საქართველოში შექმნილ უაღესად რთულ ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს პრობლემა, რომელსაც აჭარის ადგილობრივი ხელმძღვანელობა ქმნის. აჭარიდან ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ,
აღიკვეთოს ანტისახალხო მოძრაობა, რასაც, მათი აზრით, ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები წარმოადგენს. აჭარის ხელმძღვანელობა სერიოზულ გამოწვევად მიიღებს ბათუმის ან ქობულეთის საარჩევნო ოლქების შედეგების ბათილად ცნობას, თუ ასეთი რამ მოხდება და, კიდევ, თბილისში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობაში, ფიქრობენ, რომ აჭარის ამომრჩევლისთვის შეურაცხყოფა იქნება 2 ნოემბრის არჩევნების ჩაშლილად გამოცხადება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. თბილისში - როგორც აჭარის წარმომადგენლობაში, ისე სახელმწიფო კანცელარიაში - აჭარის დაკარგვის საშიშროებაზე ლაპარაკობენ.
საით მიჰყავს პროცესები ასლან აბაშიძეს?
"საქართველოში - აჭარაში - ჩატარებული არჩევნები იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ბოლო წლებში ამიერკავკასიის ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს შორის", - ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი გავლენიანი რესპუბლიკელის ბრუს ჯექსონის ასეთი მკაცრი შეფასების მიუხედავად, ასლან აბაშიძის გარემოცვა სრულიად სამართლიანად მიიჩნევს ციფრებს, რომლებიც აჭარიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადმოიგზავნა. 294 ათასი ხმიდან 269000 "დემოკრატიული აღორძინების კავშირის " სასარგებლოდ -დაახლოებით ასეთია ეს მონაცემები. ის ბევრს აკვირვებს და აფიქრებს, თუმცა თბილისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჰამლეტ ჭიპაშვილი აჭარაში ჩატარებული არჩევნების ასეთ შედეგებში გასაკვირს ვერაფერს ხედავს. პირველი - იმიტომ რომ, მისი თქმით, აჭარის მოსახლეობა "აღორძინების" ლიდერისგან გრძნობს ზრუნვას და, მეორე - აჭარაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისლამი, რომელიც აჭარელ მუსულმანებს უკარნახებს პატივი სცენ უფროსს, მმართველს, ესე იგი ასლან აბაშიძეს.
[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] " იქ საკმაოდ სხვა სურათია. ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორიც წარმოუდგენია ზოგიერთ პოლიტიკოსს და ვაიპოლიტიკოსს. ისიც ქართველია, მაგრამ ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ 3 საუკუნე თურქეთის ბატონობის ქვეშ ცხოვრობდა და იძულებული გახდა მიეღო ისლამი. რელიგია, როგორსაც წარმოადგენს ისლამი, არ არის მარტო რელიგია. ეს არის ერთგვარი ცხოვრების წესიც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ პატივი უნდა სცენ თავის უფროსს, ანუ თავის მმართველს. " (სტილი დაცულია)
ეს იყო საკმაოდ საინტერესო განმარტება. მისი შინაარსი "სახელისუფლებო ბლოკის" წარმომადგენლებს ქვემო ქართლის მონაცემების გასამართლებლად გამოადგებოდათ.
ჰამლეტ ჭიპაშვილის თქმით კი, მის მიერ დახასიათებულ სპეციფიკურ სივრცეში სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს ისეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები, როგორსაც ცალკეული ოპოზიციური ლიდერები აჭარელთა უფროსის მიმართ გამოთქვამენ, რომ აღარაფერი ვთქვათ მოწოდებებზე, არ მიეცეს ლეგიტიმაცია აჭარიდან ჩამოსულ მაჩვენებლებს, ისევე როგორც ქვემო ქართლიდან ჩამოსულ მონაცემებს. ცნობისათვის: ჩვენი ინფორმაციით, ამ დღეებში ბათუმში ასლან აბაშიძის რეჟიმმა დიდი წვალებით შეძლო ათასამდე მხარდამჭერის ქუჩებში გამოყვანა აღორძინების გამარჯვების აღსანიშნავად და მაინც, ჰამლეტ ჭიპაშვილის აზრით, აჭარის ოლქების შედეგების გაუქმების მოთხოვნა ცეცხლთან თამაშს ჰგავს.
