ასლან აბაშიძის მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს დროებითი ხელისუფლება მასთან მოლაპარაკებას გეგმავს

მოსკოვს კონსულტაციებისთვის სამხრეთ ოსეთის თვითგამოცახდებული რესპუბლიკის მეთუარმა , აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა და აჭარის მეთაურმა მიაკითხეს. ამ პირებთან მოსკოვში დაწყებულია კონსულტაციბი
და ცნობილია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამივე მათგანს პარსაკევს შეხვდება. რა ნიშნავს ასლან აბაშიძის ვოიაჟი მოსკოვში საქართველოს ამბოხებული რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად მოკლე დროში გაირკვევა. აჭარის მეთაური თბილისში შემდგარ "ვარდების რევოლუციას" სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებს და არ ცნობს საქართველოს ახალ ხელისუფლებას. ამ ხელისუფლების წარმომადგენლები მასთან შეხვედრას გეგმავენ. რა შეიძლება გახდეს ცენტრსა და ბთუმს შორის მოლაპარაკების საგანი?

საქართველოს ახალი ხელისუფლება მუშაობას უმძიმეს ვითარებაში იწყებს. ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების, რევოლუციის თანმდევი არასასიამოვნო და იმავდროულად საშიში მოვლენების აღკვეთის, უმძიმესი საბიუჯეტო კრიზისი დაძლევისა და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების მომზადების გარდა მას თბილისსა და ბათუმს შორის წარმოქმნილი სერიოზული უთანხმოების განმუხტვა მართებს. სასტარტო პირობები ურთულესია. კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში 22-23 ნოემბრის რევოლუციის გმირები თავს გმირებად ვეღარ იგრძნობენ. აჭარის მეთაურთან მოლაპარაკება მათ უახლოეს დღეებში მოუწევთ. ასლან აბაშიძის მოსკოვიდან დაბუნების შემდეგ ბათუმში ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია ჩავლენ. ზურაბ ჟვანია 27 ნოემბერს საქართველოს 1999 -2003 წლის მოწვევის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცა და პირველი რაც მან თანამდებობიდაბ განაცხადა იყო ის, რომ მზად არის ჩავიდეს ბათუმში მოლაპარაკების საწარმოებლად. შეგახსენებთ ამ ორიოდე დღის წინ აბაშიძემ თქვა რომ რევოლუციურ სამეულში მოლაპარაკებას ზურაბ ჟვანიასთან ისურვებდა.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ხედავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამ პროცესებში მონაწილეობას თავის მხრიდან. ჩვენ მიგვაჩნია სასიცოცხლოდ ყველა პრინციპულ გადაწყვეტილებაში რასაც ჩვენ მივიღებთ იყოს გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც გააჩნია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. "

აჭრია მეთაური სხვა და სხვა მოთხოვნებს წამოაყენებს. მათ ნაწილს თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჰამლეტ ჭიპაშვილი ამხელს. მისი თქმით ციტატა "ასლან აბაშიძე ცენტრს მოსთხოვს იმას , რის შესახებაც დაპირებებს 1994 წლიდან იღებდა, ქვეყნის ფედერალურ მოწობას. ამას გარდა, საუბარი აუცილებლად შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში აჭარის მონაწილეობის საკითხს." ციტატის დასასრული.

ძალზედ საინტერესოა რა პირობით შეიძლება დათანხმდეს აბაშიძე ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში აჭარის მონაწილეობას. დღემდე ის ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. აშკარაა, რომ დროებითი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან პირისპირ დაჯდომისას ის იმაზე ნაკლებს არ მოითხოვს რასაც შევარდნაძისგან ითხოვდა თუ არა მეტს და დამაფიქრებელია რას უნდა ნიშნავდეს ჰამლეტ ჭიპაშვილის მინიშნება ქვეყნის ფედერალურ მოწობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებაზე. რა შეიძლება იგულისხმებოდეს აბაშიძისულ ფედერალიზმში. აჭარის საკითხზე საუბრისას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ კომპრომისებზე ორივე მხარე უნდა წავიდეს. სამომავლო კომპრომისებმადე კი აბაშიძე მოსკოვშია და თავის პირობებს იქიდან გვკარნახობს. იქ მან თქვა, რომ იმედებს აჭარში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ამყარებს და რომ არ ცნობს საქართველოს ახალ ხელისუფლებას. აჭარის მეთაურმა რუსეთის დედაქალაქში აწარმოა მოლაპარაკებები რუსეთის მხრიდან აჭარასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე.