სულ მალე საქართველოს ახალი მთავრობა, უფრო სწორად, მინისტრთა კაბინეტი ეყოლება. ძნელი წარმოსადგენია მოქმედმა პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას ხელი შეუშალოს.
პრეზიდენტი უკვე გაეცნო მომავალი მინისტრთა კაბონეტის სამოქმედო პროგრამას და მოიწონა კიდეც ის. ჯერი პარლამენტზეა. სამოქმედო პროგრამის შედგენისთვის პრემიერ- მინისტრობის, სახელმწიფო მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები ორშაბათსაც მუშაობდნენ. "მომავალი მინისტრთა კაბინეტი იქნება თანამოაზრეთა კაბინეტი, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გუნდი, რომელიც ერთიანი პროგრამით იმოქმედებს," - ირწმუნებოდნენ 16 თებერვალს ზურაბ ჟვანიასთან შეკრებილი მინისტრობის კანდიდატები. მაინც, რის გაკეთებას გვპირდებიან ისინი?
ახალგაზრდები, სიმპათიურები, ამავდროულად, პროფესიონალები, მათ შორის, ქალები (სწორედ ასე დაახასიათა მიხეილ სააკაშვილმა მინისტრთა კაბინეტისთვის შერჩეული პირები) ორშაბათს მომავალ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან თათბირობდნენ. იქვე იყო იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გიორგი პაპუაშვილი.
[გიორგი პაპუაშვილის ხმა] "ეს იყო თანამოაზრეთა შეკრება. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებები ჩვენთვის მისაღებია, თუმცა შეიძლება დეტალებში ვერ ვერკვეოდეთ და ეს ბუნებრივია. მთავარია, რომ შეკრებილია ერთიანი მენტალიტეტის ხალხი, რომელსაც ნათლად აქვს წარმოდგენილი, რისთვის მოდიან მთავრობაში და რა უნდა გააკეთონ. ასეთ გუნდში მუშაობა გაცილებით მარტივია."
რისთვის მოდის ეს ხალხი მთავრობაში, ცალ-ცალკე და ერთად, რის გაკეთებას აპირებენ ისინი? ამ შეკითხვას მთავრობის ერთიანმა სამოქმედო პროგრამამ უნდა უპასუხოს. საქმეში ჩახედული პირები განმარტავენ, რომ ის ითვალისწინებს ურთიერთსექტორული თანამშრომლობის პრინციპებს, არის ყველას სამოქმედო პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ მომავალი მთავრობის თითოეული წევრი იქნება პასუხისმგებელი მთავრობის ერთიანი პროგრამის შესრულებაზე. ამ პროგრამას პარლამენტი ძალიან მალე განიხილავს. მანამდე მინისტრობის კანდიდატები აკეთებენ მოკლე განმარტებებს საკუთარ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის: იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში, აპირებს მუშაობას იუსტიციის სამინისტროში დაწყებული რეფორმების გაღრმავებაზე, იქნება ეს მუშაობა პენიტენციალური სისტემის რეფორმირებაზე თუ სასამართლო რეფორმის სრულყოფაზე, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და ასე შემდეგ. გიორგი პაპუაშვილის თქმით, დაგეგმილია ერთიანი საჯარო რეესტრის შექმნა, რასაც მოჰყვება ისეთი ბიუროკრატიული რგოლების გაუქმება, როგორიც იყო, ვთქვათ, ტექბიურო ან მიწის მართვის დეპარტამენი. ერთიანი საჯარო რეესტრის შექმნა მოქალაქეებს მაქსიმალურად გაუადვილებს მათთვის საჭირო ინფორმაციისა თუ ცნობის მიღებას. თავის მხრივ, უკვე უშიშროების სამინისტროში აპირებს სერიოზული ცვლილებების გატარებას იუსტიციის სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელი ზურაბ ადეიშვილი.
[ზურაბ ადეიშვილის ხმა] "უშიშროების სამინისტრო უნდა გათავისუფლდეს ზოგიერთი ფუნქციისგან, რომელიც აქამდე ჰქონდა. მას უნდა ჩამოერთვას პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ფუნქცია. უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი არც ერთ საწარმოში არ უნდა შედიოდეს და არ უნდა იყოს მაკონტროლებელი."
სამაგიეროდ, უშიშროების სამინისტრო მთლიანად თავის თავზე აიღებს დაზვერვის დეპარტამენტის ფუნქციებს. ეს უკანასკნელი კი გაუქმდება. მით უფრო, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს აქვს შეკითხვა - "ნამდვილად ასრულებდა თუ არა ეს დეპარტამენტი მასზე დაკისრებულ ფუნქციას?"
[ვანო მერაბიშვილის ხმა] "ვნახავთ, გავერკვევით და იმედი მაქვს, ახალი სამსახური, ახალი სამინისტრო თავის ფუნქციებს განახორციელებს ისე, როგორც შეეფერება საქართველოს ინტერესებს. "
აქციზების გადამხდელთა ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე, აგრეთვე, საბაჟო და საგადასახადო სამსახურებში გასატარებელ სიღრმისეულ რეფორმებზე საუბრობს მომავალი და მოქმედი ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. რაც შეეხება შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე დასახელებულ კანდიდატურას - გიგი წერეთელი აპირებს მუშაობას ჯანდაცვის სადაზღვევო სისტემის სრულყოფასა და საკუთარი კოლეგების, ექიმების, ხელფასების გაზრდაზე. მინისტრობის ყველა კანდიდატს საკუთარი ხედვა აქვს, მაგრამ მთავარი მომავალი მთავრობის ერთიანი სამოქმედო გეგმაა. მის შეუსრულებლობაზე ყველამ, ანუ მთელმა მინისტრთა კაბინეტმა, უნდა აგოს პასუხი.