ვლადიმირ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის წინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში მორიგი დაძაბულობის ნიშნები ჩნდება.
კვირას კოდორის ხეობაში ისმოდა სროლა რუს სამშვიდობოთა 107-ე საგუშაგოდან; აფხაზეთში, ეგრეთ წოდებულ უსაფრთხოების ზონაში, აფხაზები, ანტიკრიმინალური ოპერაციის სახელით, ქართველებს ავიწროებენ, რუსი სამშვიდობოები კი გალის რაიონის ქართველების მძიმე ყოფას არ ამსუბუქებენ. ჩნდება ინფორმაცია ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებზე რუსეთის სამხედრო კონტინგენტის ზრდის თაობაზე; რუსეთის თავდაცვის მინისტრი კვლავ იწყებს საუბარს საქართველოს მთიან რეგიონებში შეიარაღებულ ჩეჩნურ დაჯგუფებათა მოქმედების თაობაზე, აჭარის ლიდერი კი, უწინდებურად, მოსკოვში ეძებს და პოულობს მხარდამჭერებს. მთელი ამ, ასე ვთქვათ, გაუგებრობების ფონზე მოუწევს რუსეთის ძველ პრეზიდენტთან შეხვედრა საქართველოს ახალ პრეზიდენტს. სააკაშვილი რუსეთში ვიზიტისგან სასწაულებს არ ელის.
პრეზიდენტის ამპლუაში მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში პირველად მიემგზავრება. რუსეთის დედაქალაქში ის 14 კაციანი სამთავრობო დელეგაციით ჩავა. ამ დელგაციაში არ იქნება სახელმწიფო მინისტრი, რომელმაც მთავრობის ფორმირების წინა პერიოდში ქვეყნის დატოვება გადაიფიქრა. სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში 10 თებერვალს დაიწყება. ვიზიტის წინა დღეებში კი თვალში საცემია გარკვეული დაძაბულობა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში. ამ მხრივ, აღსანიშნავია სროლა კოდორის ხეობაში, რაც რუსეთის სამშვიდობო ძალთა საგუშაგოდან მოხდა და რასაც ხეობაში განგაშის გამოცხადება მოჰყვა. ამ უსიამოვნო ფაქტითაც შეექმნა საქართველოს პრეზიდენტს დამატებითი საფუძველი იმისათვის, რომ თავის რუს კოლეგას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში რუსეთის მიზეზით შექმნილ ახალ გაუგებრობებზე განმარტება მოსთხოვოს. თუმცა, ვნახოთ.
გაუგებრობა მრავალია: აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით რუსეთის მოქმედება ორმაგი სტანდარტებით, რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის ვადების თაობაზე არსებული უთანხმოება, საქართველოს ამბოხებულ რეგიონებთან - აგრეთვე, აჭარასთან - რუსეთის სავიზო რეჟიმის შერბილება და ა.შ. და ა.შ. მთელი ამ საკითხების გათვალისწინებით, ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება დაიწყოს ორი ქვეყნის ახლებური ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან, ისე როგორც ამას საქართველოს პრეზიდენტი ითხოვს. ძნელი სათქმელია ისიც, თუ რამდენად გამოდგება რუსეთისა და საქართველოს ახალი ურთიერთობის ათვლის წერტილად ის საკმაოდ საყურადღებო ფაქტი, რომელიც საქართველოს უშიშროების სამინისტრომ გამოავლინა.
დაკავებულია ჩერქეზული წარმოშობის მამაკაცი, რომელიც ენგურსაქეთა საქართველოში აფხაზთა აგენტურული დავალებით მოქმედებდა: ის უნდა ასულიყო პანკისის ხეობაში, გაეცნო რამდენიმე ჩეჩენი, დაემახსოვრებინა მათი სახელები და გვარები, შემდეგ კი, 5 თებერვალს, მისულიყო საქართველოში რუსეთის სელჩოში და განეცხადებინა, რომ 6 თებერვალს მოსკოვში დიდი ტერაქტი მოხდებოდა. 6-ში მოსკოვში ტრაგედია, მართლაც, მოხდა. აფხაზეთიდან გადმოსულმა აგენტმა ამის შესახებ წინასწარ იცოდა. მას ჰქონდა აფხაზეთის სპეცსამსახურების დავალება, რუსეთის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე ეთქვა, რომ ტერაქტი პანკისის ხეობაში იგეგმებოდა, მეტი დამაჯერებლობისთვის კი პანკისის ხეობაში გაცნობილი ჩეჩნების გვარები და სახელები უნდა დაესახელებინა. საქართველოს უშიშროების მინისტრი ამ ისტორიას, რომელიც დაკავებულის ჩვენებას და მისგან ამოღებულ მამხილებელ დოკუმენტაციას ემყარება, ასეთ კომენტარს უკეთებს:
[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ტერორიზმის საშიშროებაზე აფხაზეთიდან და ეს ფაქტი, არათუ ირიბად, პირდაპირ ადასტურებს ამას."
ვნახოთ, რამდენად იმოქმედებს ეს ფაქტი აფხაზეთის პრობლემისადმი რუსეთის ცნობილ დამოკიდებულებაზე. სააკაშვილი პუტინს აფხაზეთის საკითხზე აუცილებლად ესაუბრება, თუმცა ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან სასწაულებს არც აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ელის.