სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა

სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა დღეს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად დანაღმული საბარგო ავტომანქანის აფეთქების შედეგად.
სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა დღეს ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად დანაღმული საბარგო ავტომანქანის აფეთქების შედეგად.
როგორც ავღანეთის პოლიციის წარმომადგენელმა აცნობა ჟურნალისტებს, თვითმკვლელმა-ტერორისტმა იმ მომენტში ააფეთქა მანქანა, როცა სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მისი დაკავება სცადეს. ტერორისტის გარდა ავღანეთის კონტრდაზვერვის ოფიცერი და მისი 4 თანაშემწე დაიღუპნენ. შემთხვევის ადგილი მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების ქვედანაყოფებმა და ავღანელმა პოლიციელებმა მოაქციეს ალყაში.