დავით პაიჭაძე, თბილისი
ხუთშაბათს, 19 თებერვალს, თბილისში მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაიწყეს მუშაობა მედია საბჭოს დასაფუძნებლად.
ერთი წლის წინათ საქართველოში შეიმუშავეს მასმედიის პროფესიული სტანდარტები. მედია საბჭოს ამოცანა სწორედ ამ პროფესიული სტანდარტით დეკლარირებული ნორმების დაცვა იქნება. მედია საბჭომ უკვე გამოიწვია ერთგვარი დაძაბულობა ჟურნალისტებსა და თვით პოლიტიკოსებს შორისაც. მაგალითად, 17 თებერვალს, პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას, დეპუტატმა არჩილ გოგელიამ ზურაბ ჟვანიას მიმართა შეკითხვით, რომელშიც იგრძნობოდა შეშფოთება საქართველოში სიტყვის თავისუფლების მოსალოდნელი შეზღუდვის გამო, რაც, თავის მხრივ, არჩილ გოგელიას აზრით, მედია საბჭოს შექმნას უკავშირდება. შევეცადე გავრკვეულიყავი მედია საბჭოს არსში.
არჩილ გოგელია მარტო არ იყო თავის შიშში. მედია საბჭოსთვის ნიადაგის მოსამზადებლად სამუშაო გასწია არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტმა". პროცესში ამ ორგანიზაციის მონაწილეობა საკმარისი აღმოჩნდა გაზეთ "ჯორჯიან ტაიმსის" მთავარი რედაქტორის ზვიად ფოჩხუასათვის, რათა დაესკვნა:
[ფოჩხუას ხმა] "უნდა მომხდარიყო მედიაზე კონტროლის დამყარება. იყო დაგეგმილი მედიის მოსყიდვა, შეკვეთილი სტატიების დაბეჭდვა, უნდა ჩამოყალიბებულიყო საზოგადოებრივი აზრი. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი სწორედ მედია პროექტს უნდა ეთამაშა."
ზვიად ფოჩხუას მიაჩნია, რომ მედიის პროფესიული სტანდარტის შემუშავებაც და, განსაკუთრებით, მედია საბჭოს ჩამოყალიბება, ცენზურისა და კონტროლისათვის ხდება:
[ფოჩხუას ხმა] "ამ სტრუქტურის "არჩეული" ხელმძღვანელი იქნება სწორედ სააკაშვილის პოლიტიკის მიმდევარი, მის მიერ დანიშნული პიროვნება და არა რეალურად არჩეული."
მედია საბჭოს 11 წევრი ეყოლება - 5-ს ჟურნალისტები შეარჩევენ, 6-ს - საზოგადოებრიობის წარმომადგენბლები. თავმჯდომარეც სწორედ ამ ექვსიდან აირჩევა.
მაგრამ რა სიკეთე ახლავს მედია საბჭოს შექმნას? ყოფილი ჟურნალისტი სოზარ სუბელიანი განმარტავს:
[სუბელიანის ხმა] "ძალიან ბევრ შემთხვევაში, უამრავი ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ მასზე დაიწერა ტყუილი, შეელახა პატივი და ღირსება, შესაძლოა, არ წავიდეს სასამართლოში. ის წავა მედია საბჭოში და აღიდგენს პატივსა და ღირსებას იმით, რომ კოლეგა-ჟურნალისტები იტყვიან, რომ გაზეთი არ მოიქცა ამ შემთხვევაში ეთიკურად. ამით პრესას ასცილდება სასამართლოები და ჯარიმები."
ადამიანის პირადი ცხოვრების შეუვალობის ცნება თანდათან მკვიდრდება ქართულ რეალობაში. ჯერჯერობით ასე თარგმნიან ინგლისურ Privacy-ს. სოზარ სუბელიანის აზრით, მედია საბჭო დაიცავს ჩვეულებრივ მოქალაქეებს მათ პირად ცხოვრებაში ჟურნალისტების ჩარევა-ხელყოფისაგან. ამავე დროს, მედია საბჭო, მის მიმართ საზოგადოებისა და მასმედიის ნდობის გაზრდის კვალად, იცავს მასმედიასაც: ამა თუ იმ გაზეთზე ან ტელევიზიაზე ნაწყენი მოქალაქე მიაკითხავს არა სასამართლოს, არამედ საზოგადოებრივ მსაჯულს - მედია საბჭოს, რომლის ვერდიქტი, საკითხის გამოკვლევის შემდეგ, ან დაზარალებულს დააკამყოფილებს, ან მედია ორგანიზაციას გაამართლებს.