[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] " მე მეშინია იმის, არ ვკრათ ჩვენ ხელი აჭარას და არ გავაკეთოთ ისე, რომ აჭარა აღმოჩნდეს საქართველოს მიღმა. "
ასეთი შიში 9 ნოემბერს "სოციალისტური პარტიის" ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმაც გამოთქვა. ჩანს, ხელისუფლება რთულ ვითარებაში აჭარის ხელმძღვანელობის ფაქტორით თამაშს იწყებს. ასლან აბაშიძისთვის კატეგორიულად მიუღებელია ისეთი ოპოზიციური ძალები, როგორსაც "ნაციონალური მოძრაობა" და "ბურჯანაძე-დემოკრატები" წარმოადგენენ. შესაბამისად, ამ ძალებთან ხელისუფლების კომპრომისზე წასვლის იდეას, ანდაც სამართლებრივი გზით აჭარის საარჩევნო ოლქების გაუგონარი მაჩვენებლების ბათილად ცნობის მოთხოვნას უპირისპირდება აჭარაში მორიგი ამბოხებული რეგიონის მიღების შიში.
მოკლედ, სურათი ასეთია: საქართველოს ხელისუფლებაში აჭარის დაკარგვა დასაშვებად მიაჩნიათ და ამიტომ შესაბამის შეფასებას არ აძლევენ იმ ანტიკონსტიტუციურ ქმედებას, რაც ამ დღეებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სენატმა დაუშვა, როცა ასლან აბაშიძე აჭარაში უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ფიგურად გამოაცხადა.
" თუ ბათუმის და ქობულეთი ოლქებში არჩევნების შედეგები ბათილად გამოცხადდება, აჭარის ხელმძღვანელობა ბოიკოტს გამოუცხადებს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და არ ცნობს საქართველოს მომავალ პარლამენტს." - ასეთია აბაშიძის შესაძლო ქცევის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც სრულიად დასაშვებ ვერსიად განიხილება. ბოლო დღეეებში საქართველოში - განსაკუთრებით კი თბილისში - შექმნილი დაძაბულობის გამო ედუარდ შევარდნაძემ საშიში მოვლენა უწოდა მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ, ასლან აბაშიძის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ფიგურად კურთხევისა და აჭარის თემაზე აგორებული შიშის მიუხედავად, ხელისუფლება უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, რამდენად საშიში მოვლენაა აჭარის მმართველი.
საგულისხმოა, რომ ბოლო წლების საარჩევნო პრქტიკაში 2 ნოემბრის არჩევნების წინაპერიოდი იყო განსაკუთრებული გამონაკლისი, როცა აბაშიძე შევარდნაძეს არ დაპირისპირებია და, შესაბამისად, არც შევარდნაძეს უსაუბრია საქართველოს ხელისუფლებაში ბნელი ძალის მოსვლის საშიშროებაზე. როგორც ჩანს, ეს იყო იმუნიტეტი ლოზუნგზე"საქართველო - შევარდნაძის გარეშე, აჭარა - აბაშიძის გარეშე". მაგრამ ის, რაც 2 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების დროს, საქართველოში - განსაკუთრებით კი, აჭარასა და ქვემო ქართლში - მოხდა, აღმოჩნდა ისეთი საპროტეტსო ტალღის აგორების მიზეზი, როგორსაც ხელისუფლება, ალბათ, არ მოელოდა. ამ ტალღამ თვით სახელისუფლებო ბლოკის ზოგიერთ წარმომადგენელსაც დაანახვა, რომ ქართველი ხალხი - მათ შორის, აჭარის მოსახლეობა - იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას; რომ ეს ხალხი აღარ მოითმენს ისეთ გაუგებარ მონაცემებს, როგორიც აჭარიდან და ქვემო ქართლიდან მოდიოდა და წელსაც წამოვიდა. ამიტომ, როგორც სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი დემურ გიორხელიძე ფიქრობს:
[დემურ გიორხელიძის ხმა] " სადაც კი მოხდა ეს გაუგებრობები, ყველა ოლქსა და უბანში უნდა გაუქმდეს არჩევნების შედეგები. თუ ვინმეს არ აწყობს ეს და ამიტომ სახელმწიფოს დაშლისკენ მოწოდებულ განცხადებებს აკეთებს, ეს არის არა მარტო ანტიკონსტიტუციური, არამედ დანაშაულებრივი განცხადებები და მე ძალიან მაშინებს ამ დღეებში აჭარაში მიღებული ანტიკოსნტიტუციური გადაწყვეტილება. " (სტილი დაცულია)
აჭარაში მიღებულ გადაწყვეტილებაში დემურ გიორხელიძე ასლან აბაშიძის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ფიგურად გამოცხადებას გულისხმობს.