დღეს, ავტომაგისტრალზე ბაღდადის მახლობლად, ამერიკის

დღეს, ავტომაგისტრალზე ბაღდადის მახლობლად, ამერიკის სამხედრო ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს.
დღეს, ავტომაგისტრალზე ბაღდადის მახლობლად, ამერიკის სამხედრო ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს.
ზოგიერთი ცნობის თანახმად, სამი ადამიანია დაჭრილი. ერთ-ერთი მანქანა დაიწვა. დღესვე მოვიდა ცნობა იმის შესახებ, რომ ქალაქ მოსულის შემოგარენში ერაყელმა პოლიციელებმა დააკავეს 2 ადგილობრივი მკვიდრი, რომლებსაც თან აღმოაჩნდათ ნივთიერება, რომელიც ძალზედ წააგავს ურანს. პაკეტთან ხელით შეხებისას ერთ-ერთმა პოლიციელმა ძლიერი დამწვრობა მიიღო. დაპატიმრებულები ამერიკელ სამხედროებს გადასცეს ამ საქმის გამოსაძიებლად.