საქართველოში კორუფციაში ეჭვმიტანილთა დაპატიმრებები გრძელდება. გენერალური პროკურატურის შავი სიის მიხედვით, შეტევა ორი მიმართულებით ხდება:
შეტევა კორუფციაში ეჭვმიტანილი ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ და კორუფციაში მხილებული მოქმედი ჩინოვნიკების მიმართ.
დაპატიმრებულთა სია დღითიდღე მატულობს, ასევე მატულობს გენერალურ პროკურატურაში დასაკითხად დაბარებულ პირთა სიაც. 30 იანვარს გენერალურ პროკურატურაში ჩვენების მისაცემად ნებაყოფლობით გამოცხადდა კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი ფრიდონ ინჯია, თუმცა ამ დღეს მისთვის შეკითხვები არავის დაუსვამს. ინჯიას დაკითხვა რამდენიმე დღით გადაიდო. ახალი ხელისუფლება კორუფციას ჯერჯერობით მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებით უტევს.
"კორუფციაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ შეტევა ყველა მიმართულებით განხორციელდება, დანდობა არ იქნება არავის მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ის, მათ შორის, ახალი სახელისუფლებო ძალის ესა თუ ის წარმომადგენელი თუ მისი ოჯახის წევრი." - ასეთია საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის სამოქმედო სტრატეგია, თავის საჯარო გამოსვლებში ის მუდმივად უსვამს ხაზსს იმას, რომ გენერალურ პროკურორობას დასთანხმდა პირობით - არავინ მოსთხოვოს გამონაკლისის დაშვება, და აი, სამართალდამცავების ანტიკორუფციული შეტევის ობიექტები სახელისუფლებო ძალის ერთი შტოს, "დემოკრატების", ახლობლები ხდებიან. დაკავებულია ხაშურის რაიონის გამგებლის მოადგილე ხაჩიძე, ნაციონალებთან გაერთიანებული დემოკრატების ერთ-ერთი ახალი სახის, მომღერალ გოგა ხაჩიძის მამა.
ხაშურის გამგებლის მოადგილე დაკავებულია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით, კერძოდ, ჯართის უკანონო გატანის ბრალდებით. დაკავებულია საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ჩახნაშვილიც. მას 2000 -2002 წლებში ჩატარებული ფინანსური მაქინაციებით 500000 ლარის მითვისებას ედავებიან. ჩახნაშვილის დაკავებას საგადასახადო შემოსავლების სფეროს სხვა მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელების დაკავებაც შეიძლება მოჰყვეს. საყურადღებოა, რომ ჩახნაშვილის საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში აქვთ შეკითხვები ჟვანიას გუნდის ისეთ სახესთან, როგორიც შემოსავლების ყოფილი მინისტრი მიხეილ მაჭავარიანია. მისი მინისტრობის დროს ვახტანგ ჩახნაშვილი მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას ხელმძღვანელობდა. სწორედ მის ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება ფინანსური მაქინაციები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია სამართალდამცავებს ანტიკორუფციულმა საბჭომ გადასცა.
ამ საბჭომ 30 იანვარს თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ანტიკორუფციული შემართებით მოსულ ხელისუფლებას არ სჭირდება დამატებითი რგოლი კორუფციასთან საბრძოლველად. ანტიკორუფციული საბჭოს ანალიტიკური მასალა, მისი რეკომენდაციები უშიშროების საბჭოს გადაეცემა. იქ შეიქმნება სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც გაუწევს კოორდინაციას ამ რეკომენდაციების შესრულებას. მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ დაპატიმრებების სერიას. დაპატიმრებულია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ყოფილი დირექტორი დავით ჯიბღაშვილიც. გენერალური პროკურატურა მას ბიუჯეტისთვის 3 მილიონ 700000 ლარის გადასახადების დამალვას ედავება. ჯიბღაშვილი საბითუმო ბაზრის დირექტორის მოვალეობას 2000 - 2001 წლებში ასრულებდა. გენერალური პროკურატურა ინტერესდება უფრო ადრინდელი საქმეებითაც, მათ შორის, კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრის ფრიდონ ინჯიას წინააღმდეგ 7 წლის წინ აღძრული და შეწვეტილი საქმით. ამ საქმესთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების გასაკეთებლად 30 იანვარს ინჯია გენერალურ პროკურატურაში მივიდა საკუთარი ნებით, მაგრამ ამ დღეს მას შეკითხვები არ დაუსვეს იმ მიზეზით, რომ შეკითხვებამდე საქმეს საფუძვლიანად უნდა გაეცნონ. აშკარაა, რომ სამართალდამცავები კავშირგაბმულობის სისტემაში 7 წლის წანანდელ დარღვევებზე სერიოზულად მუშაობენ. ამას გენერალურ პროკურატურაში ედუარდ შევარდნაძის სიძის, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია "მაგთის" ხელმძღვანელის გია ჯოხთაბერიძის დაბარებაც მოწმობდა.