ავღანეთის სამხრეთში, ქალაქ ყანდაარში ორი

ავღანეთის სამხრეთში, ქალაქ ყანდაარში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 12 ადამინი დაიღუპა და 15 დაშავდა. პოლიციის თანახმად, დაღუპულთა შორის 8 ბავშვია.
ავღანეთის სამხრეთში, ქალაქ ყანდაარში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 12 ადამინი დაიღუპა და 15 დაშავდა. პოლიციის თანახმად, დაღუპულთა შორის 8 ბავშვია.
თვითმხილვეთა მონათხრობით, პირველ აფეთქებას მეორე მოჰყვა მას მერე, რაც მომხდარის ადგილას ხალხი შეიყარა. პოლიციამ, ცნობის თანახმად, ერთი ეჭვმიტანილი დაიჭირა. ჯარისკაცები სხვა ასაფეთქებელ მასალებს ეძებდნენ. ავღანეთშივე, ზაბულის პროვინციაში მილიციის და ადგილობრივი ხელმძღვანელის მომხრეთა შეტაკებისას დაიღუპა მილიციელთა მეთაური შაჰ ჰალამ ხანი.