რევოლუცია შედგა. ამის შემდეგ საქართველოში მორიგი წინასაარჩევნო პროცესი უნდა დაიწყოს, თუმცა რამდენად იქნება ეს პროცესი ისეთივე დრამატული, როგორიც 2 ნოემბრამდე იყო, არავინ იცის.
ქართულ პოლიტიკურ სპექტრში როლები კარდინალურად შეიცვალა. ძალებს, რომლებიც 23 ნოემბრამდე ხელისუფლების რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენდნენ, აქვთ სრული კარტბლანში ხელისუფლებაში მოსახლეობის ნდობის მაღალი პროცენტებით მოსასვლელად. ხოლო რაც შეეხება ძალებს, რომლებიც 23 ნოემბრამდე სახელისუფლებო ბლოკს წარმოადგენდნენ, მათი, როგორც ოპოზიციის, შანსები საკმაოდ ბუნდოვანია. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უკვე დანიშნულია, დასანიშნია ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. რა მოლოდინები უკავშირდება ამ არჩევნებს და ქართულ პოლიტიკაში რა ადგილის დაკავებას აპირებენ ძალები, რომლებიც ახალი ხელისუფლების ოპოზიციაში უნდა წარმოვიდგინოთ?
ხავერდოვანი, გნებავთ, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მოსახლეობას ძალზე მოკლე დროში პრეზიდენტის არჩევა მოუწევს. ამ არჩევნებისთვის რევოლუციური სამეული ერთ შეთანხმებულ კანდიდატს წარმოადგენს. საქართველოში დღეს არსებულ ვითარებაში არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს ერთი კანდიდატურა ხმათა დიდი უმრავლესობით გაიმარჯვებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მას რეალური კონკურენტი არ ეყოლება. სავარაუდოდ, ასევე ხმათა დიდი უმრავლესობით მოუწევთ საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოსვლა იმ ძალებს, რომლებმაც მოულოდნელად სახელისუფლებო ძალების ნიშა დაიკავეს. ეყოლებათ თუ არა იქ მათ ანგარიშგასაწევი ოპოზიცია, სათუოა.
პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს პარლამენტში აჭარის გარანტირებული პროცენტებით მოდიოდა, ჯერჯერობით უარს აცხადებს როგორც ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ისე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. მომავალი არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრება "ლეიბორისტული შრომის პარტიაც". დანარჩენები - მათ შორის, ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის სხვადასხვა სუბიექტები - არჩევნებში მონაწილეობას გააგრძელებენ.
ყოფილი სახელისუფლოები, მათ შორის, სოციალისტები ფიქრობენ, რომ 23 ნოემბერს საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით მითვისება მოხდა. ისინი აცხადებენ, რომ ახლა, ფორსმაჟორულ ვითარებაში, უკანონოდ მითვისებულის დაკანონების პროცესი მიმდინარეობს. მომხდარის მიუხედავად, სოციალისტი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ მისი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება და ამის შემდეგ საარჩევნო პროცესში ჩაერთვება - მომავალი პარლამენტის არჩევის პროცესში.
ფარ-ხმალი არც მრეწველებს დაუყრიათ. ზურაბ ტყემალაძე ფიქრობს, რომ მომავალ პარლამენტში მრეწველები თავის წილ ადგილებს მიიღებენ და, სიტუაციისდა მიხედვით, სავარაუდო უმრავლესობის ოპოზიციის როლს შეასრულებენ. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, საპრეზიდენტო არჩევნებში მრეწველები საკუთარ კანდიდატს არ წამოაყენებენ, რადგან, გოგი თოფაძის თქმით, ასეთი აბსურდული აზრები მას თავში არ მოსდის. ნიშნავს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო უალტერნატივო კანდიდატურასთან დაპირისპირების აბსურდულობა იმას, რომ საქართველოში ისტორია უნდა განმეორდეს, უნდა მოხდეს ის, რაც ხელსიუფლებაში ზვიად გამსახურდიასა და "მრგვალი მაგიდის" მოსვლით მოხდა, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრები არსებობს. დეპუტატი ალექსანდრე შალამბერიძე ისტორიის განმეორებას გამორიცხავს და აი, რატომ:
[ალექსანდრე შალამბერიძის ხმა] " ისტორია არ მეორდება. დღეს სხვა რეალობაა. პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს დროს და ადგილს. ადგილი არ იცვლება, მაგრამ დრო შეცვლილია და მოხდება ცვლილებები. "
ალექსანდრე შალამბერიძე დარწმუნებულია, რომ რევოლუციაში გამარჯვებული ძალები ხელისუფლებაში მაღალი პროცენტებით მოვლენ, მაგრამ ელის, რომ ეს ძალები ხელისუფლებაში სერიოზულ ცვლილებებს მოახდენენ და შექმნიან რეალურ საფუძველს სამომავლო პოლიტიკური პლურალიზმისთვის.