2 იანვარი, ბედობის დღე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დატვირთული სამუშაო დღე იყო. ამ კომისიის თანამშრომლებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების
წლისთვის არჩევნების ორგანიზების საკითხებზე მუშაობა დაებედათ. ახალი, 2004 წლის პირველი მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს. ახალი პრეზიდენტი ნაბახუსევ საქართველოში უნდა აირჩიონ. როგორია იქ საარჩევნო მზადყოფნა?
კვირას, 4 იანვარს, საქართველოს ამომრჩეველი კვლავაც მოლხენის განწყობილებაზე იქნება. არადა, ამ დღეს მას ქვეყნის ინტერესებისთვის არჩევნებზე მისვლას სთხოვენ, რევოლუციის შემდგომი საქართველოს ლიდერები ამომრჩევლებს მოუწოდებენ მოქალაქეობრივი აქტივობა გამოიჩინონ. არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის უკვე დასრულებულია და ამის შემდეგ მთავარი სიტყვა სწორედ ამომრჩეველმა უნდა თქვას. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ქვეყანა უკვე მზად არის არჩევნების ჩასატარებლად. რაში მდგომარეობს ეს მზადყოფნა?
საოლქო კომისიებს უკვე დაურიგდათ საარჩევნო ბიულეტენები, რომლებსაც საოლქო კომისიებიდან საუბნო კომისიებში ანაწილებენ. საუბნო კომისიებში ამომრჩეველთა სიები გამოკრულია და 3 იანვარს, არჩევნების წინა დღეს, მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ სიების გადამოწმება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი სიაში საკუთარ გვარსა და სახელს ვერ აღმოაჩენს, სიაში შესწორების შეტანისთვის მან კომისიას შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. თუ მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ, განმცხადებელს სრული უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება შეზღუდულ ვადებში უნდა მიიღოს. ამას გარდა, არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 30 დეკემბრის დადგენილება, რომლის ძალითაც ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაშვებულია არჩევნების დღეს. 4 იანვარს არჩევნებზე მისული არარეგისტრირებული ამომრჩეველი რეგისტრაციას საკუთარ საარჩევნო უბანში გაივლის და მიიღებს კიდეც არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას. ეს ყველაფერი მოხდება ამომრჩეველთა რეგისტრაციის სახელით და არა დამატებითი სიების გამოყენების სახელით. ასეა თუ ისე ,4 იანვრის არჩევნებზე იმუშავებს მეთოდი, რაზეც უარი 2 ნოემბრის არჩევნების წინ ითქვა, იმ მოტივით, რომ მას ყოველთვის გაყალბებისთვის იყენებდნენ.
საარჩევნო კომისიებში უკვე დარიგებულია ამომრჩეველთა მარკირების აპარატები და სამარკირებო სითხე. საარჩევნო უბნები გახსნილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეც, კომისიების დაკომპლექტების ვადა იქ 2 იანვარს საღამოს 6 საათზე ამოიწურა. ვინაიდან აჭარაში არ მომხდარა ამომრჩეველთა რეგისტრაცია, იქ ამომრჩეველთა წინასწარი სია არ ექნებათ. აჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 4 იანვარს არჩევნებზე მისული ადამიანების რაოდენობით განისაზღვრება. ამ გზით როგორ უნდა დადგინდეს ის, თუ აჭარელი ამომრჩევლების საერთო რაოდენობიდან რა პროცენტული რაოდენობა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია. როგორც ცნობილია, იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს, მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 30 პროცენტმა უნდა მიიღოს.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 6 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის ერთადერთი რეალური კანდიდატის კონკურენტთაგან საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილი იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილია. 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად თბილისში უკვე მოიყარეს თავი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალისტებმა.