მოსკოვში, რადიოსადგურ ?ეხო მოსკვის? მსმენელთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ამგვარად შეაფასა თავისი სამომავლო კარიერა: ?კარგად ვაცნობიერებ, რას ნიშნავს ამომრჩეველთა 96%-ის ნდობა.
ჯერ 36 წლის ვარ და ამიერიდან მხოლოდ ქვევით თუ დავეშვები, ზევით გზა აღარ არის.?
მიხეილ სააკაშვილის ამ სევდიანი ფრაზის მიღმა, შესაძლოა, საქართველოს საიმედო მომავალი გამოსჭვიოდეს.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ ამომრჩევლის ნდობის ხარისხი შემცირდება? მოვლენები სამგვარად შეიძლება განვითარდეს. პირველი: თუ ხელისუფლება და პირადად მიხეილ სააკაშვილი ისე გაუძღვებიან ქვეყანას, რომ მათ მიმართ ნდობა ერთბაშად გაქარწყლდება, განმეორდება ზვიად გამსახურდიას მმართველობის სცენარი. ეს შეიძლება გამოიწვიოს ახლად დანიშნული კადრების სრულმა არაკომპეტენტურობამ და პრეზიდენტის სტრატეგული შეცდომების უწყვეტმა რიგმა. დღეს ამგვარი გაგრძელება შეუძლებლად გამოიყურება, თუმცა ზვიად გამსახურდიას მმართველობის საწყის ეტაპზეც ბევრი ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც შემდეგ მოხდა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი გამსახურდიას სცენარი განმეორდება, ეს ნიშნავს, რომ ?ქვევით დაეშვება? სააკაშვილის კარიერაც და, მასთან ერთად, ქვეყანაც.
მეორე გაგრძელება: თუ ხელისუფლება მოსახლეობის ნდობას დაკარგავს არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა, არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ განვითარდეს ?ედუარდ შევარდნაძის სცენარი?. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი სააკაშვილი თავის მთავარ ამოცანად ძველი კლანების ახლით ჩანაცვლებას დაისახავს, ხოლო სისტემის ნგრევაზე მხოლოდ ისაუბრებს და ამ საუბრებით შეიქცევს საზოგადოებას. ეს ვერსიაც წარმოუდგენელი ჩანს იმ ნაბიჯების ფონზე, რაც ახალმა ხელისუფლებამ უკვე გადადგა. მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც შევარდნაძე ცეკას პირველი მდივანი გახდა, ახლანდელზე არანაკლები ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას; ხოლო როდესაც იგი მეორედ დაბრუნდა საქართველოში, ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ?ის? შევარდნაძე ?ამ? შევარდნაძედ გადაიქცეოდა და ქვეყანას კორუფციის ჭაობში ჩაძირავდა. ასე რომ, თუ სააკაშვილის მიმართ ნდობის გაქარწყლება ?შევარდნაძის სცენარს? დაემთხვა, ამ შემთხვევაშიც, ქვეყანა და სააკაშვილი ?ქვევით? ერთად დაეშვებიან.
მესამე გაგრძელება: დავუშვათ, სააკაშვილის საარჩევნო პროცენტები მომავალ არჩევნებში მკვეთრად შემცირდა, მაგრამ არა ნდობის დეფიციტის გამო, არამედ -დემოკრატიის განვითარების კვალდაკვალ. თუ მიხეილ სააკაშვილი კარგი პრეზიდენტი აღმოჩნდება, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება იქნება უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე დღეს; ამომრჩეველი გახდება უფრო მეტად კრიტიკული და მომთხოვნი; დემოკრატიული განვითარების პროცესი უფრო მეტად გაღრმავდება, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატები გამრავლდებიან და, რაც მთავარია, მეტ-ნაკლებად თანაბრად მისაღები აღმოჩნდებიან საზოგადოებისთვის. ამ პირობებში, მართალია, მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცენტი ქვევით დაიწევს, მაგრამ ქვეყანა სწორად განვითარდება და ეს იქნება სააკაშვილის პრეზიდენტობის საუკეთესო შედეგი.
ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ და თავად პრეზიდენტმაც, არჩევნებში მიღებული 96% უნდა განვიხილოთ არა როგორც მაღალი და საამაყო მაჩვენებელი, არამედ როგორც ყველაზე დაბალი წერტილი ქვეყნის დემოკრატიული გავითარების გზაზე. უკან დასახევი სივრცე აღარ არსებობს: ამის უკან დიქტატურაა, რაც საქართველოში, მართლაც, წარმოუდგენელია, თუგინდ - პინოჩეტის მოდელით. ასე რომ, სამომავლოდ შესაძლებელია ან ადგილის ტკეპნა, ან წინსვლა. წინსვლის ყველაზე მკაფიო გამოხატულება კი იქნება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების გადანაწილება სხვადასხვა კანდიდატს შორის და ერთი ღირსეული კანდიდატის მიერ მეორე ღირსეული კანდიდატის დამარცხება სულ რამდენიმე პროცენტის სხვაობით. ვიდრე საქართველოში არ გაჩნდება რეალური ლიდერის რეალური ალტერნატივა, პოლიტიკურ ლაბირინთს ქვეყანა თავს ვერ დააღწევს.
შევარდნაძის შემდგომი პერიოდის ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ საქართველოს უკვე სამი პოლიტიკური ლიდერი ჰყავს: სააკაშვილი, ბურჯანაძე და ჟვანია. მართალია, დღეს ისინი ერთიან ძალას წარმოადგენენ, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა მხოლოდ ადამიანური სახით, არამედ ? პოლიტიკური მსოფლხედვით. რამდენად შეძლებს მიხეილ სააკაშვილი, რომ ძალაუფლება ამ სამ პიროვნებას და მათ თანამოაზრეებს შორის გადაანაწილოს? ამ ფაქტორზე დიდწილად იქნება დამოკიდებული პრეზიდენტის საარჩევნო პროცენტიც და ქვეყნის განვითარებაც. არსებობს შესაძლებლობა, რომ ?დაღმავალი გზით?, რომელზეც სააკაშვილი მოსკოვში საუბრობდა, იგი, თავის ქვეყანასთან ერთად, ?მაღლა? აღმოჩნდეს და 96%-იანი ნდობა სწორედ ამ გზით გაამართლოს.