6 თებერვალს დილით მოსკოვის მეტროში

6 თებერვალს დილით მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაიჭრა.
6 თებერვალს დილით მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაიჭრა.
აფეთქება მოხდა დილის 9 საათზე მატარებლის ვაგონში, მეტროს სადგურებს - "პაველეცკაიასა" და "ავტოზავოდსკაიას" შორის გადაადგილებისას. გამოძიების ძირითადი ვერსია გახლავთ ის, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. რუსეთის პრეზიდენტი ტერაქტს ჩეჩენ ლიდერ მასხადოვის სახელს უკავშირებს, რაც კატეგორიულად უარყო ასევე დევნილობაში მყოფმა მასხადოვის წარმომადგენელმა ახმედ ზაკაევმა. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ჩეკალინმა დღეს განაცხადა: [ჩეკალინის ხმა] "მეტროს სადგურებში მორიგი ტერაქტების თავიდან აცილების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გენერალმა პრონინმა მიიღო გადაწყვეტილება სადგურების ვესტიბიულების, მიმდებარე ტერიტორიებისა და მატარებლების თანმხლებ პოლიციელთა და სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლების რაოდენობის გაზრდის შესახებ". მოსკოვში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებსაც.