საერთაშორისო მეთვალყურეების შეფასებით, რუსეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები არ უპასუხებს

მსოფლიოში მიღებულ დემოკრატიულ სტანდარტებს. ეუთოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კენჭისყრის შედეგები მნიშვნელოვანწილად დამახინჯებულია პრეზიდენტის მხარდამჭერი პარტიის მიერ მძლავრი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გამო. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ბრუს ჯორჯმა განაცხადა: [ბრუს ჯორჯის ხმა] "ეს არჩევნები არ უპასუხებს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების კრიტერიუმებს, რომელსაც ეუთო, ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ." კომენტარი გაუკეთა რა რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს, თეთრი სახლის პრესმდივანმა სკოტ მაკკლელანმა განაცხადა: [სკოტ მაკკლელანის ხმა] "ეუთომ, რომელიც მეთვალყურეობას უწევდა არჩევნებს, ეჭვი გამოთქვა საარჩევნო კამპანიის სამართლიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და სამთავრობო რესურსების გამოყენების გამო. და ამ ეჭვს ჩვენც ვიზიარებთ."