიშვნელოვანია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს გადამდგარი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის პოზიციაც.
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] " უზენაეს საბჭოში არის 29 დეპუტატი, 10 მე მიჭერს მხარს და ხმას მისცემს იმას, ვისაც მე დავუჭერ მხარს. მე ვუჭერ მხარს ჩემს ყოფილ პირველ მოადგილეს დავით გვაძაბიას. ის შეძლებს საქმისთვის თავის გართმევას. ზოგიერთი სხვა დეპუტატის არჩევის შემთხვევაში პროცესები ძალიან დამძიმდება და ჩვენ მივიღებთ ამ სტრუქტურების დაშლას. "
პროცესები თუ არ დამძიმდა აფხაზეთის უზენაეს საბჭოს დასავლეთ საქართველოში მოუწევს მუშაობის გააქტიურება. პრეზიდენტი სააკაშვილი აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების დასავლეთ საქართველოში განთავსების მომხრეა. სააკაშვილის მოსაზრებას აფხაზეთის უზენაეს საბჭოში არ ეწინააღმდეგებიან, პირიქით, მაგრამ მთავარი, რაც იქ დღეს აწუხებთ, ახალი თავმჯდომარის არჩევაა. კანდიდატებს უზენაესი საბჭოს სამომავლო მუშაობაზე ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, თუმცა თითქმის ყველა მათგანი აუცილებლად მიიჩნევს ცენტრალური ხელისუფლებისა და დევნილი ლეგიტიმური ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობას. ამ მხრივ, რევოლუციას განსაკუთრებული არაფერი მოუტანია. თანამშრომლობა ჯერჯერობით თავმჯდომარის საკითხის გადაწყვეტას უკავშირდება.