4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობამ არჩევანი 6 კანდიდატურას შორის უნდა გააკეთოს. მათგან პირველი ნომერი როინ ლიპარტელიანია
და ამიტომ პირველად სწორედ პრეზიდენტობის ამ კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებებს გაგაცნობთ.
როინ ლიპარტელიანი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მეოთხედ იქნებოდა, მისთვის 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი რომ არ ეთქვათ. 4 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ის საინიციატივო ჯგუფის სახელით მონაწილეობს და თავს მიხეილ სააკაშვილის ერთადერთ სერიოზულ კონკურენტად მიიჩნევს. მინდა წარმოგიდგინოთ თავისი საარჩევნო პროგრამით საქართველოს პრეზიდენტობის ეს თითქმის პერმანენტული კანდიდატი.
52 წლის როინ ლიპარტელიანს ბოლო 12 წლის მანძილზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ის ზვიად გამსახურდიას თხოვნით იყო პრეზიდენტობის კანდიდატი 1991 წელს და საკუთარი კანდიდატურა არჩევნების წინა დღეებში გამსახურდიას სასარგებლოდ მოხსნა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინაც და ამბობს, რომ ამ არჩევნებში ედუარდ შევარდნაძის თხოვნით მონაწილეობდა. როინ ლიპარტელიანს 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაც სურდა, მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სურვილი არ დაუკმაყოფილა. საქართველოს პრეზიდენტობის რიგით მესამე ოფიციალური კანდიდატი განმარტავს, რომ მაშინ მას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი მხარდამჭერთა ხელმოწერები გადაუყარეს.
2000 წელს ლიპარტელიანი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ჩაბმას "დავით აღმაშენებლის" პარტიის წარდგინებით აპირებდა, 2004 წლის 4 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კი საინიციატივო ჯგუფის წარდგინებით მონაწილეობს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი არის მოსაზრება, რომლის მიხედვით, საქართველო პარტიებმა დაღუპა. მოკლედ, 4 იანვრის არჩევნებისთვის როინ ლიპარტელიანი თავის 1500 გვერდიან საარჩევნო პროგრამას ამომრჩეველს დამოუკიდებლად სთავაზობს.
[როინ ლიპარტელიანის ხმა] "მე სპონტანურად კი არ ვღებულობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას - დიდია ხანია, თითქმის ბავშვობიდან, ვემზადები ამისთვის. პირევლად რომ ვიღებდი მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, მაშინ ჩემი პროგრამა 10 გვერდიანი იყო, მერე გაიზარდა და დღეისთვის 1500 გვერდიანი გახდა. "
1500 გვერდიანი საარჩევნო პროგრამა 5 პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს. ესენია: შეიარაღება, უშიშროება და თავდაცვა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, კულტურა და სპორტი და სულიერება. რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა - აგრონომიის, იურისპრუდენციის, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო დიპლომატიის, აგრეთვე, ჰიდროტექნიკისა დ მელიორაციის მიმართულებით, ასობით სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორმა, რამდენიმე სამეცნიერო აკადემიის წევრმა, "ღმერთის მოყვარულთა მსოფლიო აკადემიის" პრეზიდენტმა და, ბოლოს, "ბავშვთა საერთაშორისო საფეხბურთო აკადემიის" საპატიო პრეზიდენტმა თავის ვრცელ საარჩევნო პროგრამაში საქართველოს მეორე შვეიცარიად გადაქცევის თავისებური ხედვა ჩამოაყალიბა.
დავიწყოთ ეკონომიკით. როინ ლიპარტელიანის გეგმით, საქართველომ უარი უნდა თქვას საერთაშორისო დახმარებებზე და მსოფლიოს უნდა დაანახვოს, რომ ეკონომიკის ფეხზე დაყენება საკუთარი რესურსებით შეუძლია. ქვეყანა უნდა დალაგდეს და მასში ყველას უნდა მიეჩინოს კუთვნილი ადგილი ცოდნისა და დამსახურების მიხედვით. პირებმა, რომლებიც ბიუჯეტს პარავდნენ, მოპარული სახელმწიფოს უნდა დაუბრუნონ და პატიოსანი ხალხის მხარდამხარ ქვეყნის აღმშენებლობაში ჩაერთონ. ლიპარტელიანი მათ დაპატიმრებას არ აპირებს; სამაგიეროდ, ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში სასტიკად გაუსწორდება სამშობლოს მოღალატეებს, მკვლელებს და მოძალადეებს.
[როინ ლიპარტელიანის ხმა] "ქვეყანაში ყველამ უნდა დაიკავოს თავისი ადგილი. ქვეყანა უნდა დალაგდეს. სახელმწიფოსთვის მოპარული უნდა დააბრუნონ. ამისთვის არავის არ დავაპატიმრებ და არავის არ დავხვრეტ. დავსჯი სასტიკად მარტო სამშობლოს მოღალატეებს, მკვლელებს და ადამიანის გამაუპატიურებლებს, მოძალადეებს. ამათ წინააღმდეგ მე შეიძლება შემოვიღო დახვრეტა, ამათ მე არ დავინდობ. დანარჩენს არავის არ ვერჩი - თუ მოიპარეს, მოვატანინებ თანხებს და მივცემ საშუალებას, ისევ იმუშაონ. "
საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ლიპარტელიანი მომხრეა ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობის.
[როინ ლიპარტელიანის ხმა] "ჩვენ ყველასთან კარგი ურთიერთობა გვექნება: რუსეთთანაც და ამერიკასთანაც. როგორ ვაპირებ ამას? იმ კავშირებით, რომლებიც მე მაქვს რუსეთის ელიტასთანაც და ამერიკის შეერთებული შტატების ელიტასთანაც. კონკრეტულად ვისთან? არ მინდა გავხსნა კარტები. გავა დრო და თავად იტყვიან. "
რაც შეეხება სულიერებას.
[როინ ლიპარტელიანის ხმა] " პრეზიდენტობის შემთხვევაში, ისეთ კრებას ჩავატარებ, როგორიც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა ჩაატარა, რუის-ურბნისის კრების მაგვარს, და მართლმადიდებლობას გამოვაცხადებ სახელმწიფო რელიგიად. ქვეყანაში ყველაზე პრივილეგირებულები გახდებიან სასულიერო პირები."
დანარჩენის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. როინ ლიპარტელიანი თავს პრეზიდენტობის ყველაზე სერიოზულ კანდიდატად მიიჩნევს - ამბობს, რომ, მის გარდა, არც ერთ კანდიდატს არ გააჩნია საარჩევნო პროგრამა. ის წუხს იმის გამო, რომ ჟურნალისტების და მხარდამჭერების მისაღებად საკუთარი ოფისიც კი არა აქვს. როინ ლიპარტელიანი ბრაზობს, როცა 22-23 ნოემბრის მოვლენებს რევოლუციას უწოდებენ. მისი აზრით, საქართველოში ჩვეულებრივი პუტჩი მოხდა. სურს მიხეილ სააკაშვილთან საჯარო კამათი, მასთან სატელევიზიო დებატების გამართვა, მაგრამ ჯერჯერობით ამ მხრივ არაფერი გამოსდის. ჰყავს სამი შვილი. ამბობს, რომ მეუღლე 1989 წლის 9 აპრილის ღამეს მიღებული დაზიანების შედეგად გარდაეცვალა. პრეზიდენტობის ეს კანდიდატი სიამაყით იხსენებს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან მეგობრობას. თავს მათ თანამებრძოლად მიიჩნევს, მაგრამ იდეალურ პოლიტიკურ ფიგურად იოსებ სტალინს ასახელებს.