ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი 28 მარტის არჩევნებამდე საქართველოს ხელისუფლებას ერთ კონკრეტულ რჩევას სთავაზობს, კერძოდ, საარჩევნო ბარიერის დაწევას 7%-დან 5%-მდე.
შესაძლებელია თუ არა ბარიერის შეცვლა და რა შედეგს მოიტანს ასეთი ცვლილება?
საპარლამენტო ბარიერი წმინდა პოლიტიკური საკითხია და გავლენას ახდენს როგორც არჩევნების შედეგებზე, ისე მთლიანად პოლიტიკურ პროცესზე. ბარიერი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და მის შეცვლას სერიოზული პროცედურების გავლა სჭირდება, მაგალითად, ერთთვიანი საჯარო განხილვა და 157 პარლამენტარის მხარდაჭერა. დღეს ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ოპტიმალური 4%-იანი ბარიერია, უფრო მაღალი პროცენტი კი ხელოვნურად ართულებს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის პარლამენტში მოხვედრას და ისედაც ძლიერ სახელისუფლო პარტიას არაბუნებრივად აძლიერებს.
სწორედ ამიტომ, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ხელისუფლებას საკმაოდ დაბეჯითებით ურჩევს, რომ ბარიერი დასწიოს და ოპოზიციას გზა გაუხსნას პარლამენტისკენ. ეს რჩევა, ალბათ, არ განხორციელდება თუნდაც იმის გამო, რომ ერთთვიანი საჯარო განხილვისთვის დრო აღარ რჩება. მაგრამ არსებობს მეორე შეკითხვაც: რას მოუტანს ქვეყანას ბარიერის 5%-მდე დაწევა? ევროსაბჭოს პოზიცია გასაგებია: პარლამენტი ერთპარტიული არ უნდა იყოს, რადგან ქვეყანას დემოკრატიული განვითარებისთვის ოპოზიცია სჭირდება. მაგრამ საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, ნდობის რა მანდატი აქვს ამჟამინდელ ოპოზიციას. ის პარტიები, რომლებიც "ვარდების რევოლუციის" დროს ხალხს დაემალნენ, ერთხელ და სამუდამოდ გაკოტრდნენ. ამიტომ როგორი შეცდომებიც უნდა დაუშვას ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, მისი კრიტიკით სოციალისტები, ლეიბორისტები და სხვები ხალხის თანაგრძნობას ვერ მოიპოვებენ. შესაბამისად, ბარიერის დაწევა ამ პარტიების პარლამენტში მოსახვედრად დაემსგავსება "მკვდრების გაცოცხლების" მცდელობას და დემოკრატიას ვერაფერს შეჰმატებს.
სამაგიეროდ, რაც უფრო დიდი წარმომადგენლობით შევა პარლამენტში სახელისუფლო პარტია, მით მალე გაიხლიჩება და მით მალე წარმოშობს საკუთარი წიაღიდან ახალ ოპოზიციას: დემოკრატიის მოდარაჯე ძალას. მხოლოდ ამგვარ ოპოზიციას გაუჩნდება შესაძლებლობა, თავისი კონსტრუქციულობის შესაბამისად, მოსახლეობის ნდობაც მოიპოვოს და ხელისუფლებაც შეცდომებისგან მეტ-ნაკლებად დაიცვას.
ქვეყანაში ახალი ოპოზიცია უსათუოდ გაჩნდება, შემდეგ არჩევნებამდე მომაგრდება კიდეც და რამდენიმე სეგმენტითაც იქნება წარმოდგენილი - ასეთია პოლიტიკის ლოგიკა. უახლოეს წლებში, ალბათ, კიდევ არაერთხელ დადგება ბარიერის დაწევის საკითხი და, ადრე თუ გვიან, ხელოვნურად აწეული თამასა თავის ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდება. მანამდე კი, ევროსაბჭოს მიერ ქართული ოპოზიციის მხარდაჭერა დემოკრატიის კარგი გაკვეთილია; ოღონდ ჩვენს ქვეყანას ახლა დემოკრატიის გაკვეთილზე მეტად ცოცხალი დემოკრატია სჭირდება.