"ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების" გაერთიანებული საარჩევნო სია, ერთი შეხედვით, უინტერესოდ გამოიყურება. იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებსაც სახელისუფლო პარტია
თავისი ქვეყნის მოსახლეობას პარლამენტში ასარჩევად სთავაზობს, საზოგადოებისთვის უცნობია. მაგრამ ამ სიიდან, ნებსით თუ უნებლიეთ, რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მაინც გამოსჭვივის.
სახელისუფლო სიის საფუძველზე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ 28 მარტის არჩევნების წინ აგრესიული საარჩევნო კამპანია მოსალოდნელი არ არის. როგორც ჩანს, ენერგიული ქმედებისთვის პარტიებს აღარც თანხა შემორჩათ და არც სხვა რამ რესურსი. შესაბამისად, საარჩევნო სიებში აღარ ჩანს ცნობილი მომღერლების, რეჟისორების და მწერლების გვარები. ეს ადამიანები ამშვენებდნენ მდიდარი პარტიების სიებს და თავადაც ხალისით მიილტვოდნენ პოლიტიკისკენ. გასული თვეების მოვლენებმა კი მათ დაანახვა, რომ პოლიტიკა რთული და სარისკო საქმეა, რომ პოლიტიკოსობა თვითკმარი პროფესიაა.
ამჯერად სახელისუფლო პარტიის სია, ძირითადად, იმ ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც პოლიტიკას თავის მთავარ საქმედ მიიჩნევენ. საარჩევნო სიის შედგენისას პარტიის წინაშე დამსახურების გათვალისწინება ორ ტენდენციაზე მიანიშნებს. პირველი ის არის, რომ "პარტიული კადრები" ვერტიკალურ დაქვემდებარებაში იმყოფებიან და, ამის გამო, უფრო ადვილი სამართავნი არიან, ვიდრე ნეიტრალური პირები. არადა, თავისი არსით პარლამენტი, როგორც არჩევითი ორგანო, თანასწორი სუბიექტებისგან შედგება და პარლამენტის თითოეული წევრი ერთმანეთთან ჰორიზონტალურ კავშირშია. ერთადერთი ბერკეტი, რაც პრეზიდენტს პარლამენტის მართვის საშუალებას მისცემს, პარტიული დაქვემდებარებაა. ამ ბერკეტს შესანიშნავად ფლობდა და იყენებდა ედუარდ შევარდნაძე, ვიდრე იგი მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე იყო. როგორც ჩანს, "პარლამენტის მოშინაურების" მავნე ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.
მაგრამ პარტიული სია ერთ დადებით ტენდენციაზეც მიანიშნებს. გასული წლების განმავლობაში პარტიული ცხოვრება, ფაქტობრივად, მკვდარი იყო და სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში სულ ერთი და იგივე ადამიანები ისხდნენ. ახლა კი გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პარტიისთვის გაწეული შრომა დაფასდეს და პოლიტიკური კარიერა პიროვნულ უნარებს დაეფუძნოს.
წინა წლებში ყველა პარტია შედგებოდა ორი სეგმენტისგან: უცვლელი, ჩაკირული ბირთვისგან და "მორბენალი ბიჭების" გუნდისგან, რომელთა მხრებზეც გადადიოდა არჩევნების მთელი სიმძიმე. პარტიულ სიებში მხოლოდ ბირთვი ხვდებოდა, დანარჩენების შანსი კი ყოველთვის ნულს უტოლდებოდა. სამაგიეროდ, სიის "გამსვლელ" ნაწილში ხვდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც პარტიასთან და პოლიტიკასთან არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ არაფერი აკავშირებდა. ეს უცვლელი წესი ამჯერად შეცვლილია პარტიის წინაშე დამსახურების აღიარებით, რაც ძალიან სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს სამომავლო პოლიტიკური პროცესისთვის.
სიის მიხედვით იმის თქმაც წინასწარ შეიძლება, რომ მომავალ პარლამენტში უსათუოდ მოხვდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც უფრო პრინციპების ერთგულებით არიან ცნობილი, ვიდრე ადამიანების მიმართ ერთგულებით. ეს არის რესურსი ახალი ოპოზიციისთვის, რომელმაც უნდა გააკრიტიკოს ხელისუფლება, თუკი იგი ადამიანის უფლებებს დაარღვევს, დემოკრატიის პრინციპებს დაივიწყებს და ქვეყნის მართვაში თვალსაჩინო შეცდომებს დაუშვებს.
დაბოლოს, "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების" პარტიული სიიდან გამოსჭვივის ის რეალობაც, რომ სახელისუფლო სამეულს დაშლა ემუქრება. შეფარდება, რომელიც სიაში არსებობს ნაციონალებს, დემოკრატებსა და ნინო ბურჯანაძის უპარტიო თანამოაზრეებს შორის, საკმაოდ თვალნათლივ მიუთითებს, რომ ძველი შეთანხმებები ძალას კარგავს, კერძოდ, ბურჯანაძის საზიანოდ.
ინფორმაცია, რომელიც სახელისუფლო პარტიის საარჩევნო სიიდან შეიძლება ამოვიკითხოთ, ჯამურად ასეთ სახეს მიიღებს: საარჩევნო კამპანია მშვიდად ჩაივლის; პარლამენტის მართვა პრეზიდენტს არ გაუჭირდება, თუმცა საპარლამენტო ცხოვრება გაცოცხლდება და მასში პოლიტიკის მიმართ მეტი ინტერესი გაჩნდება. პარლამენტს, შესაძლოა, კვლავ მანდილოსანმა უხელმძღვანელოს, მაგრამ, ალბათ, არა ნინო ბურჯანაძემ. ოპოზიციის ბურჯი კი, ჟვანიას პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად, მაინც რესპუბლიკური პარტია გახდება. საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენ ხანს მოითმენს მიხეილ სააკაშვილი ამ პარლამენტს და როდის გამოიყენებს მისი დათხოვნის უფლებას.