საქართველოს ხელისუფლება კორუმპირებულ მოხელეებთან დაკითხვების, წინასწარი დაკავებისა და ეჭვმიტანილად ცნობის მექანიზმებით ბევრს რომ ვერაფერს გახდა, ბრძოლის ახალ მეთოდებს მიმართა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა შვეიცარიის კონფედერაციის, ლიხტენშტეინის, ლუქსემბურგისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, ზოგიერთი ქართველი ჩინოვნიკის საბანკო ანგარიშების დაბლოკვის მოთხოვნით. ოფიციალური თბილისი ამ ქვეყნებისგან ასევე მოითხოვს ინფორმაციას კორუფციაში ეჭვმიტანილ პირთა საბანკო ანგარიშების შესახებ.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლებთან თავს იწონებდა, საქართველომ შვეიცარიას მიმართა თხოვნით, გაყინოს იმ ქართველ ჩინოვნიკთა საბანკო ანგარიშები, რომლებიც კორუფციაში არიან ეჭვმიტანილნიო. ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდგომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას 2003 წლის დეკემბერში შვეიცარიის მთავრობისთვის მართლაც გაუგზავნია ყველა იმ საბანკო ანგარიშის ბლოკირების მოთხოვნა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარემოცვის ოფიციალურ პირებს ეკუთვნით.
საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროს პასუხი ამ არცთუ სამართლებრივად სრულყოფილ მოთხოვნაზე 9 იანვარს მიიღეს. შვეიცარიის ხელისუფლება ოფიციალური თბილისისგან დაწვრილებითი ინფორმაციის წარდგენას მოითხოვს, რადგან დეკემბერში გაგზავნილ დოკუმენტში ანგარიშების დაბლოკვის აუცილებლობა დასაბუთებული არ იყო.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამაც არ დააყოვნა და შვეიცარიაში, ლუქსემბურგსა და ლიხტენშტეინში 9 იანვარსვე გაგზავნა დამატებითი ინფორმაცია. გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის პაატა მსხილაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ უცხოელ კოლეგებს იმ პირთა სია წარუდგინა, რომელთა საბანკო ანგარიშებით საქართველოს ხელისუფლებაა დაინტერესებული. გაგზავნილი მასალები სხვა მოთხოვნასაც შეიცავს.
[პაატა მსხილაძის ხმა] "ჩვენი თხოვნა შეიცავდა, აღნიშნული ანგარიშები გაყინულიყო დროებით, სანამ გამოძიება დამთავრდებოდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვერ დაგისახელებთ მთელ რიგ პირებს, ვისზეც გაკეთდა მოთხოვნა, თუმცაღა ზოგიერთი მათგანი მიცემულია პასუხისგებაში ეჭვმიტანილისა და ბრალდებულების სახით და მათ მიმართ მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება."(სტილი დაცულია)
გასცემს თუ არა შვეიცარიის საბანკო სისტემა ინფორმაციას ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ დავით მირცხულავას, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ან ქართული ოქროს წარმოების ხელმძღვანელის ზურაბ ლობჟანიძისა და კიდევ სხვების საბანკო ანგარიშების შესახებ, ეს უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. აქვე დავძენ, რომ ზურაბ ლობჟანიძე სწორედ შვეიცარიაში იმყოფება, სადაც, მისივე თქმით, მკურნალობის კურსს გადის.
ასევე საინტერესოა, თუ რამდენად დამაჯერებელი აღმოჩნდება შვეიცარიის მთავრობისთვის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ეს იმიტომ, რომ მოპოვებული მასალებით პროკურატურას საქართველოს სასამართლოებშიც კი უჭირს კორუმპირებულთა დანაშაულის დამტკიცება.
იმის გასარკვევად, თუ რამდენად რეალურია, შვეიცარიის მთავრობამ საქართველოს მხარეს კერძო პირთა საბანკო ინფორმაცია მიაწოდოს, მე ტელეფონით დავუკავშირდი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს ნიკა გეგუჩაძეს. ნიკა გეგუჩაძის განცხადებით, ასეთი ინფორმაციის გაცვლა გაცილებით გაიოლდება, როდესაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეგრეთ წოდებულ ეგმონტის ჯგუფში გაწევრიანდება. მისივე თქმით, ანგარიშის დასაბლოკად სერიოზული საფუძველია საჭირო.
[ნიკა გეგუჩაძის ხმა] "ჯერ გაყინვაზე სანამ მივა საქმე, მოძიებული უნდა იქნეს ინფორმაცია, ვთქვათ, იმავე შვეიცარიაში და მერე უკვე საფუძველი, რატომ ხდება ამის გაყინვა.
-
რა შეიძლება იყოს საფუძველი, სისხლის სამართლის საქმე თუ ეჭვი?
-
არა, ნუ, ძირითადად, თუ ტერორიზმთანაა დაკავშირებული ან ფულის გათეთრებასთან, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, იარაღით ვაჭრობასთან. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი საკითხი, რომ სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა კანონმდებლობა აქვს, ვთქვათ, ზოგ ქვეყანას თუ არ აქვს გაყინვის საფუძვლები, გაყინვის უფლება, ამ შემთხვევაში შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმნას."(სტილი დაცულია)
ნიკა გეგუჩაძემ ისიც დასძინა, რომ კონკრეტული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შვეიცარიის ხელისუფლებას ანგარიშების გაყინვის უფლება აქვს, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არაა, გამოიყენებს თუ არა ამ უფლებას უცხო ქვეყნის მოთხოვნით.