23 თებერვალს შესრულდა 60 წელი იმ დღიდან, როცა, იოსებ სტალინის ბრძანებით,
რამდენიმე ასეული ათასი ჩეჩენი და ინგუში სამშობლოს მოწყვიტეს და ციმბირსა და შუა აზიაში გადაასახლეს. სრულიად უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ ფაშისტ ოკუპანტებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, სატვირთო მატარებლების ვაგონებში ჩასხეს და შორ გზას გაუყენეს. მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ყველამ როდი ჩააღწია - გზაში ათასობით ადამიანი დაიღუპა. 23 თებერვალს, როგორც უკვე გითხარით, ამ ტრაგედიის მესამოცე წლისთავი აღინიშნება. ჩვენ ლონდონში დავურეკეთ ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერს აჰმედ ზაკაევს და ამ თარიღთან
დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ [აჰმედ ზაკაევის ხმა]:
"დღეს, 23 თებერვალს, შესრულდა 60 წელი ჩეჩენი ხალხის უკანასკნელი დეპორტაციიდან შუა აზიასა და ციმბირში, რის შედეგადაც ასეული ათასობით ჩეჩენი დაიღუპა. მაგრამ დღეს საულისხმო ისაა, რომ თუ მაშინ, 1944 წელს, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ შეამჩნია, რა მოხდა კავკასიაში, რომ ჩადენილ იქნა არნახული დანაშაული კაცობრიობის წინაშე, დღეს უკვე, 60 წლის შემდეგ, ევროპის დედაქალაქებში ეწყობა ამ დეპორტაციისადმი მიძღვნილი მასობრივი მიტინგები და მანიფესტაციები, და მიმდინარეობს მსჯელობა ჩეჩეთსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებზე. ევროპელი ლიდერები, ვინც რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უჭერს მხარს, აღნიშნავენ, რომ 1944 წლის დეპორტაცია დღესაც გრძელდება, ვინაიდან ის დანაშაული, რაც დღეს ხდება ჩეჩნეთში, ძნელია შეადარო ან ანალოგი მოუნახო იმ, ერთის შეხედვით არაადამიანურ აქციასთან, რაც სტალინის რეჟიმმა ჩაიდინა. ამიტომაც ის აქციები საზოგადოებისა, რაც ევროპის ქვეყნებში მიმდინარეოს იძლევა იმის იმედს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ბოლოს და
ბოლოს მიუკერძოებელ და სამართლებრივ შეფასებას მისცემს იმ მოვლენებს, რაც კავკასიაში ხდება ასეული წლების მანძილზე, და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოხდება იმ ფაქტის კონსტანტირება, რომ ჩეჩნებს აქვთ ხვალინდელი დღე, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ომში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვას, და რომ ჩეჩნეთი, ჩეჩნეთის სახელმწიფო, ერთობ ჰარმონიულად შესძლებს შესძლებს ევროპასა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან შერწყმას", - განაცხადა აჰმედ ზაკაევმა.