საქართველოს ახალ ხელისუფლებას საკუთარი ხალხისთვის ჯერაც არ განუმარტავს, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მუშაობა. ადამიანები,
რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად თითქმის ერთსულოვნად აირჩიეს, არჩეულისგან ელიან ქმედით ნაბიჯებს ქვეყნის უმთავრესი პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა არ იციან რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადადგას მან ამ მიმართულებით. თუ რა პოლიტიკის გატარებას აპირებს მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთის მიმართულებით, ეს არც სოხუმში იციან. იქ სამშვიდობო მოლაპარაკებათა განახლებისთვის მზადყოფნას ავლენენ, თუმცა პროცესის დაწყებისთვის რამდენიმე პირობას აყენებენ. მოლაპარაკებათა განახლებისთვის მხარეებს შორის შუამავლის როლს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰაიდი ტალიავინი ასრულებს. 12 იანვარს ის სოხუმში აფხაზთა მხარის წარმომადგენლებს შეხვდა.
სოხუმი თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის ახალ გარანტიებს ითხოვს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირობა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაზე დასათანხმებლად. არძინბას ხელისუფლება ითხოვს იმასაც, რომ არ მოხდეს მხარეებს შორის აქამდე მიღწეულ შეთანხმებათა რევიზია, ქართულმა მხარემ მიიღოს ზომები დასავლეთ საქართველოში მოქმედი ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ და აღიაროს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ორგანოების უპერსპექტივობა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოთხი პირობა წერილობითი სახით გადასცეს სოხუმში ჩასულ ჰაიდი ტალიავინის. საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი იქ სწორედ ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო მოლაპარაკებათა განახლების საკითხებზე სამუშაოდ ჩავიდა. ტალიავინიმ აფხაზთა მხარეს შეატყობინა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება არ ეწინააღმდეგება მოლაპარაკებების ძველი ფორმატით გაგრძელებას.
[სერგეი შამბას ხმა] " როგორც მან გვითხრა, საქართველოს ხელისუფლება მზადაა გაგრძელდეს მოლაპარაკება ძველი ფორმატით და არ ითხოვს აქამდე მიღწეული შეთანხმებების რევიზიას. თუ ეს ასეა, შეგვიძლია წარმატებით გავაგრძელოთ მოლაპარაკების პროცესი. "
ეს იყო აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. ჩვენთან სატელეფონო საუბრისას მან ხაზგასმით განმარტა, რომ მოლაპარაკებათა განახლებისთვის ოფიციალური სოხუმი განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს:
[სერგეი შამბას ხმა] " უნდა ვეძებოთ გზები პრობლემის მოწესრიგებისთვის. ომმა და ომის შემდგომმა პერიოდმა დაგვაშორა ერთმანეთს. მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის თითქმის არაფერი გაკეთებულა. სწორედ ამით და სამართლებრივ ურთიერთობებზე ლაპარაკით უნდა დავიწყოთ. ეს მოძველებული საკითხია. მთავარია, აფხაზებს და ქართველებს მშვიდობა სურდეთ. ეს არის მთავარი ამოცანა. "
სამშვიდობო პროცესის გაგრძელებას მთავარ ამოცანად სახავს საქართველოს ახალი ხელისუფლებაც. თუმცა, როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, საქართველო ყველა შესაძლო ალტერნატივას განიხილავს.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ალტერნატივა მშვიდობიან გზას არ დარჩეს, თუმცა საქართველო ყველანაირ ალტერნატივას განიხილავს. ასე იზამდა ნებისმიერი სხვა სახელმწიფო. ეს არის ჩემი რწმენა და მოსაზრება. "
გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სოხუმის მოთხოვნებს საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცემს. ამის შემდეგ გამოიკვეთება როდის და რა პირობით შეიძლება განახლდეს ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკება. ის 2001 წლის ოქტომბერში შეწყდა. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე მოლაპარაკების პროცესის ჩიხში მოქცევის მიზეზს სოხუმში ხედავს და არა მარტო იქ.
[მალხაზ კაკაბაძის ხმა] " სამწუხაროდ, სამშვიდობო პროცესი, ალბათ, ვიღაცის კარნახით გახდა აფხაზური მხარის ნება-სურვილის მძევალი. "
რამდენად აპირებს საქართველოს ხელისუფლება სავარაუდო ვიღაცის თამაშგარე მდგომარეობაში ჩაყენებას, მალე გაირკვევა. ცოტა ხანში მან უნდა აჩვენოს, აპირებს თუ არა აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების დატოვებას.