საქართველოს ახალი ხელისუფლება ეროვნული შერიგების ახალ გეგმას ამუშავებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, შერიგების საკითხებზე სამუშაოდ შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია,
სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გურამ აბსანძის ხელმძღვანელობით. ამ ეტაპზე ის ზვიად გამსახურდიას მომხრეების შემორიგების საკითხებითაა დაკავებული, რის თაობაზეც კონკრეტულ სამოქმედო გეგმას 10 დღის ვადაში წარმოადგენს. აბსანძე ასევე აპირებს მუშაობას ყოფილი მხედრიონელებისა და გვარდიელების, საერთო ჯამში, იმ ადამიანთა ბედის შესამსუბუქებლად, რომლებიც პოლიტიკურად რთულ პერიოდში სხვადასხვა მოტივით გასამართლდნენ. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ფინანსთა მინისტრსა და ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს იმედი აქვს, რომ ახლო მომავალში საქართველოში დიდი ამნისტია გამოცხადდება.
დიდ ამნისტიას ბევრი და, მათ შორის, პირველ რიგში, ციხეებში მყოფი 40- მდე ზვიად გამსახურდიას მომხრე და სხვადასხვა მოტივით ტყეში გასული ამავე კატეგორიის პირი ელის. მათი რიცხვი ამ ბოლოს დროს საკმაოდ გაიზარდა. მას შემდეგ, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთში სამხარეო პოლიციის უფროსად ზვიადისტების წინააღმდეგ მოქმედებით განთქმული თემურ მურღულია დაინიშნა, სამეგრელოს ტყეებს ექს-პრეზიდენტ გამსხაურდიას კიდევ 80-მდე მომხრემ მიაშურა. ტყეში გასულებს შორის ყოფილი პატიმრებიც არიან და ისეთებიც, რომლებიც პატიმრობაში არ ყოფილან, მაგრამ სხვადასხვა დანაშაულის - მათ შორის, მძიმე დანაშაულის - ჩადენისთვის იძებნებიან. გურამ აბსანძე ყველას ერთად - პატიმრებსაც და ტყეში მყოფებსაც - პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებად და ძებნილებად მოიხსენიებს. ასეა თუ ისე, მათი შემორიგების საკითხი დღის წესრიგში დადგა და, როგორც ჩანს, უნდა გადაწყდეს კიდეც. ეტყობა, ეროვნული შერიგებისთვის მოქმედებას ახალი ხელისუფლება ზვიადისტების შემორიგებაზე ზრუნვით დაიწყებს და მათ ყოფილი მხედრიონელებისა და გვარდიელების შეწყალებასაც მოაყოლებს.
[გურამ აბსანძის ხმა] "სიტუაცია შეიცვალა. ახალი ხელისუფლება მოვიდა და, ვფიქრობ, ფართომასშტაბიანი ამნისტია იქნება. გამოცხადდება ეროვნული თანხმობა, რომ, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დამყარდეს სიმშვიდე. ყველას უნდა შეეხოს ის, მარტო ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს კი არა. აქ იყვნენ მხედრიონელები, გვარდიელები, რომლებიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და დღესაც იხდიან სასჯელს. "
ასე ფიქრობს გურამ აბსანძე. ის, როგორც უკვე ვთქვით, ახალმა ხელისუფლებამ შერიგების საკითხებზე სამუშაოდ შექმნილ სამთავრობო კომისიას ჩაუყენა სათავეში. შეგახსენებთ: ცოტა ხნის წინ აბსანძე თავად იყო პატიმარი. ის სასჯელს, ძირითადად, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ერთ-ერთი ტერაქტის დაფინანსებისა და ციხიდან გაქცევის ბრალდებებით იხდიდა. ექს-ფინანსთა მინისტრი პრეზიდენტის სპეციალური დადგენილების საფუძველზე მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ მას 65 ბრალდებიდან 64 მოუხსნა. ის, ფაქტობრივად, გაამართლეს, მოგვიანებით კი სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ყველაფერი ამის შემდეგ გურამ აბსანძე ფიქრობს, რომ სასამართლოს ზვიად გამსახურდიას ისეთი თანამებრძოლის გამართლებაც მოუწევს, როგორიცაა ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობაში მყოფი ლოთი ქობალია. გურამ აბსანძე ამბობს, რომ ქობალია დაცვის უფლების გამოყენების გარეშე და, რაც მთავარია, ცრუ მოწმეების ჩვენებების საფუძველზე გაასამართლეს. ამავე აზრისაა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე. თუმცა ის აღნიშნავს, რომ, საქმის გადახედვის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეძლოს მოკლულის ახლობლების დარწმუნება იმაში, რომ მკვლელი ქობალია არ ყოფილა.
ეროვნული უშიშროების საბჭოდან გენერალურ პროკურატურაში უკვე შევიდა თხოვნა, გადაისინჯოს ზვიად გამსახურდიას მომხრეთა საქმეები და ამ ადამიანთა მიმართ მიღებულ იქნეს შესაბამისი რეკომენდაციები.