იყო თუ არა ჟურნალისტის საქმიანობა უფრო ადვილი ძველი ხელისუფლების დროს, ვიდრე ახლა?
ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხის დასაბუთებას რამდენიმე არგუმენტით შევეცდები.
მართლაც, რა შეიცვალა ამა თუ იმ ჟურნალისტის საქმიანობაში ნოემბრის მოვლენების შემდეგ? ერთი შეხედვით, არაფერი. ჟურნალისტები ჩვეულებრივ აშუქებენ პოლიტიკოსების თუ ჩინოვნიკების საქმიანობას და პერიოდულად იმის შესახებაც მსჯელობენ, ზღუდავს თუ არა ახალი ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებას.
ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ შეხვედრაზე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა ნათია ზამბახიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ბოლო თვეების ყოველდღიური მოვლენების რიტმი ჟურნალისტებს ნაკლებად აძლევს ჩაფიქრების, ჩაღრმავების და ანალიზის საშუალებას. ეს, მართლაც, ასეა: მოვლენები დაჩქარდა და ახალი რეალობა, რომელშიც ჟურნალისტები საქმიანობენ, პირდაპირ არის დაკავშირებული ხელისუფლების თვისებრივ განახლებასთან.
საქმე ისაა, რომ ძველ მთავრობასთან ჟურნალისტების ურთიერთობა საკმაოდ ადვილი იყო: პრეზიდენტს ამუნათებდნენ უმოქმედობისთვის, მინისტრებს, უფრო ხშირად, კორუფციული საქმიანობისთვის. ამის გამო, პრესა გახდა ერთგვაროვანი და უინტერესო.
ახალ ხელისუფლებას, ძველისგან განსხვავებით, ჟურნალისტები ქმედებისთვის აკრიტიკებენ და არა უმოქმედობისთვის. ქმედების აღწერა და შეფასება კი გაცილებით მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს, ვიდრე უმოქმედობის ჩვენება. ნებისმიერ სფეროში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ჟურნალისტს აიძულებს, გაიღრმავოს საკუთარი ცოდნა ამ სფეროს შესახებ. მაგალითად, შეუძლებელია ახალ კონსტიტუციაზე საინტერესო სტატიის დაწერა ან რეპორტაჟის მომზადება, თუკი ჟურნალისტმა კარგად არ იცის ძველი კონსტიტუციაც, ცვლილებების არსიც და სხვა ქვეყნების გამოცდილებაც. რეფორმების მსურველ განათლების მინისტრთან ვერ შედგება საინტერესო დიალოგი, თუკი ჟურნალისტი არ იცნობს განათლების სისტემის პრობლემებს და, მით უმეტეს, თუკი მწყრალად არის განათლებასთან... და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ქმედითი მთავრობის შესახებ მოსახლეობისთვის კეთილსინდისიერი ინფორმაციის მიწოდება სერიოზულ ცოდნას მოითხოვს. ეს არის პირველი ფაქტორი, რომელიც ართულებს მასმედიის საქმიანობას ბოლო პერიოდში.
არსებობს მეორე ფაქტორიც. ჯერჯერობით სრულებით რეალურია საფრთხე, რომ ქმედება, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით, სინამდვილეში, ქმედების სიმულაცია აღმოჩნდეს; რეფორმა - რეფორმის სიმულაციად გადაიქცეს და ძველი სისტემის ნგრევა მხოლოდ პერსონაჟების ჩანაცვლებით ამოიწუროს. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტს უცხოეთში კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისთვის აქებენ. მაგრამ მიმდინარეობს თუ არა საქართველოში კორუფციასთან რეალური ბრძოლა, ჯერჯერობით არავინ იცის. მართალია, დაიჭირეს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი აკაკი ჩხაიძე, მაგრამ საკითხავია, გაუქმდა თუ არა "შავი" ტარიფი რკინიგზაზე? ამ შეკითხვის პასუხი საზოგადოებას კარგახანს არ ეცოდინება, რადგან როგორღაც თავისთავად იგულისხმება, რომ ჩხაიძის დაჭერასთან ერთად, რკინიგზაზე კორუფცია აღმოფხვრილია. არადა, კორუფციული სისტემები მდგრადია და თავისთავად არ ინგრევა. მაგალითად, დაიჭირეს მერაბ ადეიშვილი, მაგრამ, საკითხავია, როდის გაიაფდება მგზავრობა თვითმფრინავით, თუკი ბილეთის ფასი ხელოვნურად იყო გაზრდილი?
საზოგადოებამ უნდა მიიღოს რეალური ინფორმაცია რეალური ვითარების შესახებ: თუკი ვინმეს დაიჭერენ, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ესა თუ ის პირი დაჭერილია. ეს არ ნიშნავს სისტემის ნგრევას და, შესაბამისად, კორუფციის ხარისხის შემცირებას. თავად პროცესები, რომლებიც საქართველოში ვითარდება, კომპლექსურია, რაც ართულებს მათ სწორ აღქმას. ჟურნალისტის პასუხისმგებლობაა, არ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში მიკერძოების ან არაპროფესიონალიზმის გამო.
კიდევ ერთი პრობლემაც არსებობს, რომელსაც, თავად მედიის გარდა, ვერავინ გადაჭრის. ხელისუფლება აშკარად არღვევს ინფორმაციის თანაბრად ხელმისაწვდომობის პრინციპს. ნებისმიერ ჩვენგანს უნახავს ტელევიზიით პრეზიდენტის შეხვედრა რამდენიმე ტელეარხის ჟურნალისტთან. რა პრინციპით არიან შერჩეული ის ადამიანები, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, შეკითხვით მიმართონ პრეზიდენტს, მაყურებელმა არ იცის. რაც მთავარია, თავად ჟურნალისტებს არ უჩნდებათ კითხვა, რატომ არ არიან მათ გვერდით მათივე კოლეგები. არ არსებობს დამაჯერებელი პასუხი იმ შეკითხვაზეც, თუ როგორ ხვდება მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი გამთენიისას აეროპორტში, მაინცდამაინც იქ და მაშინ, სადაც და როდესაც თვითმფრინავში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ადამიანს აკავებენ.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები მიანიშნებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობას - ისევე, როგორც ბევრ სხვა ვინმეს და რამეს საქართველოში - განახლება სჭირდება. რით უპასუხებს მედია დროის მოთხოვნას? ამ პროცესზე დაკვირვება თითოეული მოქალაქისთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს.