ვარშავის მერმა ლეხ კაცზინსკიმ ხელი

ვარშავის მერმა ლეხ კაცზინსკიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას ქალაქის ცენტრში კომუნიზმის
ვარშავის მერმა ლეხ კაცზინსკიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას ქალაქის ცენტრში კომუნიზმის
მუზეუმის დაფუძნების შესახებ. შეთანხმების მეორე მხარე გახლავთ ფონდი, რომელსაც ცნობილი პოლონელი რეჟისორი ანჯეი ვაიდა უდგას სათავეში. კომუნიზმის მუზეუმი ვარშავის მეცნიერებისა და კულტურის სასახლეში დაიდებს ბინას. ეს შენობა პოლონეთს გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში სტალინმა აჩუქა.