საუდის არაბეთის მთავრობა შეშფოთებულია იმასთან

საუდის არაბეთის მთავრობა შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით,
საუდის არაბეთის მთავრობა შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით,
რომ რელიგიური დღესასწაულის, ჰაჯის დროს, მაჰმადიანთა წმიდა ქალაქებში: მექასა და მედინაში ტერორისტული აქტებია მოსალოდნელი. მთავრობამ მოუწოდა მორწმუნეებს, რომლებიც ყოველ წელს ჩადიან ჰაჯის დღესასწაულზე მექასა და მედინაში, განუხრელად დაიცვან უშიშროების ძირითადი წესები. ერთ მილიონზე მეტი მაჰმადიანი უკვე ჩასულია საუდის არაბეთში, სადაც ამ დღეებში ჰაჯის დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალები დაიწყება. გასულ წელს საუდის არაბეთში არაერთი ტერორისტული თავდასხმა იქნა განხორციელებული. დედაქალაქ ერ-რიადში მომხდარმა აფეთქებებმა 50-მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.