შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის რაიონში ფართომასშტაბიანი ანტიკრიმინალური ოპერაცია ჩაატარა. სამართალდამცავთა შეტევის ობიექტი პარტიზანულ შენაერთად
ცნობილი რაზმის "ტყის ძმების" წევრები, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის თქმით კი, სეპარატისტებთან გარიგებული კრიმინალები იყვნენ. ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონის რამდენიმე სოფელში ჩატარებულ ოპერაციას უშუალოდ გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. დაკავებულია 30-მდე პირი, 3 - დაჭრილია. ამოღებულია იარაღი და ასაფეთქებელი საშუალებები. 4 თებერვალს ზუგდიდში იყო ჩასული პრეზიდენტი სააკაშვილიც. მან შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარებული სპეცოპერაცია მოიწონა და თქვა, რომ სამეგრელოში ახალი "მხედრიონის" თარეშს არ დაუშვებს.
საქართველოს ხელისუფლებამ კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლა სხვადასხვა მიმართულებით გააჩაღა. ბრძოლა, რომელიც ხალხის სახელით დაიწყო, მიმდინარეობს კორუფციაში ეჭვმიტანილების ლამის ყოველდღიური დაპატიმრებებით და ბანდიტური ჯგუფების აყვანა-განიარაღებით. შინაგან საქმეთა მინისტრს მიღებული აქვს ბრძანება, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გახსნას ცეცხლი. ეს ბრძანება შესრულდა ზუგდიდის რაიონში, სადაც 4 თებერვალს, გამთენიისას, დაიწყო ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია სამეგრელოს რეგიონში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების წარმომადგენლების დასაკავებლად. ანტიკრიმინალური ოპერაციები, ერთდროულად, ზუგდიდის 2 უბანსა და ზუგდიდის რაიონის 3 სოფელში დაიწყო. ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტის ლაშა ბერულავას ინფორმაციით, მთელი ამ ღონისძიებების სამიზნე პარტიზანები, უფრო სწორად, ყოფილი პარტიზანები იყვნენ. წარსულში ისინი ნამდვილად ეწეოდნენ პარტიზანულ საქმიანობას, თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე განმარტავს, არამარტო პარტიზანულ საქმიანობას.
[გიორგი ბარამიძის ხმა] " სამწუხაროდ, ძალიან ბევრი, რომელიც ადრე თავს დებდა პატრიოტობაზე, პრაქტიკულად შეეკრა კრიმინალ აფხაზ სეპარატისტებს და იქით აკონტროლებენ ეს სეპარატისტები ამ ქართველებს. ქართველებს ეროვნებით, თორემ სულით გაყიდულები არიან. "
გიორგი ბარამიძის თქმით, "ყოფილი პარტიზანები ჩამოყალიბდნენ ბენზინის და სიგარეტის კონტრაბანდისტებად, კრიმინალებად, მკვლელებად. ქრთულ-აფხაზურმა შერეულმა ჯგუფმა მოკლა ამას წინათ რამდენიმე ქართველი პოლიციელი და ჩვენ ვთქვით, რომ არავის შევარჩენდით ამას."
ზუგდიდის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაიჭრა სამი პიროვნება, სამივე - ყოფილი პარტიზანების მხარეს. დაკავებულია 30-მდე პირი. ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი საშუალება. სპეცოპერაცია შედგა ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირშიც, სადაც იერიში სლავა ბიგვავას საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა. ის გახლდათ პარტიზანული შენაერთის "ტყის ძმების" წევრი, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, მას "ტყის ძმების" მეთაურ დათო შენგელიასთან უთანხმოების შედეგად, საკუთარი მომხრეების შენგელიას მომხრეებისგან გამოცალკევება მოუხდა. სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბიგვავას სახლის ტერიტორიაზე ინახებოდა ხოლმე აფხაზეთიდან გადმოტანილი ბენზინი. სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია ყოფილი პარტიზანების ხელში არსებული იარაღის შესახებაც. ერთ-ერთი ვერსიით, ყოფილ პარტიზანებს ჰქონდათ შეხვედრა სამხარეო პოლიციის უფროსთან, რომელსაც იარაღის ჩაბარება აღუთქვეს. იარაღი მათ ჩამოართვეს, ოღონდ სპეცოპერაციის შედეგად.
4 თებერვალს ზუგდიდში ჩავიდა დათო შენგელიაც. მას სურდა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, მაგრამ ვერ მოახერხა. მინისტრმა შენგელიასთან შეხვედრაზე უარი თქვა. 4 თებერვალს ზუგდიდი მოინახულა მიხეილ სააკაშვილმაც და ზუგდიდელებს აღუთქვა, რომ სამეგრელოში არ დაუშვებს კრიმინალების თარეშს. დასასრულს აღვნიშნავთ, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები მიესალმნენ პარტიზანების განიარაღებისთვის ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას.