ოთხ დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია ირაციონალური აქცენტებით დაიწყო: ჯერ ოფიციალურ შეხვედრაზე, შემდეგ კი ტელეეთერით გამოსვლისას მან აღნიშნა,
რომ პარლამენტში შეჭრა მოხდა წმინდა მიხეილის ხსენების დღეს, "ვარდების რევოლუციის" წარმატებული დასასრული კი წმინდა გიორგის ხსენების დღეს დაემთხვა. მიხეილ სააკაშვილმა დააზუსტა, რომ ამგვარი დამთხვევები მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
მიხეილ სააკაშვილი არ არის პირველი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც თავის ოპტიმიზმს რელიგიური თარიღებისა და პოლიტიკური მოვლენების დამთხვევას უკავშირებს. ედუარდ შევარდნაძის მეორე საპრეზიდენტო ვადაც სწორედ ირაციონალური აქცენტებით და მასთან დაკავშირებული იმედებით დაიწყო.
საპრეზიდენტო არჩევნების დღე, ისევე როგორც პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე, კონსტიტუციით არის განსაზღვრული. 2000 წელს ორივე მოვლენა განსაკუთრებულ თარიღს დაემთხვა: არჩევნები - 9 აპრილს, რომელიც წელიწადის სამას სამოცდაექვსი დღიდან ყველაზე წამგებიანი იყო შევარდნაძის ერთადერთი კონკურენტისთვის, ჯუმბერ პატიაშვილისთვის; ინაუგურაციის დღე კი დაემთხვა უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ ფაქტმა მაშინ საზოგადოების ერთი ნაწილი მეტად გააღიზიანა. ირაკლი წერეთელმა აქციაც კი გამართა საპატრიარქოსთან და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან მოითხოვა, რომ მას თავი შეეკავებინა უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე პოლიტიკურ რიტუალში მონაწილეობისგან.
30 აპრილს ედუარდ შევარდნაძემ მრავალგზის მიუთითა იმ ფარულ კანონზომიერებაზე, რომელსაც იგი ხედავდა აღდგომისა და ინაუგურაციის თარიღების დამთხვევაში. იგივე გაიმეორეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და მანანა შევარდნაძემაც. პრეზიდენტის განმარტებით, ეს იყო ღმერთისკენ შემობრუნების საზღაური; კათალიკოს-პატრიარქის აზრით, ეს იყო ჩვენი ქვეყნის მომავალი ფერისცვალების ნიშანი. ინაუგურაციის დღეს ყურადღების გარეშე არ დარჩენილა იმ დილით თბილისის ცაზე გამოსახული ცისარტყელაც, რომელიც თურმე გვაუწყებდა, რომ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობა იქნებოდა მშვიდობიანი და კეთილდღეობითი.
იმ საყოველთაო სახალხო მოლოდინის პასუხად, რომელიც უკავშირდებოდა შევარდნაძის პრეზიდენტად არჩევას მეორე ვადით, მოსახლეობას აუხსნეს, რომ პრეზიდენტის სიბრძნეს კვებავს ღვთის განგება და ფარული კანონზომიერებები. მაშინ ირაციონალური წნეხი აშკარად გამოყენებულ იქნა პოლიტიკურ იარაღად, რათა უბრალო ადამიანს პროტესტის გარეშე, მართლაც გარდაუვალ ბედისწერად მიეღო ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა და განუკითხაობა. ჩვენ ვნახეთ, რით დასრულდა ეს მცდელობა, რით დასრულდა ხელისუფლებისა და ხალხის ინტერესთა რეალური კონფლიქტი. ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც რაციონალურ პოლიტიკას ირაციონალური აქცენტებით ჩაანაცვლებს, დამარცხდება. ეს გაფრთხილება ამჯერად ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, რომლის მომავალ პრეზიდენტობასაც საქართველოს მოსახლეობა ცვლილებების მოლოდინით და იმედით ხვდება.