"უოლ სტრიტ ჯორნალი" ბეჭდავს ჯორჯ მელოუნის სტატიას სათაურით: "პუტინს გულზე არ ეხატება საქართველოში მომხდარი გადატრიალება".
წერილში, გარდა იმისა, რომ გაანალიზებულია რუსეთის როლი საქართველოში მიმდინარე პროცესებში, მოცემულია საქართველოს ძველი და ახალი ლიდერების დახასიათება.
"ბატონი სააკაშვილი პირობას დებს, რომ პატიოსან არჩევნებს ჩაატარებს, განსხვავებით გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისგან, რომელმაც ააგორა კიდეც საპროტესტო ტალღა, საბოლოოდ ბატონი შევარდნაძის დამხობამდე რომ მიგვიყვანა. იგი შეეცდება ალაგმოს ფეხმოკიდებული კორუფცია. ბატონი შევარდნაძე კი ცდილობდა, ოღონდ კი საკუთარი ძალაუფლება შეენარჩუნებინა, ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა რუსები და ამერიკელები. სააკაშვილი ერთ დროს, მართალია, შევარდნაძის პროტეჟე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მყარად არის ამერიკული ბანაკის წევრი. 40 წლით უფროსმა შევარდნაძემ საგარეო საქმეთა მინისტრობისა და პოლიტბიუროს წევრობისკენ გზა კომუნისტურ სისტემაში გაიკაფა და, ამდენად, ამ ადამიანის გამოცდილებაში არაფერია ისეთი, რაც მას დემოკრატიული მმართველობისთვის შეამზადებდა. ხოლო სააკაშვილმა, რომელმაც სამოქალაქო სამართალი ვაშინგტონში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ისწავლა, განაცხადა, ამერიკულ დემოკრატიაზე აღვიზარდეო."
სტატიის დასასრულს, ეხება რა საქართველოს საკითხში მოსკოვისა და ვაშინგტონის შესაძლო დაპირისპირებას, "უოლ სტრიტ ჯორნალის" მიმომხილველი ასეთ დასკვნას აკეთებს:
"სავარაუდოა, რომ აშშ-რუსეთის პაექრობა მძაფრ ხასიათს არ მიიღებს. მაგრამ ფაქტად რჩება ის, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები ვერასოდეს შეეთვისებიან ერთმანეთს, ვიდრე ბატონი პუტინი უარს არ იტყვის იმპერიულ ამბიციებზე ან ვიდრე ამერიკა არ აიღებს ხელს თავის პოლიტიკაზე, რომელიც მშვიდობისა და დემოკრატიის მხარდაჭერას ითვალისწინებს. მოსალოდნელი კი არც ერთია და არც მეორე."
საინტერნეტო გამოცემა "იურეიშა ვიუ" აქვეყნებს რუსი ისტორიკოსისა და პოლიტოლოგის იგორ ტორბაკოვის კომენტარს სათაურით "რუსეთი საქართველოზე ზეწოლას აძლიერებს". ავტორის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლები კავკასიაში მოსკოვის ინტერესების მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ.
"მოსკოვის პოლიტიკის განმსაზღვრელნი შიშობენ, რომ თბილისში ბოლო ხანს მომხდარი ცვლილებები კავკასიის რეგიონის პოლიტიკურსა და ეკონომიკურ განვთარებაში გადამწყვეტ როლს შეერთებულ შტატებს მიანიჭებს; რითაც რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მიმდინარე დაძაბულ ბრძოლაში სასწორის პინა ვაშინგტონისკენ გადაიხრებოდა. მოსკოვის შეშფოთება გამოხატა 30 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ სერგეი პრიხოდკომ ინტერფაქსის მიერ გავრცელებულ სტატიაში: "დრო გვიჩვენებს, რომელი ინტერესებით იხელმძღვანელებენ საქართველოს ახალი ლიდერები - ამერიკის ინტერესებით... თუ ქართველი ხალხის ინტერესებითო."
ბრიტანეთის "ფაინენშლ ტაიმსი" თავის ფურცლებს "ვარდების რევოლუციად" მონათლული მოვლენების ერთ-ერთ თაოსანს, მიხეილ სააკაშვილს უთმობს. სტატიაში სათაურით "რატომ სურს საქართველოს დემოკრატიის დამკვიდრება" პრეზიდენტობის კანდიდატი ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობას ასე ასაბუთებს:
"საქართველოში "ვარდების რევოლუცია" დაღლილი ლიდერით მოყირჭების, ან კორუფციით გამოწვეული გაწბილების გამო არ მომხდარა (თუმცა, გარკვეული როლი ამ ფაქტორებმაც შეასრულა). ამ რევოლუციის სიღრმისეული მამოძრავებელი დემოკრატია იყო - ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, უფლება, თავადვე განვსაზღვრავდეთ ჩვენს გზას და არ ვმოქმედებდეთ იმ მმართველთა კარნახით, რომლებიც არ აგვირჩევია. ხალხი ქუჩებში გამოვიდა, როცა აშკარა შეიქნა, რომ ეს უფლება წაგვართვეს. ჩვენ ვისწავლეთ დემოკრატიის სერიოზულად აღქმა. თუ ამ აჯანყებიდან რაიმე დასკვნის გამოტანა შეიძლება, უმთავრესი სწორედ ეს არის. საქართველოში დამთავრდა ერთი კაცის მმართველობის ეპოქა. წინ გვიძევს დემოკრატიული პლურალიზმისა და სამოქალაქო აქტიურობის ხანა. ვარდების რევოლუციონერები ამას ნამდვილად იმსახურებენ."