ასლან აბაშიძე საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვტილებას არ ცვლის. ცენტრალური ხელისუფლება მის მიერ შექმნილ ახალ პრობლემებს ჯერჯერობით ვერ ერევა,
თუმცა ბათუმში ასლან აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი ოპტიმისტურ განცხადებას აკეთებს - ამბობს, რომ ვითარება აჭარასა და დანარჩენ საქართველოს შორის, ურთიერთობის თვალსაზრისით, ნორმალიზებისკენ მიდის. მაილსი აბაშიძეს ოთხშაბათს შეხვდა, ზურაბ ჟვანია აჭარის მეთაურთან მოსათათბირებლად ბათუმს მომავალი კვირის დასაწყისში ესტუმრება, მანამდე კი აბაშიძე სტრასბურგს მოინახულებს.
ასლან აბაშიძისა და ნინო ბურჯანაძის 6 საათიანი უშედეგო შეხვედრის შემდეგ, ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონის ურჩ ხელმძღვანელობას შორის დიალოგი სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ უნდა გააგრძელოს. რიჩარდ მაილსი ბათუმში სწორედ ჟვანია-აბაშიძის შეხვედრისთვის ნიადაგის მოსამზადებლად ჩავიდა. აჭარის მეთაურს ის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა და, მართალია, ამ საუბარში აბაშიძეს არჩევნების ბოიკოტირების გადაწყვტილება უკან არ წაუღია, ბათუმიდან თბილისში დაბრუნებულმა მაილსმა იმედიანი განცხადება გააკეთა:
[რიჩარდ მაილსის ხმა] "რამდენიმე ხნის განმავლობაში აჭარასა და დანარჩენ საქართველოს შორის, ურთიერთობის თვალსაზრისით, საკმაოდ არანორმალურ სიტუაციას ჰქონდა ადგილი. ამჟამად სიტუაცია იცვლება და არის პერსპექტივა მისი ნორმალიზებისა. ამისთვის საჭიროა ორივე მხარემ გამოავლინოს ურთიერთპატივისცემა. "
ჯერი მხარეებზეა. მათგან ერთი - აჭარის მეთაური - რამდენიმე დღეს სტრასბურგში დაყოფს, იქ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობას შეხვდება და საარჩევნო პრობლემებთან დაკავშირებულ სემინარსაც დაესწრება. მეორე, სახელმწიფო მინისტრი კი, აბაშიძის სტრასბურგიდან დაბრუნებას დაელოდება. წარსული დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, 22-23 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ასლან აბაშიძემ ზურაბ ჟვანია სწორედ იმ პოლიტიკოსად აღიარა, რომელთანაც დიალოგის გზით შეთანხმებების მიღწევა შესაძლებელია. როგორც ჩანს, ეს სახეცვლილება მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა განაპირობა. სიახლე არ არის, რომ მიუღებელი რევოლუციური სამეულიდან აბაშიძისთვის ყველაზე მიუღებელი სააკაშვილია. აჭარის მეთაური პრეზიდენტობის ერთადერთი რეალური კანდიდატისგან მისთვის სასურველ დაბალანსების პოლიტიკას არ ელის და ამიტომ სხვებთან მოლაპარაკებით სინჯავს ნიადაგს სამომავლო მოქმედებათა განსასაზღვრად. პირველი შეხვედრა მოქმედ პრეზიდენტთან შედგა და მისმა უშედეგობამ ცხადყო, რომ ბურჯანაძეს აბაშიძისთვის მისთვის სასურველი სვლები არ შეუთავაზებია. ამ შეხვედრის ერთადერთ შედეგად მხარეებს შორის დიალოგის დაწყება დასახელდა. დიალოგი სახელმწიფო მინისტრმა უნდა გააგრძელოს და ძალზედ საეჭვოა ამ დიალოგისას ჟვანიამ ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობაში თამაშის ძველი წესების შენარჩუნების გარანტიები გასცეს. ერთი სიტყვით, "ვარდების რევოლუციის" შედეგად, აჭარის ურჩი მეთაური აშკარა ჩიხში მოექცა - ისეთ ჩიხში, რომ გამოსავლად 4 იანვრის არჩევნების ბოიკოტირებაღა დაინახა. აბაშიძე ან არ შეცვლის ამ არჩევნების აქტიური ბოიკოტირების გადაწყვეტილებას, ან აჭარაში საარჩევნო უბნების გახსნას დაუშვებს, მაგრამ ხალხს არჩევნებზე მისვლას აუკრძალავს. ნებისმიერ შემთხვევაში, მას დინების საწინააღმდეგოდ მოუწევს ცურვა. თბილისში აჭარის მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობის ზრდას ელიან, რასაც, შეუძლებელია, არ მოჰყვეს სერიოზული რყევები აბაშიძის ხელისუფლებაში.