ზურაბ ჟვანიამ პარლამენტში ახალი კაბინეტის პროგრამის წარდგენისას ამ დოკუმენტს "ეკლექტური" უწოდა. სწორედ ამ პროგრამით უნდა იმუშაოს გუნდური პასუხისმგებლობის, ესე იგი,
არაეკლექტურმა კაბინეტმა, რომელსაც ყველა სფეროში ძირეული რეფორმები აქვს ჩასატარებელი.
"ეკლექტიზმი" ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს სხვადასხვა შეხედულების, თეორიის, იდეური მიმართულების უპრინციპო შეერთებას. ახალი კაბინეტის პროგრამა ეკლექტურია და ეს ბუნებრივიც არის, რადგან იგი მხოლოდ და მხოლოდ სამდღიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია. მაგრამ, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტი გუნდური პასუხისმგებლობის ინსტიტუტია. ამიტომ, თავისი არსით, იგი ეკლექტური ვერ იქნება. ის ფაქტი, რომ კაბინეტის წევრები ერთიანი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები არ არიან და ერთმანეთს არც კი იცნობენ, ერთგვარ საფრთხეს ნამდვილად მოიცავს. ხოლო რა შინაარსის არის ეს საფრთხე, ყველაზე უკეთ შევარდნაძის მინისტრებმა იციან.
2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული მთავრობა სამი სეგმენტის სწორედ რომ ეკლექტური ნაერთი იყო: კორუფციაში ეჭვმიტანილი მინისტრების, უინიციატივო მინისტრების და რეფორმატორთა გუნდის წევრების. მეორე სეგმენტი - უინიციატივო და უუნარო მინისტრების კორპუსი - სიცოცხლის ნიშანწყალს იშვიათად ამჟღავნებდა და ბუფერის როლსაც კი ვერ ასრულებდა კორუფციაში ეჭვმიტანილებსა და პირობით რეფორმატორებს შორის.
"პირობითი რეფორმატორები", თავის მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობის პერიოდში სხვებზე მეტს საუბრობდნენ ცვლილებებზე, მაგრამ რეალურად ვერაფერს ცვლიდნენ. იყვნენ თუ არა ისინი რეფორმატორები? მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანი გატაცებით საუბრობდა სისტემის განახლებაზე, მის სრულ კომპიუტერიზაციაზე, გამოცდების მეშვეობით კორუფციასთან ბრძოლაზე. მაგრამ მისი მინისტრობის პერიოდში "თამაშის წესები" არ შეცვლილა და შავ-თეთრი გადასახადის ბალანსი არ დარღვეულა.
იყო თუ არა რეფორმატორი მინისტრი, ვთქვათ, ზურაბ ნოღაიდელი? მან დაწერა 2001 წლის ბიუჯეტის ჭეშმარიტად რეფორმატორული პროექტი, რომელიც პირადად ედუარდ შევარდნაძემ მოისროლა სანაგვეზე. ამის შემდეგ ნოღაიდელმა დაწერა ახალი პროექტი, ასე ვთქვათ, ზომიერად რეფორმატორული, რომელიც პრეზიდენტმაც მოიწონა და პარლამენტმაც დაამტკიცა.
სინამდვილეში, ჟვანიას გუნდის მინისტრების რეფორმატორობა ჩანდა არა მათ მიერ გაკეთებულ, არამედ - ვერგაკეთებულ საქმეებში და, შესაბამისად, მათ დაპირისპირებაში მთავრობის სხვა წევრებთან, აგრეთვე, პირადად პრეზიდენტთან.
მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი პერმანენტულად უპირისპირდებოდა კახა თარგამაძეს და, უფრო იშვიათად, ვახტანგ ქუთათელაძეს. ნაკლებად საჯარო, მაგრამ არანაკლებ ხისტი იყო დაპირისპირება მიხეილ მაჭავარიანსა და კახა თარგამაძეს შორის. თავის დროზე დიდი ხმაური გამოიწვია დაპირისპირებამ მიხეილ მაჭავარიანსა და გიორგი გაჩეჩილაძეს შორის. პერიოდულად ჟონავდა ინფორმაცია ვანო ჩხარტიშვილსა და ეკონომიკური გუნდის დანარჩენ წევრებს შორის დაპირისპირების შესახებ.
ეკლექტური მთავრობის მთავარი პრობლემა და კონფლიქტების წყარო ის იყო, რომ ერთი მინისტრის წარმატებული საქმიანობა პირდაპირ ვნებას აყენებდა მეორე მინისტრის პირად კეთილდღეობას. ედუარდ შევარდნაძის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ბონდო მძინარიშვილმა "რევოლუციის" შემდგომ პერიოდში განმარტა: სამინისტროთა პრესსამსახურების შეთანხმებული საქმიანობა თუნდაც იმის გამო იყო შეუძლებელი, რომ მინისტრების უმრავლესობა ერთმანეთს არ ელაპარაკებოდაო. და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც მთავრობა უკვე "გაწმენდილი" იყო რეფორმატორთა გუნდის წევრებისგან და მას, ასე თუ ისე, ერთგვაროვანი სახე ჰქონდა.
ახალი კონსტიტუციის თანახმად, კაბინეტის პასუხისმგებლობა ერთიანია და, შესაბამისად, თითოეული მინისტრის წარმატებული კარიერა ოცივე მინისტრის შეთანხმებულ ქმედებას გულისხმობს. ამიტომ სამ დღეში დაწერილი ეკლექტური პროგრამა, შესაძლოა, თავისთავად არაფერს ნიშნავდეს, თუკი მინისტრების პოლიტიკური ხედვა, გამოცდილება და ადამიანური უნარები არ დაუპირისპირდება ერთმანეთს, არ შექმნის დისონანსს და არ გამოიწვევს კაბინეტის შიდა დანაწევრებას.
ეკლექტური გუნდი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზული მარცხის წინაპირობაა; ეკლექტური პროგრამა კი მხოლოდ იმიტომ არის ცუდი, რომ მასში არ ჩანს არსებული ვითარების სისტემური შეფასება, არ ჩანს მომავლის კომპლექსური ხედვა და მოქმედების სტრატეგია. მაგრამ სამდღიან დოკუმენტში ეს ვერც ჩაიდებოდა. მთავარია, რა მოხდება შემდეგ, როდესაც კაბინეტი ამუშავდება. რამდენად შეძლებენ სხვადასხვა სფეროს ხელმძღვანელები საკუთარი საქმიანობა განსაზღვრონ არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე, არამედ - ერთიან კონტექსტში. სხვათა შორის, ამჟამინდელი კაბინეტის წევრებს დანარჩენ მოქალაქეებზე ხშირად უნდა ახსენდებოდეთ სიტყვები, რომლებიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალ გერბზე წასაწერად შეარჩია: "ძალა ერთობაშია!"