ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ აჭარის მეთაური ავტონომიის ტერიტორიაზე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას დასთანხმდა. ასე რომ, 4 იანვარს დანიშნული არჩევნების სამზადისში აჭარაც ჩაერთო.
არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად იქაურობა 29 დეკემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმაც მოინახულა. " 4 იანვრამდე ავტონომიურ რესპუბლიკაში მოესწრება არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების მოგვარება," - ასეთი დასკვნა გამოიტანა მან ბათუმში გამართული შეხვედრებიდან. როგორ ემზადებიან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჩოლოქს იქით და აქეთ საქართველოში?
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელთა აქვთ ამომრჩეველთა ერთიანი სია, რომლის დაზუსტებისთვისაც ძირითადი სამუშაო მთლიანად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა გასწიეს. სიის დასაზუსტებლად ცესკომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები მხოლოდ შედარებისთვის გამოიყენა. სია ამომრჩეველთა რეგისტრაციის საფუძველზე შედგა, რისთვისაც საუბნო კომისიის წევრებს ამომრჩევლებთან კარდაკარ ჩამოვლაც მოუხდათ. აჭარაში კი ამომრჩევლებს რეგისტრაცია არ გაუვლიათ, შინ მათთვის არც საარჩევნო კომისიების წევრებს მიუკითხავთ. რეგისტირებულ ამომრჩეველთა მონაცემებში (მათი რაოდენობა 1 739 324-ია) აჭარის მკვიდრი ამომრჩევლები არ იგულისხმებიან, მაგრამ არც მათ და არც იმ სხვა ამომრჩევლებს, რომლებსაც რეგისტრაცია არ გაუვლიათ, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არავინ შეუზღუდავს. საქართველოს ახალი ხელისუფლება 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამატებით სიებს ერთიანი სიის დაზუსტების სახელწოდებით აამოქმედებს. ამისთვის კი ცენტრალური საარჩევნო კომისია სპეციალურ დადგენილებას, სავარაუდოდ, 30 დეკემბერს მიიღებს. ამ დადგენილებით, პირი, რომელსაც არ გაუვლია რეგისტრაცია, რეგისტრაციას არჩევნების დღეს საარჩევნო უბანში გაივლის და მიიღებს კიდეც არჩევნებში მონაწილეობას. რა დაერქმევა ამას, ერთიანი სიის დაზუსტების პროცესი თუ რეგისტრაციის პროცესი, რეალურად, მაინც დამატებით სიებთან გვექნება საქმე. არადა, დამატებითი სიების გამოყენებაზე 2 ნოემბრის არჩევნების წინ უარი სწორედ იმიტომ ითქვა, რომ ის ადრე ჩატარებული არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიიჩნეოდა.
როგორც ჩანს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეიცვალა მოთხოვნებიც, რომლებსაც სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აყენებდნენ. დამატებითი სიების გამოყენების გასამართლებელი მოტივი მარტივია: "აბა, რა ვუყოთ იმ პირებს, რომლებსაც რეგისტრაცია არ გაუვლიათ და, რაც მთავარია, როგორ ჩავატაროთ არჩევნები აჭარაში? " ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოტივი საშუალებას ამართლებს. აჭარაში ამომრჩეველთა რეალობასთან მიახლოებული რაოდენობის დაზუსტების საშუალება არავის მისცემია და, მაინც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ სამსახურში ფიქრობენ, რომ 4 იანვრის არჩევნების სერიოზული გაყალბება არც აჭარაში მოხდება.
[ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის თანამშრომლის ხმა] "როდესაც კომისიებში ერთხელ შეიყვანენ ადამიანს სიაში, ეს ადამიანი მეორედ ვერ გაივლის რეგისტრაციას. პირველი, იმიტომ რომ მარკირების მექანიზმი იმუშავებს და, მეორე, საუბნო კომისიის წევრები არ მისცემენ ამის საშუალებას. "
აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე თანხმობა ასლან აბაშიძემ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 დეკემბერს, გამოაცხადა. არჩევნების წინ ის ავტონომიის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობას გააუქმებს.
4 იანვარს აჭარის 6 საარჩევნო ოლქში 265 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს იქ, ძირითადად, საარჩევნო კომისიების ძველი შემადგენლობა ჩაატარებს. ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, არჩევნების მონიტორინგს აჭარაშიც ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დამკვირვებლები განახორციელებენ. ასლან აბაშიძემ შეცვალა გადაწვეტილება, აჭარა ქვეყნის საარჩევნო სივრცის მიღმა დაეტოვებინა. რა გარანტიები მიიღო მან ამის სანაცვლოდ, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.