მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი სტუმრობს. ბათუმში გამგზავრებამდე თბილისში ის უკვე შეხვდა ხელისუფლების
სხვადასხვა წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ოპოზიციური პარტიების წევრებს. ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებთან ვალტერ შვიმერის შეხვედრა სასტუმრო "მარიოტში" შედგა, ამ შეხვედრის მიმდინარეობისას კი სასტუმრო "მარიოტის" წინ ტელეკომპანია "იბერიის" მფლობელებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. "იბერიის" მფლობელთა საფინანსო საქმიანობის შესამოწმებლად გენერალური პროკურატურის სპეცრაზმის ტელეკომპანიაში მისვლა აღმოჩნდა კიდევ ერთი მიზეზი საიმისოდ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის ეთქვათ, საქართველოში სიტყვის თავისუფლება იზღუდებაო. როგორ ვითარებას ეცნობა ვალტერ შვიმერი საქართველოში?
დემოკრატიული ლოზუნგებით ხელისუფლებაში მოსულ ძალას ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო აკრიტიკებენ. ოპოზიციურ ძალთა წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა რიგი დამცველები საქართველოში ფიქრობენ, რომ ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყანას უკან, ავტორიტარიზმისკენ, მიაქანებს. ამ ნაბიჯებში იგულისხმება ბევრი რამ: უკვე გატარებული საკონსტიტუციო ცვლილებები; მზადება ისეთი არჩევნებისთვის, რომელსაც, დიდი შანსია, ერთპარტიული პარლამენტი მოჰყვეს; პრეზიდენტის მოწოდებები, რომლებიც ხშირად ძალისმიერი შინაარსისაა და შეიცავს სიტყვებს: გავანადგურებთ, მოვსპობთ; ნიღბიანი და ავტომატიანი სპეცრაზმელების გამოყენებით მიმდინარე ანტიკორუფციული ღონისძიებები, რომლებიც, ბევრის აზრით, საჩვენებელი ღონისძიებების ხასიათს ატარებს; ყველაზე მაღალრეიტინგული სატელევიზიო ტელედებატების შეჩერება; ერთ-ერთი ბიზნესჯგუფის ფინანსური საქმიანობის შესწავლის მიზნით დამოუკიდებელ ტელეკომპანია "იბერიაში" გენერალური პროკურატურის სპეცრაზმის შეჭრა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა ინფორმაცია ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებისგან მიიღო. მათთან შეხვედრა კი ვალტერ შვიმერმა ასეთი განცხადებით გახსნა: " დღევანდელი ოპოზიცია ხვალ, შესაძლოა, ხელისუფლება აღმოჩნდეს."
[ვალტერ შვიმერის ხმა] "ამიტომ კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს და არ მოახდენს ოპოზიციონერთა უფლებების იგნორირებას. თუ ასე ხდება, მომავალში ანალოგიური სიტუაცია მათ, შესაძლოა, თავის თავზე გამოსცადონ."
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციონერები შეეცადნენ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი დაერწმუნებინათ, რომ მათი უფლებები იზღუდება. აი, რაზე ესაუბრა ვალტერ შვიმერს ჯონდი ბაღათურია - ის ამჟამად ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენს:
[ჯონდი ბაღათურიას ხმა] "იმ წნეხის შესახებ, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდება. ადამიანებს ჩვენთან ურთიერთობის ეშინიათ, რომ შემდგომში სახლში არ შეუვარდნენ ნიღბიანები. ჩვენ განვუმარტეთ, როგორი საარჩევნო კოდექსი მუშაობს საქართველოში. ეს არის გაუარესებული კოდექსი. გაკვირვებული დარჩა, როცა ავუხსენი, როგორი საკონსტიტუციო ცვლილებები გაატარა ხელისუფლებამ, გამგებლების დანიშვნაზე რომ გადავიდა. "
ვალტერ შვიმერთან შეხვედრისას ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკული იყო დეპუტატი ირაკლი ბათიაშვილიც. ოპოზიცურ ძალთა წარმომადგენლების შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რა საკითხებზე შეეცადა ის ვალტერ შვიმერის ყურადღების მიპყრობას:
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "მე ვთქვი, რაც სათქმელი იყო. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლება, თავისი სულისკვეთებით, არის ყველაზე ანტიდემოკრატიული, რაც კი აქამდე ყოფილა, თუ არ ჩავთვლით კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს, რომელსაც ყველა ერთად ვებრძოდით. ამაზე მეტყველებს დღევანდელი ფაქტიც. ასეთი ნაბიჯები გამოიწვევს საზოგადოების მკვეთრ რეაქციას. "
ირაკლი ბათიაშვილის მიერ ნახსენებ " დღევანდელ ფაქტში " ტელეკომპანია "იბერიაში" გენერალური პროკურატურის სპეცრაზმის მისვლა იგულისხმებოდა. ამ ტელეკომპანიის მფლობელი ბიზნესჯგუფის საფინანსო საქმიანობის შესწავლის მიზნით, "იბერიაში" შეიარაღებული სპეცრაზმელების მისვლას შვიმერთან შეხვედრისას ოპოზიციონერებმა დიდი დრო დაუთმეს, თუმცა საუბარი სხვა საკითხებასც შეეხო, პირველ რიგში კი, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას. მაღალი საარჩევნო ბარიერი და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მოქმედი წესი ქმნის დიდ შანსს, მომავალი პარლამენტი ერთპარტიული იყოს. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ვალტერ შვიმერმა ხელისუფლების წარმომადგენლებს შენიშვნები ოპოზიციურ ძალებთან შეხვედრამდე მისცა. მოგვიანებით კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეჰპირდა, რომ ევროსაბჭო მაქსიმალურად შეეცდება განახორციელოს ხელისუფლებაზე ზეწოლა სამართლიანი არჩევნების მისაღწევად. თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ ვალტერ შვიმერი შეხვედრებს აჭარაში, ბათუმში, გამართავს. მსოფლიოში სახელგანთქმული "ვარდების რევოლუციის" ქვეყანაში მისთვის ცნობილი ხდება, რომ აქ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის არცთუ სახარბიელო არჩევნები მზადდება.